top of page

რუსეთს ციმბირიდან ჯარები გამოჰყავს. ჩინეთი სტარტზეა

  • novaukraina.org
  • 1 дек. 2015 г.
  • 4 мин. чтения

ე. წ. მარაგთა კანონის მიხედვით, თუ კი სადმე რაიმე შეედინება, მაშინ საიდანღაც მისი გადინება ხდება.

ვრცელდება ინფორმაციები, რომ უკრაინის საზღვრისკენ და, ზოგადად, რუსეთის დასავლეთით ჯარების ციმბირიდან გადასროლა მიმდინარეობს - ძირითადად ბაიკალსიქითა ტერიტორიებიდან. საბჭოეთის დროს, ეს რეგიონი ჯარებით გახლდათ გამოტენილი. მრავლად იყო საგანგებოდ გამაგრებული რაიონები და სამხედრო ბაზები. ეს ჩინეთის საზღვრის სიახლოვითა და იმ მწარე გამოცდილებით იყო ნაკარნახევი, რომლის მიხედვითც ჩინელები „ძმათა“ კატეგორიიდან, ერთბაშად ინაცვლებდნენ „მტრის“ კატეგორიაში. საგულისხმოა, რომ მაშინ საბჭოთა არმია უპირისპირდებოდა ბევრად უარესად აღჭურვილ ჩინეთის სახალხო არმიას, რომლის ერთადერთი უპირატესობა ცოცხალი ძალის შეუზღუდავი რესურსი გახლდათ. საბჭოთა არმიის აბსოლუტურად ყველა შეიარაღება მთელი თაობით უსწრებდა ჩინეთისას, თვლიან ექპსერტები საქმის მცოდნენი. ამის მიუხედავად, საბჭოეთი კონფლიქტის სწორედ ამ სექტორში განვითარების შესაძლებლობას ძალიან სერიოზულად იყურებდა და ეს, პირველ რიგში, განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ბაიკალიდან შორეულ აღმოსავლეთამდე მოქმედებდა ერთადერთი სარკინიგზო ხაზი, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, ჯარებისა და სამხედრო ტვირთის გადასროლა იქნებოდა შესაძლებელი.

მოგვიანებით ბაიკალ-ამურის სარკინიგზო ხაზიც გაიდო, მაგრამ იი ისე არ მუშაობდა, როგორც იგეგმებოდა - მის გაყოლებაზე მრავლად იყო დროებითი ნაგებობები, რომელთა მოწესრიგებასა და სათანადო კონდიციებში მოყვანას, წლები ჭირდებოდა. არ დასცალდათ.

ფაქტობრივად, ჩინეთს ამ ორი სარკინიგზო ხაზის გადაჭრა სავსებით ჰყოფნის და ყველაფერი, რაც აღმოსავლეთითაა, თავადვე ჩაუვარდება ხელში. ამდენად, წესით ახლა უკვე საგრძნობლად მოდერნიზებული და თანამედროვედ შეიარაღებული ჩინური არმია რუსეთში ბევრად უფრო დიდ თავის ტკივილს უნდა იწვევდეს და მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არმიის გარდა, ჩინეთმა მთელი საზღვრისპირა ინფრასტრიქტურაც განაახლა. ახლა რუსეთის საზღვართან საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების მთელი ჯაჭვია განფენილი. ნებისმიერი სამხედრო გეტყვით, რომ სამანქანო გზების ერთ ნაწილს, მკვეთრად გამოხატული სამხედრო ხასიათი აქვს. ანუ, ახლა ჩინეთს უკვე რუსეთზე უკეთ აღჭურვილი და მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, ხოლო საზღვრისპირა კომუნიკაციები, საომარი მანევრებისათისაა მომზადებული.

ასეთ პირობებში, რუსეთი ვალდებულია, რომ თავის მხრივ რაიმე ადექვატური იქონიოს. სინამდვილეში კი სრულიად საპირისპირო რამ ხდება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბაიკალსიქითა ჯარების დაჯგუფება მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ამ სასაზღვრო მონაკვეთის დაცვამ, სრულიად მოშლილი ლოჯისტიკის პირობებში, წერტილოვანი ელფერი შეიძნა - რაც კი დარჩა, ერთ წერტილში მოაქუჩეს და ამით შესანიშნავ სამიზნედ აქციეს იგი..


მაგრამ ახლა, კიდევ უფრო საგულისხმო მოვლენები ვითარდება. ეს მცირერიცხოვანი დაჯგუფებებიც კი რუსეთის ევროპული ნაწილისაკენ იქაჩება. ამას შეგვიძლია ნებისმიერი რამ ვუწოდოთ, მაგრამ ის, რომ საზღვარი იხსნება, ცალსახაა.

არმიის უგუნური დასუსტება უკრაინას ძალიან ძვირი დაუჯდა. ამჟამად, რუსეთი სამხრეთ-აღმოსავლეთით ზუსტად იგივეს აკეთებს, ოღონდ უკვე თავის არმიასთან მიმართებაში. ერთი შეხედვით, ეს აბსურდს ჰგავს, მაგრამ ვითარების ახლოს გაცნობა, მისი გაგებისათვის რიგ ორიენტირებს იძლევა.

მაშ ასე - ამჟამად ციმბირსა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთში მოსახლეობის მასიური გადინების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. იქმნება პოპულაციური ვაკუუმი, ანუ ვითარება, როდესაც ადამიანებს აღარ ძალუძთ ავტონომიურად არსებობა, ხოლო ცენტრთან კომუნიკაცია კი, ფაქტობრივად, გადაკეტილია. და მართლაც, უბარლო ოჯახს, ჩიტადან მოსკოვში გამგზავრება მთელ დანაზოგად დაუჯდება. ამიტომაც, მიემგზავრებიან მხოლოდ ერთხელ - სამუდამოდ.

მათ კი, ვინც ჯერ კიდევ ადგილზეა, ისღა დარჩენიათ, მოერგონ ვითარებას და ისარგებლონ იმით, რაზეც ხელი მიუწვდებათ. ხელი კი მიუწვდებათ მხოლოდ და მხოლოდ ჩინური წარმოების საქონელზე, რომელმაც მთელი ბაზარი დაიკავა.

ჩინეთში გამგზავრება სულ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული ხდება. მეტიც, ჩინეთს აეროპორტიდან მოკოვში გადაფრენა ორჯერ და სამჯერაც კი იაფი ჯდება, ვიდრე, ვთქვათ, იგივე ჩიტადან ან ხაბაროვსკიდან.

ადამიანები კომერციულ ურთიერთობებს ჩინეთში აწყობენ და დასასვენებლადაც კი, იქით მიემგზავრებიან. ბევრმა ჩინეთში საცხოვრებელიც კი შეიძინა და შვილები, სასწავლებლად, მოსკოვსა და პეტერბურგში კი არ გაამგზავრა, არამედ ჩინეთში. ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში, ბევრი უკვე ჩინურადაც საუბრობს.

და ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც. რუსეთისა და ჩინეთის ხელისუფლებათა შედარებას მივყავართ დასკვნამდე - რუსეთის ხელისუფლებასთან ცხოვრება შეუძლებელია.

ასე რომ ხალხმა უკვე ასიმილაცია განიცადა და ჩინური ცხოვრების წესიც აითვისა.

მეორესმხრივ, ამ რეგიონის განვითარებიაში რუსეთი სრულ იმპოტენციას ავლენს. პროექტ „Сила Сибири“-ის სრული ფიასკო იმაზე მიუთითებს, რომ ციმბირული რესურსებით ვაჭრობა რუსეთს უკვე ტოპპოზიციებითაც აღარ შეუძლია. მეტიც, უკვე ცხადია, რომ მეტროპოლიას აღარც თუნდაც რაიმეს მოპოვების შნო აქვს. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა მეურნეობისა და ამ რეგიონის ეფქტური მართვის უნარიც დაკარგა.

ეს ობიექტური რეალობაა, ვინაიდან რაიმეს შეცვლა უკვე შეულებელია - თანხები არ არის. ინვესტორის მისაღები პირობებით მოზიდავ კი პრაქტიკულად გამორიცხული გახლავთ, რადგან პუტინის რუსეთში, ნორმალური ინვესტორი აღარასოდეს შევა.

მაგრამ იქ შევიდა აჩინეთი. და თანაც შევიდა ისე, როგორ შესვლასაც ვერცერთი ინვესტორი შეძლებდა. ჩინეთმა კონცესიით (50 წლით) უზარმაზარი ტერიტორიები აიღო - კერძოდ ისინი, რომლებიც ზემოხსენებულ სარკინიგზო ხაზებს კვეთენ.. თანაც, ამ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია აღარ მოქმედებს. გარდა ამისა, ჩინეთის დაჟინებული მოთხოვნის შესაბამისად, ამ ტერიტორიებს ჩინური კომპანიები აითვისებენ, დაასაქმებენ ჩინეთის მოქალაქეებს, რომელთაც ამ მათთან შეუფერხებელი წვდომა ექნებათ.

იურიდული ფაკულტეტის პირველკურსელიც კი, რომელიც საკონსტიტუცია სამართალს სწავლობს, ცალსახად გეტყვით, რომ საქმე გვაქვს რუსეთის ტერიტორიათა ნაწილის სუვერენიტეტის კარგავსთან.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამით შორეული აღმოსავლეთის ცენტრისგან სრული მოწყვეტა ხდება. ახლა ეს კომუნიკაციები ჩინეთის კონტროლის ქვეშაა. ანუ ტერიტორიათა ნაწილზე სუვერენიტეტი უკვე აღარ ვრცელდება - დანარჩენზე კი აღარ გავრცელდება უახლოეს მომავალში. მოსახლეობა ამისათვის უკვე მზადაა და ბევრი მათგანი, ჩინეთში გადასახლებასაც გეგმავს. ფაქტობრივად, ჩინეთი კალინინგრადთან დაკავშირებულ საბჭოთა ფოკუსს იმეორებს. ის 50 წლით იყო ოკუპირებული. მოგეხსენებათ, დასავლელემა მოკავშირეებმა გერმანიიდან ჯარები ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაიყვანეს, რამე თუ ოკუპაციის ვადა ამოიწურა. რუსეთი კი დღემდე ადგილზე ზის და მყარადაც.

ახლა იგივე ჩინეთმა ჩაატარა და რუსეთმა 49 წელი რომც იარსებოს, იქიდან ჩინეთის გაყვანა აღარ მოხერხდება,

ისე კი ყველაფერი ბევრად მარტივად იქნება. ხვდება რა, რომ რუსეთი უბრალოდ ვეღარ ახერხებს შორეული აღმოსავლეთისა და ციმბირის უმეტესი ნაწილის შენახვას, პუტინი, ხვალ ან ზეგ მაინც დაკარგავს მას და თუ კი ეს გარდაუვალია, მაშინ ეს მომგებიანად უნდა მოხდეს. იმის გათვალისწინებით, რომ კონცესიური გადასახედების ოდენობა ტირილამდე სიცილს იწვევს, ცხადი ხდება, რომ გადახდას პარალელური, ე. წ. შავი არხიც აქვს, რომელიც პირადად რამდენიმე თანამდებობის პირისკენაა მიმართული. ცხადია, იღებენ რანგის შესაბამისად და ყველაზე მსუყე ნაჭერი, პუტინისთვისაა განკუთვნილი. აღვნიშნავთ, რომ ჩინეთისათვის რიგი კუნძულებისა და მიწის შედარებით მცირე მონაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით, „კენჭები“ ჯერ კიდევ 10 წლის წინ ისროლეს. ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გააპროტესტა - დანარჩენები ფეხზე მდგარნი უკრავდნენ ტაშს.

კონცესია მეორე, მაგრამ არც თუ უკანასკნელი ნაბიჯია. შემდეგი შორეული აღმოსავლეთის ანექსია იქნება. ჩინელები „რბილი ძალის“ გამოყენების სპეციალისტები არიან და იმასაც კარგად ხვდებიან, რომ პუტინის გარეგნულად მტკიცე რეჟიმი, შესაძლოა ერთ დღესაც სრულიად მოულოდნელი გარემოებების გამო დაიმსხვრეს. ხელისუფლებაში კი, შესაძლოა, მოვიდეს ხალხი, რომელიც პუტინის ყველა გარიგებას ღალატად გამოაცხადებს და ჩინეთისგან მიწათა უკან დაბრუნების საკითხს დასვამს. ასეთი შესაძლებლობის დაშვების გამო, ჩინეთმა პუტინისგან იმ ტერიტორიათა დემილიტარიზაცია მოითხოვა, რომლებიც ანექსიას ექვემდებარება. პუტინს სხვა გზა არ აქვს. ერთადერთი ადგილი, სადაც მას გადატრიალების შემთხვევაში თავშესაფარის მიღება შეუძლია, სწორედ ჩინეთია. ამიტომაც, ის იძულებულია შეასრულოს პეკინის მოთხოვნები.

ამრიგად, ისედაც სისხლისგან დაცლილი მხარე, ჩვენს თვალწინ სრული დემილიტარიზაციას სტადიას გადის - ჯარები გაჰყავთ ათასობით კილომეტრის მოშორებით და ნებისმიერი საბაბით, რათა თავად სამხედროები არ მოეგონ გონს და ღალატში არ დაადანაშაულონ პუტინი. ასე რომ, მალე პუტინი მორიგ მსოფლიო ტიტულს მიიღებს. აქამდე ის ფლობდა პირველობას ნომინაციაში - ისტორიაში ბიუჯეტის ყველაზე დიდი გამფლანგავი და აქ მან არა მხოლოდ ცნობილი ხაზინის ქურდები ჩამოიტოვა, არამედ უბრალოდ უმდიდრესი ხალხიც - „მუხლჩაუხრელი“ შრომის შედეგად მოპოვებული 250 მილიარდმა დოლარმა ის უბრალოდ ყველასთვის მიუწვდომელი გახადა.

ახლა კი ის ემზადება გახდეს მმართველი, რომელმაც ქვეყნის ყველაზე დიდი და მდიდარი ტერიტორია გაანიავა ხოლო თუ კი ტერიტორია, რომელსაც ჩინეთი დაითრევს, ალიასკაზე დიდი აღმოჩნდება, რუსეთს თავისუფლად შეეძლება იამოყოს თავისი დიადი შვილით - ასეთი მრავალმხრივი ნიჭი, ისტორიას ჯერ არ უნახავს.

 
 
 

Комментарии


MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page