top of page

ირანული გარღვევა

  • კოტე ნიშნიანიძე
  • 14 июл. 2015 г.
  • 2 мин. чтения

მოლაპარაკებები, რომლებიც თითქმის ათ წელს მიმდინარეობდა, შეთანხმებით დასრულდა - „ექვსეულმა“ და ირანმა გააფორმეს დოკუმენტი, რომელიც ირანის ატომურ პოტენციალს სრულიად გამჭირვალეს ხდის, პროგრამას კი 10 წლით აჩერებს. შეიძლება ითქვას, ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ წინსვლისა, რომელიც, რამდენიმე ხნის წინ, ამ სანავთობო გიგანტის იზოლაციიდან გამოსვლის კუთხით დაფიქისრდა. ამ „შემსუბუქების“ გამოძახილია ისიც, რომ სულ ახლახანს, გაუქმდა კიდევ ერთი სანქცია და ირანული ბანკები SWIFT-ის სისტემაში დაბრუნდნენ. - საერთაშორისო გადარიცხვების გზა, ხსნილია. ამ გადაწყვეტილებათა რეალიზაცია, სრულიად შეცვლის სანავთობო ბაზრის კონფიგურაციას, ნავთობზე ფასი თუ არ დაიწევს (არადა, ყველა ლოგიკით, ბაზარზე ჭარბი პროდუქტის გამოჩენისთანავე, კიდევ უფრო უნდა დაეცეს), არსებულ ნიშნულს ნამდვილად შეინარჩუნებს. ცივილიზებულ კაცობრიობას კი ერთი დიდი თავისტკივილი მოეხსნება და მეტი დრო და რესურსი დარჩება, კიდევ უფრო ღარიბი რუსეთის საკითხის გადასაწყვეტად. და ისლამური სახელმწიფო? - იკითხავს ადამიანი. თავზესაყრელი და იაფი ნავთობი ამ ხალიფატებისა და ვილიაეთების „ფანკლუბსაც“ დაარტყამს - კონტრაბანდა, როგორც მათი „პურის ფული“, სულ ალბათ არ აღმოიფხვრება, მაგრამ ფასი იქაც დაეცემა. ამდენად, ძალა შერჩებათ, და პირველ რიგში ფანატიზმის ხარჯზე, მაგრამ.. აბა, სახმელეთო ოპერაციებს არვინ აპირებს და. კმარა! - ადგეს და არაბულმა სამყარომ მიხედოს - სანავთობო ბაზარზე უირანოდ ბაირამობის ეპოქა დასრულდა! თუ არა და, დანარჩენს საბადოებსაც ისლამისტთა ინტერნაციონალური მეტასტაზები დაეპატრონებიან და მიყარონ კაკალი. და მაინც, როგორია ირანი სანავთობო პოტენციალი და რა დოზით შეუძლია მას ბაზარზე „შემოვარდნა“? დავიწყოთ იმით, რომ დამუშავებაში მყოფი და დაზვერვის შედეგად აღმოჩენილი მარაგის რაოდენიობით, ირანი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა -157.8 მლრდ. ბარელი. ეს კი, ვთქვათ ჩინეთს, უახლოესი 40 წლის მანძილზე ეყოფა. როგორც მინისტრი, ბიჯანა ზანგანე აცხადებს, მხოლოდ ერთ წელიწადში, ირანი მოპოვებისა და ექსპორტის გაზრდას, დღეში 500 მილიონ ბარელამდე შეძლებს, ხოლო მომდევნო ექვს თვეში, ერთი ამდენითვე. ეს ვადები ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეული შეთანხმების რეალიზაციასა და წლების წინ მიტოვებული ჭაბურღილების კვლავ ამოქმედებას მოხმარდება. P. S. შეთანხმების მიღწევისთანავე, ისრაელმა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ღიად დააფიქსირა, თუმცა საეჭვოა, რომ ამან ჯერ კიდევ XX საუკუნიდან მემკვიდრეობად გადმოყოლილი პრობლემის მოგვარებას ხელი შეუშალოს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოფიციალურ თელ-ავივს სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა - დუმილით ვერ შეხვდებოდა.

 
 
 

Kommentit


MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page