top of page

აფთრებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს - რუსეთთან ენის მოჩლექას აღარავინ აპირებს

  • ოლეგ ლეუსენკო
  • 28 нояб. 2015 г.
  • 4 мин. чтения

ახალი მსოფლიო წესრიგი აიგება რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ნანგრევებზე და რუსეთის ხარჯზე ბზიგნევ ბჟეზინსკი

ბევრისთვის, პუტინის ჰიბრიდულ ომებთან დაკავშირებით, დღეს უკვე არა ერთი რამაა ცნობილი. ამ ომებმა ყველას თავი მოაბეზრეს და კრემლის პატრონს საკუთარი ადგილი მიუჩინეს. ნორმალური ქვეყნები კოლეგიალურად მივიდნენ დასკვნამდე, რომ კრემლმა წესიერების ყველა ზღვარი გადალახა და მას ენას აღარავინ მოუჩლიქავს. როგორც ყოველთვის, პუტინმა ახლაც ვერ შენიშნა ის მომენტი, რომლის შემდეგაც, მისი ყველა თამაში მასვე ურახუნებს კეფაში. ასე იყო მისი „ენერგეტიკული სუპერსახელმწიფოს“ დროს და ახლაც, იარაღის „რუსკიმირული“ ჟღარუნის პირობებშიც. დღეისათვის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაამსხვრია პუტინისეული კონსტრუქცია მოტივით „ეს ჩვენ არ ვყოფილვართ“.

ანუ, მას )პუტინს) თავიდანვე სწამდა, რომ უკრაინაში შეჭრისას, რუსებს არავინ ესვროდა, რადგან არსებობს „ტოპოლი“, „ისკანდერი“ და სხვა ამგვარები. ომის დასაწყისში ზანტი წინააღმდეგობის ერთ-ერთი მიზეზი ატომური იარაღის გამოყენების მუქარა გახლდათ, რაზეც მოგვიანებით პუტინმა გახმაურებულ ინტერვიუშიც ისაუბრა. იდეა ის გახლდათ, რომ ჩანასახშივე მომსპარიყო წინააღმდეგობის გაწევის ნებისმიერი სურვილიც კი, მაგრამ შემდეგ პუტინს პოპულარულ ენაზე აუხსნენს, თუ რად შემოუტრიალდებოდა ეს მას და მანაც, თემა ჩაფარცხა. ამ დროს კი, უკრაინელმა მეომრებმა, გირკინის ტერორისტებისგან პირველი დანაკარგები იწვნიეს, ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს და რუსეთის „გზააბნეული“ არმია იქცა მტრად, რომელიც უნდა განადგურდეს. ამ მომენტიდან, ნებისმიერი უკრაინელისათვის, უკრაინაში მისული შეიარაღებული რუსის საუკეთესო მდგომარეობა, დასამარხად გამზადებული გახლავთ.

მაგრამ აქ პუტინმა მანევრი განახორციელა და ზურგი აქცია ყველას, ვინც უსიამოვნებაში გაეხვა ან დაიღუპა. სინამდვილეში, ეს გაკეთდა საიმისოდ, რომ თავის მოქალაქეთა თვალში რაღაც გამართლება მოეძებნა იმისა, თუ რატომ დაიხოცა რუსეთს ათასობით მკვიდრი და რატომ არ აამოქმედა კრემლის მეპატრონემ მთელი არმია. მოხერხებული პოზიციაა, თუმცა მხოლოდ დროებით. არაოფიციალური საომარი თამაშები გრძელდება, ხოლო ვითარება კი მიმწყვდეულია იმ ბარიერთან, რომლის მიღმაც რუსული არმია ლეგალურად იმყოფება. პუტინის დამქაშები სირიაში თითქოს ლეგალურად გადაისროლეს, თუმცა თავიდან არც თუ მკაფიო ამოსაცნობი ნიშნებით. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ რუსული შეიარაღებული ძალების ტაქტიკური ნიშნები გარშემომყოფთ მუხლებს აუკანკალებდა და ცოტა თუ გაუბედავდა ბირთვულ მონსტრს შეტევას. მაგრამ სირიელ ამბოხებულებს პირობითობები ფეხებზე ჰკიდიათ და ნელ-ნელა დაიწყეს კიდეც რუსი ვანიების ცელვა.

რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებით, პირველი ინციდენტი ერთი თვის წინ მოხდა. მოვლენები ღამით განვითარდა და თურქეთის ტერიტორიაზე განადგურებული თვითმფრინავი, სირიაში ჩავარდა. პილოტები გამოიყვანეს, ხოლო ოფიციალური დადასტურება არავის მოუხდენია. არაოფიციალურად, ამას თურქი სახმედროები და ადგილობრივები ადასტურებდნენ. რუსეთი გამწვავებაზე არ წავიდა, თურქეთმაც, დუმილი ამჯობინადა პასუხად, ანკარაში ჰიბრიდული ტერაქტი მიიღო. კრემლში დამშვიდდნენ, რადგან კონსტრუქცია - სისხლი სისხლის წილ - პუტინს სავსებით აწყობდა.

წითელი ხაზი, ფორმალურად, არავის გადაუკვეთია. თურქეთი იმედოვნებდა, რომ ტრაგედიის განმეორების შიშით, რუსეთი შეწყვეტდა მისი საჰაერო სივრცის დარღვევას და ამიტომაც შეინარჩუნა დუმილი. მაგრამ რუსებს დაწყნარება აზრადაც არ გაუვლიათ და აგრძელებდნენ თურქეთის ცაში „ბოდიალს“ მთელი ეს დრო ანკარა NATO-სთან კონსულტაციებს გადიოდა. იქ, აზრები ორად გაიყო: საფრანგეთსა და გერმანიას მიაჩნდათ, რომ რუსეთთან ისედაც სავალალო ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება, არ ღირდა. აშშ და ბრიტანეთი კი თვლიდნენ, რომ პუტინისთვის თავის მოქონვა შედეგს არ მოიტანდა.

ასე რომ რუსული თვითმფრინავები აგრძელებდნენ თურქეთის საჰაერო სივრცის პროვოკაციულ დარღვევებს. თავისი ავიაგამანადგურებლები თურქებმა მრავალჯერ ასწიეს ჰაერში და რუსეთიც ათასჯერ გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტა მათი საჰაერო სივრცის დარღვევა რუსები ამ გაფრთიხლებათა იგნორირებას ახდენდნენ - მეთოდურად და თანმიმდევრულად, ისევე, როგორც ამას სხვა ქვეყანათა საჰაერო სივრცის დარღვევისას აკეთებენ. ყველგან ერთი მოცემულობა ფიგურირებს: „და რა, ამის გამო ცეცხლს გაგვიხსნით?“ ამ ვითარებას სრულიად დამოუკიდებელი წყაროები ადასტურებენ. მაგალითდ, ლიბიური ავიაკომპანიის ერთ-ერთი პილოტის ინტერვიუც კმარა, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა და რომელშიც პილოტი ადასტურებს თურქი მფრინავებისა და რუსეთის სამხედრო ავიაციის რადიომოლაპარაკებათა აავთენტურობას. მეტიც, ამ მოლაპარაკებათა ნაწილი მან საკუთარ კაბინაში არსებული მოწყობილობის მეშვეობით ჩაიწერა კიდეც. ის ირწმუნება, რომ თითქმის ყოველი ფრენისას ესმის ამ სახის საუბრები. ანუ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაცია მეთოდურად და ყოველდღიურად იჭრებოდა უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში, რითაც თურქეთის სამხედროთა პროვოცირებას ახდენდა.

ამჯერად, რუსები თურქეთს მოსაზღვრე მშვიდობიან დასახლებას ბომბავდნენ. ეს უხეში შეცდომა გახლდათ. მას მერე, რაც ცნობილმა Су-24-მა პირველი წრე დაასრულა, ის თურქეთის საჰაერო სივრცეში საბრძოლო აღჭურვილობით დატვირთული შეიჭრა. ანუ სამხედრო თვითმფრინავმა, საბრძოლო აღჭურვილობით ორიოდ წუთის წინ სირიის თურქული დასახლება დაბომბა და შემდეგ, თურქეთის ტერიტორიაზეც შეფრინა. სწორედ ამან დაღუპა.

აქ მნიშვნელოვანია, რომ თურქებმა დანამდვილებით იცოდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა საფრენი აპარატი. ეს ნიშნავს, რომ მათ გადაკვეთეს წითელი ხაზი და გაანადგურეს რუსეთის დროშით მფრინავი საბრძოლო ტექნიკა. ანუ, თურქეთმა „ტოპოლებსა“ და „ისკანდერებსაც“ მიაფურთხა, მერკელსაც, თავისი ოლანდით და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ასე რომ ფსიქოლოგიური ტაბუ მოხსნილია. და ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთთან სწორედ ასე მოქმედებაა საჭირო. დაყვავება და მოლაპარაკებები უსარგებლოა. მეტიც, NATO-ს ქვყნებმა, რომელბიც უკვე დაიღალნენ რუსული ჯართის მათ საზღვრების სიახლოვეს ფრენითა და ზოგჯერ საზღვრებში შეჭრითაც, ახლა უკვე დანამდვილებით იციან, როგორ უნდა იმოქმედონ. ისინი ხედავენ, რომ რუსული ბლეფი იოლად იშიფრება. ახლა უკვე ნათელია, რომ რუსი სამხედროების განადგურება შესაძლებელი და საჭიროცაა მაშინ, როდესაც ისინი უკანონობას ჩადიან.

გარდა ამისა, პუტინის სრულიად არაადექვატურმა რეაქციამ, სადაც ის ბოდიშის მოხდასა და კომპენსაციას ითხოვდა, უკვე მეორე წითელი ხაზი გადაკვეთა - რუსი ლიდერის პირადი ავტორიტეტი. აქ მან ფსონად თავისი მაჩოს რეპუტაცია დადო და ეს სვლა უმალვე გაიჭრა, რადგან უსინათლოსათვისაც ცხადი შეიქმნა, რომ ამ ძველისძველ და ობმოკიდებულ ბებრუხანას, არაფერი აქვს საერთო მაჩოსთან. ერდოღანმა საყოველთაოდ ცნობილი მიმართულებით პუტინი სავსებით კულტურულად და დიპლომატიურად გააგზავნა და დადო პირობა, რომ ამიერიდან, ყველა გზააბნეულ რუსულ თვითმფრინავს ჩამოაგდებს.

ამასობაში, თურქეთში ჩრდილო-ატლანტიკური ავიაციის გადასროლა მიმდინარეობს. და აქ რამდენიმე ფრიად საინტერესო ასპექტია. პირველი ის გახლავთ, რომ საუდის არაბეთის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა ისრაელის მიერ სირიის იმ საწყობებიზე მიტანილი იერიშის შესახებ, სადაც ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი C-300 ინახებოდა. მათი მტკიცებით, აღნიშნული კომპლექსები აღდგენას აღარ ექვემდებარება. ეს იმასთან მიმართებაში, რომ რუსეთმა სირიის სანაპიროსთან სარაკეტო კრეისერი „მოსკოვი“ მიაყენა და დაიქადნა, სირიის საჰაერო სივრცეს ჩავკეტავო.

უნდა აღინიშნოს, რომ უფრო თანამედროვე, C-400 სისტემის კომპლექსების სირიაში რუსულ ავიაბაზაზე განთავსება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დადასტურდა. როგორც ჩანს, ეს C-400 და უკვე განადგურებული C-300 განკუთვნილი იყო საიმისოდ, რომ მოკავშირეთა ავიაციას სირიის საჰაერო სივრცე დაეტოვებინათ - მეამბოხეებს ხომ ავიცია არ ჰყავთ. NATO-ს რეაქციამაც არ დააყოვნა და ცხელ წერტილში უკვე იგზავნება როგორც EA-18 Growler ტიპის ავიაცია, ასევე შესაბამისი საზღვაო საშუალებები. ისრაილის მიერ სირიის ცაში განხორციელებული საჰაერო რეიდებით თუ ვიმსჯელებთ, მათ არამც თუ ვერ აგდებენ, არამედ მათი აღმოჩენაც კი უჭირთ. როგორც ჩანს, დასავლური ტექნოლოგიები უკვე ახერხებენ, რომ სრულად და ზედმეტი პრობლემების გარეშე ჩაახშონ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები. ზემოთქმული ადასტურებს, რომ პუტინისა და მოგვიანებით კი ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებათა შემდეგ, ყოველივე სრულად ახალ წითელ ხაზთან შეჩერდა. NATO-ს აქტივობები კი ცხადყოფს, რომ მისი გადაკვეთა არც ისე შორსაა. ანუ უკვე არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ცოფიანი რუსული ვირთხა თავისივე სოროში უნდა შედენონ და გარს შემოეხვიონ, რათა ის საკუთარ ნარწყევშივე იხარებოდეს. ამ მიზნის მიღწევისათვის, მისი არმიის მისივე საზღვრებსგარეთ განადგურებისგან ტაბუ უკვე მოხსნილია. ჯერ საზღვრებსგარეთ განადგურებისგან.

 
 
 

Comments


MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page