top of page

პოლონეთი გეოპოლიტიკური ეგოიზმის წინააღმდეგ

  • ალექსანდ კუშნარი
  • 30 нояб. 2015 г.
  • 3 мин. чтения

ჯერ კიდევ ზაფხულში, ვარშავის სამიტამდე რამდენიმე ხნით ადრე, მკაფიოდ ითქვა, რომ პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსებისათვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არაა და სამიტზე ამ გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება. ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლიდინგტონმა პოლონურ „Rczeczpospolita“-ს მაშინ განუცხადა, რომ მას კარგად ესმის პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების, მაგრამ, „რეალობა ისაა, რომ რეგიონში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, NATO-ს შეთანხმების მიღწევა ძალიან გაუჭირდება" და პირველ რიგში ამ საკითხისადმი საფრანგეთისა და გერმანიის „ცხადი და ღია პოზიციის" გამო. ლიდინგტონის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ის სწორედ იმ ქვეყნის პოზიციას ახმოვანებდა, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. არადა, სწორედ ალიანსის მუდმივი სამხერდო ბაზები გახლდათ ისისაა არჩეული პრეზიდენტის, ანჟეი დუდას ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო პოსტულატი.

გერმანია, როგორც ამ პოლონური იდეის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, მიიჩნევდა, რომ რუსეთს ამის გამო გაღიზიანება არ ღირს და მეტიც, ის ნატო-რუსეთის კომისიის მუშაობის განახლებას ლობირებდა. და მართლაც, ვარშავის სამიტმა მოსალოდნელი სცენარით ჩაიარა. თუმცა, პოლონეთის ხელისფლებამ იმთავითვე განაცხადა, რომ მოთხოვნის დავიწყებას არ აპირებს და კვლავაც ინტენსიურად აპირებს მის პერმანენტულ დაყენებას. ასეც მოხდა./ tbilisievening.com

პოლონეთი აპირებს, რომ NATO-რუსეთს შორის, პარიზში, 1997 წელს გაფორმებული „ურთიერთობის, თანამშრომლობისა და უსაფრთოების" აქტის გაუქმებას მიაღწიოს. პოლონეთის მთავარ მიზანს მის ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო ბაზების მუდმივი განთავსება წარმოადგენს, რაც მოსკოვის აზრით, ზემოხსენებულ დოკუმენტს ეწინააღმდეგება. შესაბამისი გადაწყვეტილების პედალირებას პოლონეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიტოლდ ვაშჩჟუკოვსკი ახდენს. წინა კვირაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ის დაბეჯითებით მოითხოვდა ამ შეთანხმების გაუქმებას, რადგან მისი აზრით, ის ალიანსის ძველ და ახალ წევრებს შორის „არათანასწორობას“ ქმნის.

ამ აქტის თანახმად, ნატოს ძველი წევრებს „არ აქვთ არვითარი სურვილი, გეგმა და მიზეზი იმისა, რომ ახალ წევრთა ტერიტორიებზე, რომელსაც ექსკომუნისტური პოლონეთიც მიეკუთვნება, ბირთვული შეირაღება განალაგონ. რუსეთი ამ ნორმას ე. წ. გაფართოების პრიზმაში განიხილავს და გადაჭრით აცხადებს, რომ ნორმატიული აქტი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუდმივი ბაზებისა და ჯარების განლაგებასაც გამორიცხავს. გაზეთ „Gazeta Wyborcza“-ს კითვაზე, სურს თუ არა მას 1997 წლის შეთანხმების გაწყვეტა, ვაშჩჟუკოვსკიმ დადებითდ უპასუხა. „დიახ, ეს შეთანხმება პოლიტიკური ხასიათისაა, იურიდიულ ვალდებულებას არ წარმოადგენს და სხვა საერთაშორისო კონტექსტის პირობებშია გაფორმებული" - აღნიშნა მან და დაამატა, რომ ვარშავა ბლოკის ყველა წევრითვის - ძველებისა და ახლებისთვისაც - უსაფრთხოების თანაბარ დონეს მოითხოვს. „ნატოს არ შეიძლება უსაფრთხოების ორი დონე გააჩნდეს, კერძოდ: ერთი, დასავლეთ ევროპისათისათვის ამერიკული ჯარების მონაწილეობით, ხოლო მეორე - პოლონეთისათვის - ამ შემადგენლობის ელემენტების გარეშე. პოლონეთი რუსეთის მეზობელია და ამიტომაც ვსაუბრობთ ამის შესახებ". - ბრძანა მან და ბოლო ათწლეულში მოსკოვის მზარდ აგრესიაზე მიანიშნა, რომლის გამოც მან შვიდ წელიწადში მსოფლიოს სხვა და სხვა ნაწილში სამი ომი გააჩაღა - საქართველოს, უკრაინისა და ახლა, უკვე სირიელი ამბოხებულების წინააღმდეგ. ვაშჩჟუკოვსკი საკვანძო ფიგურაა პარტიისა „სამართალი და სამართლიანობა“, რომელმაც ყოფილი პრემიერმინისტრის, იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, სახელი გაითქვა, როგორც ძალამ, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ხისტი პოზიციით გამოირჩვა. ეს პარტიული ხაზი კიდევ უფრო მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მოსკოვმა უკრაინაში ჰიბრიდული ომი წამოიწყო. განვმარტავთ, რომ ამ მოვლენათა ფონზე, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ანჟეი დუდამ 2015 წლის მაისსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 53% აიღო, ხოლო სეიმის არჩევნებში, ორგანიზაციამ ხმათა 37.6 %, ანუ 460 მანდატიდან, 235 მოიპოვა. ამან კი მას ერთპარტიული მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა მისცა, რაც ქვეყნის პოსტკომუნისტურ ისტორიაში, პირველად მოხდა. ამდენად, პოლონეთის მთელი ხელისუფლება ახლა პროამერიკული და ანტირუსულია. ვაშჩჟუკოვსკიმ გერმანიის პოზიცია გააკრიტიკა, რომელიც პოლონეთში ჯარების განთავსებით, რუსეთის გაღიზიანებას უფრთხის. „გერმანელები შიშობენ, რომ ეს (1997 წელს გაფორმებული შეთანხმების გაუქმება - რედ.) რუსეთთან ურთიერთბებს დაძაბავს. პასუხად, ჩვენ ვკითხულობთ: ვისი კომფორტი უფრო გაღელვებთ - ნატოელი მოკავშირისა და ევროკავშირის წევრისა თუ იმ სუბიექტის, რომელიც მესამე ომს აწარმოებს - ჯერ საქართველოსთან, შემდეგ უკრაინასთან ახლა კი უკვე სირიაშიც?" პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი 1999 წელს პირველნი იყვნენ ყოფილ კომუნისტურ ქვეყანათა შორის, ვინც გახდა წევრი ალიანსისა, რომელიც იმთავითვე შეიქმნა, როგორც სსრკ-ს წინააღმდეგ დასავლეთის თავდაცვითი კავშირი. მოგვიანებით ალიანსში კიდევ 12 რესპუბლიკა გაწევრიანდა, რამაც გამოიწვია კრემლის ნეგატიური რეაქცია - იქ დიდი ხანია დაბეჯითებით ეწინააღმდეგებიან ალიანსის გაფართოებას. აღვნიშნავთ, რომ სექტემბერში პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ, პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის ჩრდილოეთში ამერიკული სარაკეტო ბაზის განთავსებას, რაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტია. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ნატოს, რომ მან აღმოსავლეთ ევროპაშიც შექმნას ბაზები.

 
 
 

Comments


MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page