top of page

მოხდა დაუშვებელი: პუტინმა საკუთარ თავს გაუჩალიჩა

  • ანდრეი შიპილოვი
  • 5 дек. 2015 г.
  • 2 мин. чтения

რუბიკონი გადალახულია, გზა ხსნილია. მალე, ძალიან მალე საზღვრის იქითა მხარეს დადგება იმათი რიგი, ვისაც სამყაროსთვის პუტინის მორიგი “ქურდს ქუდი ეწვის“ შესახებ სურს მოუთხროს. ახლა, მთელს მსოფლიოში, აგენტები მტვერს ბერტყავენ ძველ საქაღალდეთაგან, რომლებიც, თავის დროზე, „უკეთესი დროების“ მოლოდინში გადაინახეს.. და ხელმძრვანელობასთან ააქვთ. თავისის „ქურს ქუდი ეწვის“ ყველა სახელმწიფოს აქვს - აქ ვერას გააწყობ. ცხადია, ყველამ იცის ერთურთის „ქუდის“ შესახებ, მაგრამ როგორც მიღებულია, დუმან.

სხვა სახელმწიფოს „ქუდის“ შესახებ საუბარი არა მხოლოდ ცუდი ტონია, არამედ საფრთხის შემცველიც. იოლად ახსნადია: თუ კი შენ სხვის „ქუდზე“ წამოროშავ, მაშინ შენსაზეც წამოცდება ვინმეს. და თან ვერავინ იტყვის, თუ როგორ განვითრდება მოვლენები, ვის რად შემოუბრუნდება, ვის უფრო მტკივნეულად. შენ შეიძლება წამოროშო, მაგრამ მან თავი დაიძვრინოს. ის კი შენსაზე დაეცემა ლაყაფად და შენ ეგებ ვერც გამოძვრე.

წინასწარ ვერ განსაზღრავ. ჰოდა, დუმან.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ის, ვინც პირველი დაიწყებს სხვაზე ლაი-ლაის, უნდა აცნობიერებდეს, რომ საფრთხის ქვეშ აგდებს ყველას, მთელ სისტემას. იმიტომ, რომ ეს თავად სისტემის სტაბილუროის საფუძველზე თავდასხმაა - დუმილზე თავდასხმა. ამიტომაც, ვინც დაიწყებს, ის ყველასთვის მტერი ხდება. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მას უმალ თავს დაეცემიან და მოკვლას დაუწყებენ - სტაბილურობა, ეს უმთავრესი ამოცანაა, მაგრამ თუ კი შესაძლებლობა მიეცემათ, დაუფიქრებლად ჩააძაღლებენ. ამიტომ, იმისთვის, ვინც დაიწყებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე საგულდაგულოდ აწონ-დაწონოს, რათა არ ასრიალდეს.

ასრიალდები? მიიღებ პასუხს არა მხოლოდ „დაზარალებულისგან“, არამედ ყველასგან. და უკვე შეგიძლია სხვისი „ქუდის“ ქნევასაც გაეშვა - შენ კეთროვანი ხარ და აღარავის ჯერა შენი.

30 ნოემბერს, პარიზში, 140 სახელმწიფოს ლიდერის წინაშე პუტინმა ერდოღანი ტერორიზმის მხარდაჭერაში ოფიციალურად დაადანაშაულა და მტკიცებულებათა წარმოდგენის პირობაც დადო. მომდევნო დღეს კი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არავითარი მტკიცებულებების არ არის.. კი არა და, არის, მაგრამ ისინი რუსეთს სახელმწიფოს საიდუმლოებაა.


ანუ, მოხდა დაუშვებელი - პუტინმა საკუთარ თავს გაუჩალჩა.

ტყუილად არ მივარაუდია მაშინ, რომ პუტინმა ერდოღანს შეტენა ის, რაშიც თავადაა დამნაშავე. უბრალოდ იმიტომ, რომ მან იცოდა, თუ რაოდენ ადვილია „ის„-ის მეშვეობით პარვა, იცოდა, თუ რამდენად დიდი იყო ცდუნება და დარწმუნებული იყო, რომ მას ვერც ერდოღანი გაუძლებდა. აღმოჩნდა, რომ ერდოღანმა გაუძლო.

და აი, პირველმა პასუხმაც არ დააყოვნა - თურქეთის პრეზიდენტმა პუტინი იმავეში დაადანაშაულა, თუმცა მტკიცებულებათა წარმოდგენის დაპირებათა ნაცვლად, ადგა და წარმოადგინა ისინი. და რაღაც აბსტრაქტული ფოტოები კი არა, არამედ სავსებით კონკრეტულად: სახელები, დოკუმენტები, სქემები. და ძალიან მკაფიოდ განაცხადა: „ახლა გაჩვენებთ მხოლოდ პატარა ძაფს და ისიც იმიტომ, რომ თქვენ მანდ გაიგოთ - ასეთი არა ერთი ძაფი მაქვს. გაძლევთ შესაძლებლობას, უკან დაიხიოთ. არ გაუშვათ ხელიდან - ჩაგაძაღლებთ ყველგან და არა მხოლოდ საპირფარეშოში".


ეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ლავროვის „შეთანხმების ბოლო იმედის“ შეხვედრის წინ, დემონსტრაციულად გაკეთდა. ლავროვმა მინიშნება ვერ გაიგო და შეთანხმება არც კი უცდია.

რუბიკონი გადალახულია, გზა ხსნილია. მალე, ძალიან მალე საზღვრის იქითა მხარეს დადგება იმათი რიგი, ვისაც სამყაროსთვის პუტინის მორიგი “ქურდს ქუდი ეწვის“ შესახებ სურს მოუთხროს. ახლა, მთელს მსოფლიოში, აგენტები მტვერს ბერტყავენ ძველ საქაღალდეთაგან, რომლებიც, თავის დროზე, „უკეთესი დროების“ მოლოდინში გადაინახეს.. და ხელმძრვანელობასთან ააქვთ.

იქ, იმ საქაღალდეებში ყველაფერია! ისიც, თუ რუსეთიდან სად მიედინებოდა ბოლო 15 წლის მანძილზე ტრილიონნახევარი დოლარი; ისიც, თუ რა ფულით იქმნებოდა „ისლამური სახელმწიფო“ და რატომაა, რომ ევროპაში ტერაქტები სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ეს რუსეთს აწყობს.

და რატომ ჩამოვარდა კაჩინსკის თვითმფრინავი;

და ვინ აფეთებდა მოსკოვში სახლებს.

ჩვენ უსაინტერესოეს დროში ვცხოვრობთ, მეგობრებო და უახლოეს მომავალში უამრავ მნიშვნელოვან და აზრზე მომყვან რამეს შევიტყობთ. არავინ დავობს, რომ მხოლოდ საინტერესო კი არ იქნება, არამედ საშიშიც. და სახიფათო. და, შესაძლოა, სისხლიანიც. მაგრამ ახლა კაცობრიობა ძველი მსოფლიოს ჭუპრიდან გამოდის. ჭუპრი კი, ასეთ შემთხვევებში ყოველთვის იმტვრევა. მაგრამ თუ კი თავი გაბიათ, ამ თავში ტვინი გიდევთ, არ დაბრმავებულხართ და არ დაყრუებულხართ, ყველა შანსი გაქვთ, რომ განახლებულ მსოფლიოში შეაბიჯოთ.


 
 
 

Comments


MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page