top of page

როგორ იქმნება რეიტინგი

  • ვიქტორ შენდეროვიჩი
  • 9 июл. 2015 г.
  • 1 мин. чтения

- ალო! საღამო მშვიდობისა. ეს არის ნომერი 33-32-23?

- დიახ.

- სტეპან ილიჩ ბუროვი?

- დიახ.

- სტეპან ილიჩ ბუროვ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ პუტინისადმი?

- მე-ე?

- თქვენ.

- და ვის ვესაუბრები?

- მსაკც-დან გირეკავთ.

- საიდან?

- მოქალაქეთა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრიდან. ვიმეორებთ შეკითხვას: როგორი დამოკიდებულება გაქვთ პუტინისადმი?

- და რატომ მე?

- ნუ ღელავთ, სტეპან ილიჩ. ეს ორიოდ წუთს დაიკავებს. ხომ გაქვთ ორი წუთი?

- არა! დაკავებული ვარ... ვვახშმობ.

- გაიგეთ, ეს მთელი ვქეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვით როგორ აფასებთ პუტინის მოღვაწეობას და მიირთვით სუფთა სინდისით.

- როგორ ვაფასებ პუტინის მოღვაწეობას?

- დიახ

- პირადად მე-ე?

- დიახ.

- შესაძლოა შევცდე.

- ჩვენ უშუალოდ თქვენი აზრი გვაინტყერესებს. პასუხის ვარიანტებია: 1. კარგად; 2. ძალიან კარგად; 3. უფრო კარგად, ვიდრე ცუდად; 4. უფრო ცუდად, ვიდრე კარგად; 5. წავიდეს ერთი მაგის...

- არა!

- რა არა?

- მე ეს არ მითვამს!

- რა არ გითქვამთ?

- მე არაფერი მითქვამს

- რა-ა?

- მე არაფერი მითქვამს. მე ვვახშმობდი. ორი შვილი მყავს! რა ეშველებათ მამის გარეშე!

- სტეპან ილიჩ..

- საიდან იცით ჩემი სახელი?

- ჩვენ ყველა მონაცემი გვაქვს..

- თქვენ არ ხართ მსაკც-დან.

- აბა, საიდან ვართ?

- არ გეტყვიტ!

- სტეპან ილიჩ..

- ნუ მეხებით!

- სტეპან...

- შემეშვით! ჰიპერტონია მაქვს, შაქარი მაქვს, მოხუცი კაცი ვარ..

- ამხანაგო ბუროვ!

- ვარ!!!

- მოეშვით ისტერიკას! სასწრაფოდ გვიპასუხეთ: როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის მიმართ. და წადით სადაც გნებავთ! პასუხის ვარიანტებია: კარგი, ძალიან კარგი...

- საკმარისია, უკვე საკმარისია. კარგი დამოკიდებულება მაქვს.

- კარგი, თუ ძალიან კარგი?

- ძალიან! ძალიან!

- აი, ხომ ხედავთ.. თავიდანვე გეთქვათ. უცნაური კაცი ხართ.


 
 
 

Comments


MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page