top of page

„გაზპრომის“ ეროზია

  • ირა სოლომონოვა
  • 4 дек. 2015 г.
  • 2 мин. чтения

საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე პრეზიდენტი პუტინი ისეთი ხისტია, როგორც არასდროს. თუმცაღა, ამ სიხისტემ, რომელმაც უკრაინასთან, ევროპასთან და ახლა უკვე თურქეთთანაც გაართულა ურთიერთობები, ამავდროულად დაასუსტა რუსეთის პოზიციები მოლაპარაკებებში, ვინაიდან ის სულ უფრო ნაკლებად ფლობს ე. წ. გაზის ბერკეტებს. ახალ რეალობაში, მოსკოვის ნაცადი იარაღი ძალას კარგავს, ხოლო „გაზპრომი“ იძულებულია თავისი საფირმო მედიდურობა, ელასტიურობით გამოცვალოს, აღნიშნავს ტელეკომპანია Bloomberg-ი. რუსული ენერგოგიგანტი იძულებულია ევროპელ მომხმარებლებთან მეტად აკურატული იყოს და ეს რამდენიმე ურთიერთკავშირში მყოფი მიზეზით ხდება. უკრაინული კრიზისისა და რუსეთის მხრიდან მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებული არა ერთი მინიშნების შემდგომ, სიტყვა „დივერსიფიკაცია“ ევროკავშირისათვის ერთგვარ მანტიად იქცა: რუსულ გაზზე დამოკიდებულებისაგან გასათავისუფლებლად მან სხვა და სხვა ტიპის საგზაო რუქები შეიმუშავა და შექმნა გეგმები იმ შემთვევისათვის, თუ კი მიწოდება მართლაც შეწყდება.

საკუთარი გაზის მოპოვება ევროპაში მცირდება, რაც ნიშნავს, რომ გაიზრდება მოთხოვნილება, თუმცა, წინა წლებისგან განსხავევებით, „გაზპრომს“ ევროპულ ბაზარზე მეტი კონკურენტი ეყოლება და, მათ შორის - აშშ. ე. წ. ფიქლური გაზის პირველი პარტიის ამერიკიდან ევროპაში შეტანა შემდეგ წელს იგეგმება. ვითარდება აზიური პროექტებიც. გაზის ფასზე ნავთობის ღირებულების ვარდნაც მოქმედებს. ოქტომბერში გაირკვა, რომ მომდევნო წელს ევროპელ მომხმარებელს „გაზპრომი“ ერთ კუბურ მეტრ აირს, საშუალოდ, 200$-ად შესთავაზებს. ეს ბოლო 11 წლის მინიმუმია.

წელს ევროპისათვის გაზის ფასი (თურქეთის ჩათვლით, თუმცა ბალტიისპერეთის გარეშე) 238 $-ს შეადგენდა, შარშან - 349$-ს. „გაზპრომის“ რიტორიკა საგრძნობლად იცვლება. ჯერ კიდევ შარშან, კომპანია მიწოდების შეწყვეტით იმუქრებოდა, ხოლო მილერმა კი გამოაცხადა, რომ რუსული ბუნებრივი აირისათვის ბრძოლა, ევროპამ აზიასთან წააგო.. ახლა უკვე ცხადია, რომ ჩინეთში გაზის მიწოდება 2019 წელზე ადრე ვერ მოხერხდება და რუსეთის ბიჯეტის ნავთობ-საგაზო შემოსავლებზე დამოკიდებულება, ასევე ის, რომ „გაზპრომი“ აირის მიწოდებას მილებით ახორციელებს, ნიშნავს, რომ მოსკოვისთვის მიწოდებათა დივრსიფიკაცია იოლი არ იქნება - დროა საჭირო.

Bruegel-ის კველვითი ცენტრის წარმომადგენელი, სიმონე ტალიაპიეტრა აცხადებს, რომ „ევროკავშირის გაზის ბაზარი რუსეთს ჭირდება ისევე - თუ უფრო მეტად არა - როგორც ამ ბაზარს ჭირდება რუსეთი“. ეს ახალი რეალობა მოსკოვს იძულებულს ხდის, რომ გაზის საკითხში ტონი შეცვალოს: დაუფარავი სიძულვილიდან, რუსეთი ღია ენთუზიაზმში გადადის. სექტემბერში, მას მერე, რაც ჩინეთში მიწოდებათა ზრდას ვერ მიაღწია, „გაზპრომმა“ „ჩრიდლოეთ ნაკადის“ ახალ განშტოებათა მშენებლობაზე კონტრაქტს ხუთ ევროპულო კომპანიასთან სასწრაფოდ მოაწერა ხელი, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი პესკოვი დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ამგვარი ხელმოწერა გეგმაში არაა. მოგვიანებით, რუსულმა მხარემ საფასო ასპექტების განხილვისათვის მზადყოფნაც გამოაცხადა.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ რუსული პოზიციის შერბილებაზე ალექსანდრ მილერის ევროკავშირისათვის შოკისმომგვრელი განცხადებაც მეტყველებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის შემდეგ, რუსეთი გაზის უკრაინის გავლით მიწოდებას შეწყვეტს, ხოლო ევროპას „ელასტიურ“ ფასებს შესთავაზებს. სექტემბერში „გაზპრომმა“ თავისი პირველი საგაზო აუქციონი ჩაატარა. შედეგებმა იმედები გააცრუეს. პირველ დღეს კომპანიამ ერთი კუბური მეტრი გაზიც კი ვერ გაყიდა - მაღალი ფასის გამო. ხოლო აუქციონის მიწურულს აღმოჩნდა, რომ გაცხადებული მოცულობის მხოლოდ მესამედი გაიყიდა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ რუსული ენერგოგიგანტი კრემლის ნაკარნახევ ხისტ პოლიტიკას შორდება. ტელეკომპანია Bloomberg-თან საუბარში, კომპანიის ერთ-ერთმა კლიენტმა განაცხადა, რომ ახლა „გაზპრომი“ საკუთარი ბიზნესის ეროზიის შეჩერებითაა დაკავებული.

 
 
 

Comments


MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page