მტერი
- კოტე ნიშნიანიძე
- 15 июл. 2015 г.
- 2 мин. чтения

ამ სისხლიანი ტირანის აპოლოგეტებმა გვარიანად დამღალეს, ხოლო ამ „დიდი ქართველის“ სიდიადის დამადასტურებელი კრეტინული არგუმენტები ისეთი ნერვებმომშლელია, რომ რით აღვწერო, არც კი ვიცი. აი, რას წერდა ერთ-ერთ შრომაში საქართველოს „ჭეშმარიტი“ შვილი, რომელმაც სამშობლოში სამხედრო, სამეცნიერო და შემოქმედებითი საზოგადოება გაწყვიტა, მშრომელი და დოვლათის შემქნელი ადამიანი ამოძირკვა, ან მანქურთად აქცია და საჯიშე ქართველობას (700.000 ჯან-ღონით სავსე მამაკაცი) სხვის ომში უკრა თავი, რითაც ერის გენოფონდს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა „საქართველოს აქვს თავისი პორტი - ბათუმი, სადაც მოედინება დასავლური საქონელი; საქართველოს აქვს ისეთი სარკინიგზო კვანძი, როგორიცაა ტიფლისი, რომელსაც ვერც სომხები და ვერც აზერბაიჯანელები, რომლებიც ასევე ბათუმიდან მარაგდებიან, ვერ აუქცევენ გვერდს. საქართველო რომ ცალკე რესპუბლიკა იყოს, ის რომ ამიერკავკასიის ფედერაციაში არ ირიცხებოდეს, მას თავისუფლად შეეძლებოდა პატარა ულტიმატუმი წაეყენებინა ერევნისთვის, რომელსაც არ ძალუძს უტიფლისობა და ბაქოსთვისაც, რომელსაც არ ძალუძს ბათუმის გარეშე. ეს გარკვეულ მოგებას მოუტანდა საქართველოს. და სულაც არაა შემთხვევითი, რომ საყოველთაოდ ცნობილი, სასაზღვრო კორდონებთან დაკვაშირბული ველური დეკრეტი, სწორედ საქართველოში შეიმუშავეს. ახლა ამას სერებრიაკოვს აბრალებენ. დავუშვათ. მაგრამ ეს დეკრეტი ხომ საქართველოში დაიბადა და არა აზერბაიჯანსა ან სომხეთში?
გარდა ამისა, არის სხვა მიზეზიც. ტიფლისი - საქართველოს დედაქალაქია, მაგრამ მასში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა არ აღემატება 30%-ს, ხოლო სომხებისა, არანაკლებ 35 პროცენტია. შემდეგ კი სხვა დანარჩენი ეროვნების მოქალაქენი მოდიან. ესეც, თქვენი საქართველოს დედაქალაქი.
საქართველო რომ ცალკე რესპუბლიკას წარმოადგენდეს, აქ შეილებოდა მოსახლეობის რაღაც გადაადგილებების განხორციელება, - მაგალითად, სომხებისა თბილისიდან. ხომ მიიღეს საქართველოში ცნობილი დეკრეტი ტიფლისში მოსახლეობის „რეგულაციის“ შესახებ, რომელზეც ამხანაგმა მახარაძემ განაცხადა, არ იყო სომეხთა წინააღმდეგ მიმართულიო.
მხედველობაში იყო მოსახლეობის გარკვეული გადაადგილება, რის შედეგადაც, წლიდან წლამდე დაიკლებდა ტიფლისის სომეხთა რაოდენობა და გაიზრდებოდა ქართველებისა. და ამგვარად, ტიფლისი იქცეოდა საქართველოს ნამდვილ დედაქალაქად. მე ვუშვებ, რომ გასახლების შესახებ დეკრეტი მათ გააუქმეს. მაგრამ მათ ხელთ უამრავი საშუალებაა, არა ერთი ისეთი მოქნილი ფორმაა, - მაგალითად „განტვირთვა“, - რომელთა მეშვეობითაც, ინტერნაციონალიზმის მოჩვენებითი შენარჩუნებით, საქმე ისე მოეწყობა, რომ სომხობა ტიფლისში სულ უფრო ცოტა დარჩეს.
აი, ეს გეოგრაფიული ხასიათის უპირატესობებია, რისი დაკარგვაც არ სურთ ქართველ „უკლონისტებს“ - არ სურთ ის არც თუ მომგებიანი მდგომარეობა ტიფლისში, სადაც ქართველები, სომხებთან მიმართებაში, უმცირესობაში არიან. და ჩვენს „უკლონისტებს“ ფედერაციასთან ბრძოლას აიძულებენ.
მენშევიკები უბრალოდ ასახლებდნენ სომხებსა და თათრებს ტიფლისიდან. ახლა კი, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, გასახლება აკრძალულია, და ამიტომ, ფედერაციიდან გასვლაა საჭირო. და მაშინ იქნება იურიდიული შესაძლებლობები, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ ზოგიერთი ასეთი ოპერაცია, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ქართველთა მომგებიანი მდგომარეობა, მთლიანად აზერბაიჯანისა და სომხეთის საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. და როგორც რეზულტატს, მივიღებთ ქართველთა პრივილიგირებულ მდგომარეობას ამიერკავკასიაში. ამაშია მთელი საფრთხეც.
შეგვიძლია კი ჩვენ, ნაციონალური მშვიდობის ინტერესების იგნორირებით შევქმნათ ვითარება, სადაც საქართველო, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან შედარებით, პროვილიგირებულ მდგომარეობაში იქნება? არა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ!“ ასე რომ, ამ გველის წიწილის ძეგლები თუ ბიუსტები მოაშორეთ და პირველ რიგში, გორიდან. ის რაღაც ქოხი კი, თუ გინდათ, იდგეს - ტურისტების ინტერსს იწვევს. შემოსავალი კი ქველმოქმედებას მოხმარდეს.რეპრესირებულთა ოჯახებს გადაეცემა, უპატრონო ბავშთა სახლს თუ რას, არ ვიცი - მოსაფიქრებელია, მაგრამ ერთი კია - ეს რომელიმე ფუნქციონერის თუ ვინმე აქტივისტის კეთილი ნების გამოხატულება კი არა, იურიდიულად გაფორმებული რამ (აქტი, დეკრეტი, გადაწყვეტილება, ოქმი..) უნდა გახლდეთ.
Comentarios