პუტინის შინაგან სამყაროში მომხდარი ზოგიერთი ცვლილების შესახებ
- იგორ იაკოვენკო
- 29 нояб. 2015 г.
- 3 мин. чтения

პუტინი გაცოფებულია. ამიტომაც, ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ყველაფერს არა, ცხადია, მაგრამ ბევრს, და ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავხედოთ იმ ბინდს, რომელიც მის თავში ისადგურებს. ცუდად ჩანს - ეს ხომ ბინდია - მაგრამ მისი სიშლეგის ნაპერწკლის წყალობით, ცალკეული დეტალების გარჩევა მაინც ხერხდება. ოლანდთთან შეხვედრის შემდეგ, პუტინმა კვლავაც გახსნა თავისი შინაგანი სამყაროს სარკმელი და იქაური მკრთალი, მოსაწყენი პეიზაჟების ხილვის შესაძლებლობა, ყველა მსურველს მიეცა. სიცრუე, როგორც არსებობის ფორმა - უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ერთია, როდესაც უარყოფ რაღაცას, რისი არსებობაც თუნდაც რაიმე მტკიცებულებას მოითხოვს. მაგალითად, როდესაც პუტინი მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებას უარყოფს, მას შეუძლია აიფაროს ის მოცემულობა, რომ საერთაშორისო გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არც დამნაშავეთა სახელობითი მხილება მომხდარა. ბოლო დროს, ის ცრუპენტელობის ახალ დონემდე ავიდა - ის ახლა საზეიმო სითავხედით ცრუობს და დემონსტრაციულად უარყოფს იმას, რაც, ფაქტობრივად, არავითარ მტკიცებულებათა არსებობას არ საჭიროებს. კითხვაზე, აღიარებს თუ არა, რომ ხელისფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ასადი საერთო მიზნების მიღწევას უშლის ხელს, ის პასუხობს:
- სახმელეთო ოპერაციის გარეშე, სირიაში ტერორიზმთან ბრძოლა შეუძლებელია. ხოლო „ისლამურ სახელმწიფოს“, „ჯაბხატ ან-ნუსრის“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად, სირიის სამთავრობო ძალების გარდა, სხვა ძალა დღეს არ არსებობს. ციტატის დასასრული.
მთელმა მსოფლიომ იცის, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ქურთები ებრძვიან. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიელი თურქმანები იბრძვიან. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიის თავისუფალი არმია ებრძვის. ისინი ეწინააღმდეგებიან მათაც და ასადსაც. პუტინი ცრუობს და თან ისე, რომ შესანიშნავად იცის - ის, ვისაც ის ატყუილებს, ხვდება, რომ ატყუილებენ. სიცრუდიან, როგორც არსებობის ფორმიდან, პუტინმა გადაინაცვლა სიცრუისკენ, რომელიც იქცა მისი პოლიტიკის ერთგვარ ბაირაღად, მის სავიზიტო ბარათად. კითხვაზე, თუ რატომ ბომბავს ის სირიის იმ ტერიტორიას, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ კვალიც კი არსადაა, პუტინი პასუხობს: - ჩვენ ახლა თურქეთის ახლობელ, მავან ტომთა შესახებ გვესმის - თურქმანები და ასე შემდეგ.. პირველ რიგში, ჩნდება კითხვა, რას აკეთებენ ამ ტერიტორიაზე თურქული ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელბიც თავად ხვდებიან ფოტოკამერათა ობიექტივებში და თავადვე ფენენ საკუთარ თავს სხვა და სხვა ქსელში. მეორე - რას აკეთებენ ამ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან წასული პირები, რომლებიც რიგ დანაშაულთა გამო, ჩვენთან ძებნაში გახლვან და რომლებიც დანამდვილებით განეკუთვნებიან საერთაშორისო ტერორისტთა რიცხვს. ჩვენი სამხედროები ამ კვადრატში მუშაობდნენ საიმისოდ, რომ ამ ადამიანთა რუსეთს ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობა აღეკვეთათ. აქ, შედევრი ესაა - „თურქეთის ახლობელი მავანი ტომები - თურქმანები და ა. შ.“.
საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნებოდა პუტინს, თუ კი სხვა ქვეყნის ლიდერი კბილებში გამოცრიდა „რუსეთის ახლობელი მავანი ტომები.. რუსები და ასე შემდეგ“-ო.. სირიელი თურქმანები, ცხადია, გაცილებით ნაკლებნი არიან, ვიდრე რუსები და, გარდა ამისა, მათ არ აქვთ ატომური ბომბი, რაც, როგორც ჩანს, პუტინს აძლევს უფლებას, რომ სირიაში რაოდენობრივად მესამე ადგილზე მყოფი ეს ხალხი, რომელსაც ჰყავს მეცნიერები, სამხედროები, კულტურის მოღვაწენი და პოლიტიკოსები, მოიხსენიოს, როგორც „მავანი ტომი".
ამ რეპლიკით, პუტინმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ საკუთარი ინტერესების გარდა, მას არ ძალუძს და არ სურს გაიგოს და მიიღოს სხვათა ინტერესების არსებობა.
როდესაც ის რუსეთს სახელით აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ყველა სისხლით ნათესავს დაიცავს, ეს მას ნორმალური ჰგონია. ხოლო როდესაც თურქეთი მეათასეჯერ სთხოვს, რომ არ დაბომბოს თურქთა მონათესავე თურქმენები, პუტინი „მავან ტომთა“ შესახებ სისინებს. რაც შეეხება რუსეთიდან წასულ „საერთაშორისო ტერორისტებს“, აქ აბსურდი გაცილებით წონადია. რა გამოდის - თუ კი ვიღაც საერთაშორისო ტერორისტი აღმოჩნდება „კვადრატში“ სახელწოდებით „ქალაქი მოსკოვი“, ეს მესამე ქვეყანათა სამხედრო მოსამსახურეთ ამ „კვადრატში მუშაობის უფლებას აძლევს? ნეტა თავად თუ მიხვდა რა თვა? ის, რომ ჩვენს ოსტაპს გარეკილი აქვს, უკვე სამედიცინო ფაქტია. ისიც ცხადია, რომ ის არ გაჩერდება.
მსოფლიო ლიდერების მასთან დიალოგი, კაცბრიობის ინტერესთა ღალატია და ეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელი უნდა იყოს.
პრობლემა ისაა, რომ მსოფლიო ლიდერთა შორის, არავინაა ისეთი, ვინც ნაბიჯის გადამდგმელია, ვისაც გადაწყვეტილების მიღების შნო აქვს. ყველა მათგანი დინებას მიყოლას ამჯობინებს იმის იმედით, რომ ერთხელაც იქნება და, ეს უსიამოვნება, რომელიც მოსკოვის კრემლშია კონცენტრირებული, თავისით გაიწოვება და პუტინიც, რაღაცნაერად, თავისით, ყველაფერს უკან დააბრუნებს.
მსოფლიო ლიდერთაგან ვერც ერთი დამოუკიდებლად ვერ მიდის იმ დასკვნამდე, რომ ცვლილებათა გამოწვევა მხოლოდ პუტინის ხისტ ფსიქოლოგიურ, მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას შეუძლია. პუტინის გონებაში არა - აქ უკვე ყველაფერი შეუქცევადია. აქ საუბარია პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების რაღაც ნაწილიზე, რომლისთვისაც ცხადი გახდება, რომ პუტინით კისერდამშვენებული რუსეთის ამ გზით შემდგომი მოძრაობა, თითოეული მათგანისთვის არც თუ სასიამოვნო პერსონალურ შედეგებს გამოიწვევს.
მსოფლიო ლიდერები ამ დასკვნამდე თავისით ვერ მივლენ, რადგან წვრილფეხანი არაიან და მხდალნი. აი ამერიკისა და ევროპოს სამოქალაქო საზოგადოებას კი აშკარად შესევს იმის ძალა, რომ აიძულოს ისინი შეითვისონ აღნიშნული აზრი.
მთავარია ამერიკისა და ევროპის სამოქალაქო საზოგადებამ მოინდომოს ეს.
Comments