top of page

თანამშრომლობს თუ არა თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“?

  • tbilisievening.com
  • 4 дек. 2015 г.
  • 7 мин. чтения

ამასთან დაკავშირებული კვლევა კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ისნტიტუტის მშვიდობისა და უფლებათა გამყარების პროგრამის დირექტორმა, დევიდ ფილიპსმა ამერიკულ „The Huffington Post“-ში გამოაქვეყნა. საუბარი სამხედრო დახმარებას, იარაღის გადაცემას, მატერიალუ-ტექნიკურ მხარდაჭერას, ფინანსურ დაბანდებებსა და სამედიცინო მომსახურებას ეხება. ასევე ბრალდებას, რომ ანკარამ „ისმალური სახელმწიფოს“ მიერ სირიის ქალა ქობანზე შეტევას, დანაშაულებრივი გულგრილობით უპასუხა.


დევიდ ფილიპსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საერთაშორისო საკითების უფროსმრეჩეველ-ექსპერტად მუშაობდა.

აქ ამ საკმაოდ მოცულობით მოხსენებაში მოყვანილ ფაქტობრივ მასალებს გთავაზობთ. დასკვნები თავად გამოიტანეთ.

თურქეთის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ტერორისტულ ორგანიზაციასთან რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა 2014 წლის 22 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოში ვიზიტისას, „გაშავების კამპანია“ მწვავედ გააკრიტიკა, ყოველივეს თურქეთზე „შთაბეჭდილების წახდენის მცდელობა“ უწოდა, „თურქეთის საერთაშორისო რეპუტაციაზე გამუდმებული შეტევები" დაგმო და დაიჩივლა, რომ მსოფლიო მედიაში, მის ქვეყანასთან მიმართებაში „ძალიან უსამართლო და ბოროტი განზრახვით აღსავსე“ ცნობები ვრცელდება. „ჩვენი ამერიკელი მეგობრებისადმი თხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ შეფასებები ობიექტურ წყაროთაგან მიღებულ ინფრომაციებზე დაყრდნობით გააკეთონ“. - განაცხადა მან.


კოლუმბიის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უფლებათა გამყარების პროგრამამ ამერიკელ, ევროპელ და თურქ მკვლევართა ჯგუფს საერთაშორისო მედიის პუბლიკაციათა შესწავლა დაავალა, რათა დადგინდეს, თუ რამდენად საფუძვლიანია ბრალდებები.

ეს მოხსენება სხვა და სხვა საერთაშორისო წყაროებს იყენებს - The New York Times, The Washington Post, The Guardian, The Daily Mail, BBC, Sky News, ასევე თურქულ CNN Turk, Hurriyet Daily News, Taraf, Cumhuriyet-ს.


ბრალდებები


1. თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ სამხედრო ტექნიკას აწვდის


2014 წლის 12 აგვისტოს, ტერორისტთა ერთ-ერთმა საველე მეთაურმა The Washington Post-ს განუცხადა: „იმ მებრძოლთა უმეტესობა, რომელნიც ომის დასაწყისში შემოგვიერთდნენ, შემოვიდნენ თურქეთიდან, ისევე, როგორ ჩვენი ტექნიკა და მარაგები".

რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა, ქემალ კილიჩდაროღლუმ წარმოადგინა ქალაქ ადანას პროკურატურის 2014 წლის 14 ოქტომბრის განცხადება და დაბეჯითებით განაცხადა, რომ თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებებს იარაღს აწვდიდა. მან ასევე იმ მძღოლებთან საუბრის ამონაბეჭდები წარმოადგინა, რომელთაც ეს ტვირთები დაჯგუფებებამდე მიიტანეს. მისივე თმით, თურქეთის ხელისუფლებამ ყოველივეს თურქმანებისათის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება უწოდა, თუმცა თავად თურქმანებმა განაცხადეს, რომ მსგავსი არაფერი მიუღიათ.

ამავე პარტიის ვიცეპრეზიდენტმა, ბულეტ ტეზჯანი ამტკიცებს, რომ იმავე წლის 19 იანვარს, სამი სატვირთო ქალაქ ადანაში შემოწმების მიზნით გააჩერეს. მანქანები შეიარაღებით ანკარაში, ესენბოგის აეროპორტში დაიტვითა. მძღოლები საზღვრამდე მივიდნენ, სადაც სატვირთოები თურქული დაზვერვის აგენტს უნდა გადაებარებინა, რათა „ისლამური სახლემწიფოსა“ და სხვა დაჯგუფებების ბოევიკებისთის მიეწოდებინა. ეს ხდებოდა რეგულარულად. როდესაც მანქანები შესამოწმებლად გააჩერეს, დაზვერვის აგენტებმა ცადეს ხელი შეეშალათ ისპექტორებისათვის, რათა მათ არ ჩაეხედათ ყუთებში. ინსპექტორებმა რაკეტები, იარაღი და ტყვია-წამალი აღმოაჩინეს.


Cumhuriyet იტყობინება, რომ Twitter-ის ცნობილი მომხმარებელმა, Fuat Avni-მ, რომელმაც კორუფციულ გამოძიებასთან დაკავშირებული ცნობები 17 დეკემბერს გაავრცელა, 2014 წლის 12 ოქტომბერს განაცხადა აუდიოჩანაწერების არსებობის შესახებ, რომელთა მიხედვითც დასტურდება, რომ თურქეთი „ალ-ქაიდა“-სთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა.


ამ ჩანაწერებში, ერდოღანი თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა მათ სირიასთან ომი დაეწყოთ. იგი მოითხოვდა, რომ თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის შეფს, ჰაკან ფიდანს სირიაზე შეტევისათვის საბაბი შეექმნა.

ჰაკან ფიდანმა პრემიერ მინისტრ აჰმედ დავუთოღლუსა და საგარეო უწყების მაღალჩინოსანს, იასარ გულერს შემდეგი განუცხადა: „თუ კი საჭირო იქნება, მე გავგზავნი ოთხ კაცს და წარმოვადგენ სირიაში შეჭრის საბაბს იმით, რომ თურქეთის მიმართულებით 8 რაკეტას გავუშვებთ. მე მათ დავავალებ, რომ სულეიმან-შახის აკლდამა დაბომბონ".


2014 წლის 19 სექტემბერს გამოჩნდა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, საუდის არაბეთის ემირმა, ბანდარ ბინ სულტანმა „ისლამური სახელმწიფოსათვის“ განკუთვნილი იარაღის თურქეთის გავლით ტრანსპორტირება დააფინანსა. გერმანიიდან გამოფრენილი თვითმფრინავი თურქეთის აეროპორტ ეთიმესგითში დაჯდა. ტვირთი სამ კონტეინერში გადანაწილდა - ორი „ისლამურ სახელმწიფოს“ გადაეცა, ხოლო ერთი ღაზას სექტორში გადაიგზავნა. 2. თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკაში ეხმარებოდა


გამოცემა Radikal-ის 2014 წლის 13 ივნისის პუბლიკაციის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუამარ გულერმა ხელი მოაწერა განკარგულებას: „რეგიონალური გამარჯვებათა გათვალისწინებით, მხარს დავუჭერთ ალ-ნუსრის ბოევიკებს, რომლებიც ქურთ მუშათა პარტიის ტერორისტულ განშტტოებას ებრძვიან...

მოჯახედებისათვის, რომლებიც სირიასთან საზღვარს ჩვენგან კვეთენ, ხატაი სტრატეგიული რეგიონია. ისლამისტური დაჯგუფებების ლოჯისტიკური მხარდაჭერა გაიზრდება, ხოლო წრთვნა, მკურნალობა და საზღვრის გადაკვეთა განხორციელდება ძირითადად სწორედ ხატაიში. მებრძოლთა საზოგადოებრივი მომხმარების ადგილებში განთავსებას, კოორდინაციას დაზვერვის სამსახური და რელიგიურ საკითხთა სამმართველო გაუწევენ"


2014 წლის 25 აგვისტოს The Daily Mail იტყობინებოდა, რომ სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოს“ მრავალი უცხოელი ბოევიკი თურქეთს გავლით შეუერთდა, თუმცა თურქეთს მათი შეჩერება არც კი უცდია.

ამ პუბლიკაციაში აღწერილია, თუ როგორ მიემგზავრებიან სირიასა და ერაყში ბოევიკები (განსაკუთრებით ბრიტანეთიდან) სწორედ თურქეთ-სირიის საზღვრის გავლით. ისინი საზღვარს „ჯიჰადის კარს“ უწოდებენ. ამაზე თურქი სამხედროები ან თვალს ხუჭავენ, ან ბოევიკები მათ უხდიან სულ რაღაც 10$-ს, რათა საზღვრის გადაკვეთა გაიმარტივონ.


ბრიტანულმა ტელეარხმა Sky News მოიპოვა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, თურქეთის ხელისუფლებამ იმ უცხოელი ბოევიკებისათვის, ვინც სირიის საზღვრის გადაკვეთასა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შეერთებას ცდილობდა, შტამპები და პასპორტები გასცა.


ტელეკომპანია BBC ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ღამღამობით სოფელში შემოდიან ავტობუსები, რომლებიც სირიასა და ერაყში განლაგებულ ქურთულ ძალებთან საბრძოლველად გამზადებული ჯიხადისტებითაა ხოლმე სავსე.


2014 წლის 9 ოქტომბერს, ეგვიპტელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურქული დაზვერვა „ისლამურ სახელმწიფოს“ თანამგზავრებიდან მიღებულ ვიზუალურ ინფორმაციასა და სხვა მონაცემებს აწვდის. 3. თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს წრთვნიდა


2014 წლის 29 ივლისს, ტელეკომპანია CNN Turk ავრცელებს ცნობას, რომ ისეთი ადგილები, როგორიცაა დუზჯე და ადაპაზარი, ტერორისტთა თავშეყრის პუნქტებად იქცნენ. არსებობს რელიგიური ორდენები, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკთა წრთვნა მიმდინარეობს. ამ წრთნების ამსახველი ვიდეორგოლების განთავსება „ისლამური სახელმწიფოს“ თურქულ პროპაგანდისტულ ვებსაიტზე (takbahaber.net) ხდება. ტელეკომპანიის აზრით, თურქეთის უსაფრთოების ძალებ, ამის სურვილი რომ ჰქონდეთ, ამ ყველაფრის აღკვეთა ხელეწიფებათ.


„ისლამურ სახელმწიფოს“ მიერთებული თურქები 2014 წლის 28 ივლისს, სტამბულში გამართულ მასიურ შეკრებაზე გადაიღეს. ვიდეოკადრები „ის“-ის მონათესავე სტრუქტურის წევრებს ასახავს. მათ შეკრება და ლოცვა სტამბულის რაიონ ომერლიში გამართეს.

გავრცელებული კადრების პასუხად, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა, პარლამენტარმა თანრიკულუმ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მოთხოვნით მიმართა და იკითხა: „მართალია თუ არა, რომ „ის“-ის მონათესავე სტრუქტურას სტამბულში ბანაკი თუ ბანაკები გამოეყო? რა სტრუქტურაა ეს? ვინ ერთიანდება მასში? მართალია თუ არავ ხმები იმის შესახებ, რომ იგივე რაიონი, რომელიც ბანაკისათვის გამოყო, სამხედრო წრთვნებისთვის გამოიყენება?


ქემალ კირიჩდაროღლუმ 2014 წლის 14 ოქტომბერს გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ტერორისტებისათვის არ გამოეყო თანხები და არ ჩაეტარებინა წრთვნა. მან განაცხადა: „შეიარაღებული დაჯგუფებების თურქეთის ტერიტორიაზე წრთვნა არასწორია. თქვენ შემოგყავთ უცხოელი მებრძოლები, აძლევთ მათ ფულს, იარაღს და მოითხოვთ მათგან სირიაში მუსლიმების დახოცვას.... ახმეტ დავუთოღლუმ მტკიცებუკლებათ წარმოდგენა მოითხოვა. ყველამ იცის, რომ ისინი ეხმარებიან „ის“-ს".


იორდანიის დაზვერვის ცნობით, თურქეთი „ის“-ის ბოევიკებს საგანგებო ოპერაციებისათვის ამზადებდა.


4. თურქეთი „ის“-ს მებრძოლებს სამედიცინო დამხმარებას უწევდა


2014 წლის 12 აგვისტოს „ის“-ის ერთ-ერთმა მეთურმა The Washington Post-ს განუცხადა: „ჩვენი მებრძოლები და „ისლამური სახელმწიფოს“ ზოგი მეთაურიც კი, მკურნალობის კურსს თურქეთში გადიოდა.

2014 წლის 12 სექტემბერს Taraf-მა გაავრცელა დენგირ მირ მეჰმეტ ფირატის სიტყვები, რომელთა მიხედვითაც, თურქეთი მხარს უჭერდა ტერორისტულ ჯგუფებს, ამჟამადაც მხარს უჭერს და მის წევრებს ჰოსპიტალებში მკურნალობს“. „იმისათვის, რომ როჟავაში (სირიის ქურთული რეგიონი) მიმდინარე მოვლენები შეესუსტებინა, მთავრობა ექსტრემისტებს იარაღითა და უფლებრივი დოკუმენტებით ამარაგებდა... ეხმარებოდა დაჭრილებს. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისათვის, „ის“-ს დაჭრილ მებრძოლთა მიმართ მზრუნველობის გამოვლენა აუცილებელია".


იგივე გამოცემის თანახმად, ახმეტ ელ ხ. „ის“-ის ერთ-ერთი მეთური და ალ-ბაგდადის მარჯვენა ხელი, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, მკურნალობის კურს თურქეთში, სანლიურფას ჰოსპიტალში გადიოდა. მკურნალობის ხარჯები თურქეთის ხელისუფლებამ დაფარა.

Taraf-ის წყაროს ცნობით, „ისლამური სახელმწიფო“ სამედიცინო დახმარებას მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე იღებს.

აგვისტოში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ, იქ სულ უფრო ბევრი მებრძოლი ჩადის სამკურნალოდ. კონკრეტულად, სანლიურფას სასაზღვრო პუნქტის გავლით რვა მებრძოლი გადაიყვანეს. მათი სახელებია: „მუსტაფა ა., იუსუფ ელ რ., მუსტაფა ხ., ჰალილ ელ მ., მუხამეტ ელ ს., ახმეტ ელ ს., ხასან ხ., და სელიმ ელ დ.".


5. თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ ნავთობის შეძენის გზით ფინანსურად ეხმარება


2014 წლის 13 სექტემბერს The New York Times იტყობინებოდა, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია თურქეთზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა მას „ის“-ს ნავთობის რეალიზაციის ფართო ქსელის წინააღმდეგ, გადამწყვეტი ზომები მიეღო.

ფონდ Heritage-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჯეიმს ფილიპსი ამტკიცებს, რომ თურქეთმა გადამწყვეტი ზომები იმ მიზეზით არ მიიღო, რომ ნავთობის შედარებით დაბალი ფასით მოგებას ნახულობს და, შესაძლოა, მოგებას ზოგიერთი თურქი მაღალჩინოსანიც იღებს.


ფეჰიმ ტეშტეკინმა 2014 წლის 13 სექტემბერს Radikal-ში იმ უკანონო არხების შესახებ დაწერა, რომელთა მეშვეობითაც, ნავთობი სირიიდან თურქეთის საზღვრისპირა ქალაქებში გადააქვთ. ერთი ლიტრი ნავთობი, სულ რაღაც 1,25 ლირად იყიდება. ტაშტეკინმა მიუთითა, რომ ამ პუნქტების უმეტესობა სამ წელზე მეტ ხანს ფუნქციონირებდა და მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდა, რაც მისი სტატია გამოქვეყნდა.


Diken-ისა და OdaTV-ის მიხედვით, როგორც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ჩინოვნიკი, დევიდ კოენი აცხადებს, თურქეთის ზოგიერთი მოალაქე მოქმედებს, როგორც შუამავალი და „ის“-ს ნავთობის თურქეთში რეალიზაციაში ეხმარება.


2014 წლის 14 ოქტომბერს გერმანიის პარლამენტის წევრმა მწვანეთა პარტიიდან თურქეთს ბრალი დასდო, რომ ის თავისი საზღვრის გავლით იარაღის გადინებასა და ნავთობით ვაჭრობას დასაშვებს ხდის.


6. თურქეთი „ის“-ს მებრძოლთა რეკრუტირებაში ეხმარება


2014 წლის 14 ოქტომბერს, ქერიმ კირიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ სტამბულსა და გაზიანტეპში განლაგებული „ის“-ს ოფისები, მებრძოლთა რეკრუტირებისათვის გამოიყენება. 2014 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ კონიას მუფტიმ განაცხადა, რომ 4 დღის წინ, კონიადან „ის“-ს 100 მებრძოლი შეუერთდა.


OdaTV იტყობინებოდა, რომ Takva Haber-ი პროპაგანდისტური საიტია, რომელიც თურქეთსა და გერმანიაში თურქული ენის მცოდნე ადამიანების გადაბირებას ემსახურება. მისამართი, რომელზეც ეს პროპაგანდისტური საიტია რეგისტრირებული, შეესაბამება Ifran Koleji-ის სახელით ცნობილი სკოლის მისამართს. სკოლა ერდოღანისა და დავუთოღლის მიერ შექმნილი ფონდის, Vakfi-ის დაფუძნებულია. ამიტომ ამტკიცებენ, რომ პროპაგანდისტული საიტი იმართება იმ ფონდის სკოლიდან, რომელიც მმართველი პარტიის წევრებმა შექმნეს.


სპორტის მინისტრმა, სუატ კილიჯმა სალაფისტ-ჯიხადისტები მოინახულა, რომლებიც გერმანიაში „ის“-ს მომხრეები არიან. ცნობილია, რომ ეს ჯგუფი მისიონერულ საქმიანობას მომხრეთათვის უფასო ყურანის დარიგებისა და სირიასა და ერაყში თვითმკვლელი ტერორისტების დაფინანსებისათვის სახსრების შეგროვების გზით ეწევა.

OdaTV-მ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ „ის“-ს მებრძოლები ავტობუსით სტამბულში მიემგზავრებიან.


7. თურქეთის ჯარები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად იბრძვიან


2014 წლის 7 ოქტომბერს თურქეთის ისლამური გასამხედროებული ორგანიზაცია IBDA-C-მა „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარდაჭერა აღუთქვა. თურქმა მეგობარმა, რომელიც „ის“-ში მეთაურია, მიანიშნა, რომ თურქეთი „ყველაფერ ამაში ჩართულია“ და რომ „ის“-ს 1000 მებრძოლი მალე თურქეთში ჩავა".


Huda-Par-ის (თავისუფლების საქმის პარტია, რომელიც ქურთული სუნიტურ-ფუნდამენტალისტური პოლიტიკური ორგანიზაცია) წევრი შეხვედრაზე ამტკიცებდა, რომ ჩინოვნიკები აკრიტიკებენ „ის“-ს, მაგრამ სინამდვილეში ჯგუფის მიმართ სიმპათიებით არიან განწყობილნი.

ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ჩინოვნიკები ახლოს არიან იმასთან, რომ „ის“-ს დროში ქვეშ გაერთიანდნენ. ამ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ „ის-“-ს მებრძოლები თურქეთში დასასვენებლად ხშირად დადიან და ამას აკეთებენ ისე, თითქოს სამხედრო სამსახურისას შვებულებაში იყვნენ. ისინი აცხადებენ, რომ მალე თურქეთში ისლამური რევოლუცია დაიწყება, და რომ თურქები ჯიჰადისათვის უნდა იყვნენ მზად.

London Review of Books-ისთვის დაწერილ სტატიაში, სეიმურ ხერში ამტკიცებს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში შეტევები ზარინას (მომწამვლელი ნივთიერება - რედ.) გამოყენებით განახორციელა, რის შესახებაც თურქეთის ხელისუფლება საქმის კურსში იყო. „მრავალი თვის მანძილზე, სადაზვერვო ორგანიზაციათა მეთაურობაში არსებობდა სირიის მეზობლების და განსაკუთრებით თურქეთის ომში მონაწილეობასთან დაკავშირებული შეშფოთება. ცნობილი იყო, რომ ერდოღანი მხარს უჭერდა აჯანყებული ოპოზიციის ჯიხადისტურ დაჯგუფება „ალ-ნუსრას ფრონტს“ და სხვა ისლამისტურ აჯანყებულებს. „ჩვენ ვიცოდით, რომ თურქეთის მთავრობაში არის ზოგიერთი, ვისაც სწამს, რომ ასადის მარწუხებში მოქცევა ძალუძთ, თუ კი სირიაში მიმდინარე შეტევაში ზარინას გამოყენებით ჩაერთვებიან და აიძულებენ ობამას, რათა შეასრულოს „წითელ ხაზთან“ დაკავშირებული მუქარა." - განაცხადა ამერიკული დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც მიმდინარე სადაზვერვო მონაცემებზე ჯერაც მიუწვდება ხელი.

2014 წლის 20 სექტემბერს, დემირ ჯელეკმა, რომელიც პარლამენტის წევრი ხალხთა დემოკრატიული პარტიიდანაა, განაცხადა, რომ თურქული საგანგებო ძალები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მხარდამხარ იბრძვიან.


8. თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ ქობანისათვის ბრძოლაში ეხმარებოდა


ობანის მერმა, ანვარ მოსლიმმა 2014 წლის 19 სექტემბერს განაცხადა: „ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მიღებული სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ჯარებითა და ტყვია-წამლით სავსე სარკინიგზო შემადგენლობები თითო საათს ჩერდებოდნენ სოფლებში: სალიბ კარანი, ჯორ სორი, მოშრეფატ ეზო. არსებობს ჩვენებები, მოწმეები და ვიდეოც, რომელიც ამ ყოველივეს ასახავს. რატომაა, რომ „ის“ მხოლოდ ქობანის აღმოსავლეთითაა ძლიერი? რატომ არიან უფრო სუსტნი სამხრეთით ან დასავლეთით? ვინაიდან აღნიშნული მატარებლები ქობანის აღმოსავლეთით განაგებულ სოფლებში ჩერდებოდნენ, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვია-წამალი და მებრძოლები მოაწოდეს.


2014 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც რესპუბლიკური სახალხო პარტიის დელეგაციის ქობანში ვიზიტს ეძღვნება, ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ყველაფერი, რაც კი „ის“-ს მებრძოლებს გააჩნიათ - იარაღიდან სამოსამდე - თურქეთიდან მოდის.


Nuhaber-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო აჩვენებს თურქული სამხედრო ტექნიკის კოლონებს, რომლებსაც ტანკები და საბრძოლო მასალა გადააქვთ, თავისუფლად მოძრაობენ „ისლამური სახელმწიფოს“ დროშებით და სატვირთო მანქანებზე თურქული წარწერებია.


სალიჰ მასლიმი, პარტია „დემოკრატიული კავშირის“ თავკაცი, ამტკიცებს, რომ 2014 წლის 20-24 ოქტომბერს თურქეთიდან სირიაში 120 ბოევიკი გადავიდა.

ვებსაიტი Diken ირწმუნება, რომ „ის“-ს მებრძოლებს პასპორტებში თურქული შტამპები ურტყიათ.


ქურთებს, რომლებიც ცდილობენ ქობანისათვის ბრძოლაში ჩერთონ, თურქეთ-სირიის საღვარზე თურქი პოლიციელები არ უშვებენ.


ტელეკომპანია OdaTV-მ აჩვენა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთან დამეგობრებული თურქი სამხედროს ფოტო.


2014 წლის 26 სექტემბერს Hurriyet Daily News წერდა: „თურქეთის მმართველი პარტიის მძიმეწონოსანთა გრძნობები, მხოლოდ ანკარით არ შემოიფარგლება. შოკირებული ვიყავი, როდესაც ზოგიერთი მაღალჩინოსნისაგან „ისლამური სახელმწიფოთი“ აღტაცება სანლიურფაშიც კი მოვისმინე. „ისინი, ისევე როგორც ჩვენ, დამოუკიდებლობისათვის შვიდ დიდი სახელმწიფოს ებრძვიან“. - განაცხადა ერთ-ერთმა.

„ქურთთა მუშათა პარტიის ნაცვლად, მეზობლად „ისლამურ სახელმწიფოს“ უფრო ვისურვებდი“ - თქვა მეორემ.


ჯენგიზ ჯანჟარი, პატივცემული თურქი ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ თურქული დაზვერვა სირიასა და ერაყში „ის“-ის „დაბადებას“ ხელს უწყობდა.


თურქეთს მმართველი პარტიის საბჭოს წევრმა, თავის facebook გვერდზე დაწერა: „საბედნიეროდ, არსებობს „ისლამური სახელმწიფო“.. დაე არასოდეს გაგთავებოდეთ საბრძოლო მასალა..."

თურქეთის სოცუზრუნველყოფის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი, შიდაკორესპონდენციაში „ის“-ს ლოგოტიპს იყენებს.


ბილალ ერდოღანი და თურქი ჩინოვნიკები „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო მებრძოლებს ხვდებიან.

 
 
 

Comments


MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page