რა მოხდება, თუ კი ამერიკასა და რუსეთს შორის ომი მართლაც გაჩაღდა
- იური შევჩუკი
- 8 июл. 2015 г.
- 3 мин. чтения

ისტორიები „რადიოაქტიურ ფერფლსა“ და „ნატოს ლეგიონის“ შესახებ, მაგონებს ხელყუმბარით შეიარაღებულ ლოთს, რომელიც რესტორანში სხვის სუფრასთან დგას. პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ „ჩვენ უკრაინაში აშშ-ის წინააღმდეგ ვომობთ“, ამერიკელისთვის, ალბათ ჰამბურგერის გულზე დადგომით დასრულდებოდა. უცნაურია, გაიფიქრებდა იგი - ჩვენ სსრკ-ს ვაპატიეთ ლენდ-ლიზი, 1993-2013 წლებში, უსასყოდლოდ, 20 მლრდ-იანი ფინანსური დახმარება გავუწიეთ, ვაგებთ და ვავითარებთ რაღაც ერთობლივ პროექტებს. მთელი რუსეთი ამერიკულ „აიფონებზე“ ზის, სავალუტო ჯიხურებში ამერიკულ დოლარს ცვლის, ამერიკული „ფორდით“ დაიარება და აღმოჩნდა, რომ „რუსეთი ამერიკას ეომება“. თუმცაღა, მოდით მივეხმაროთ „მუხლიჩოქიდან“ წამოსადგომად მზად მყოფ 84%-ს და გავხსნათ დანისლული ფარდა. მაინც, რა მოხდება, თუ კი რუსეთი გადაწყვეტს, რომ უკრაინაში აშშ-ს ეომოს, რა მოჰყვება ომის გამოცხადებას ჯერ კიდევ მის გამოცხადებამდე რუსეთის ეკონომიკის სრული ნგრევის გარდა? სამწუხაროდ, აღარაფერი რუსეთს ტერიტორიაზე აღარ იქნება. რუსეთიც აღარ იქნება. არ იქნება რუსთა ორი-სამი ნორმალური თაობაც კი. და, შესაძლოა, აღარც აღარასოდეს იყვნენ. მაშ ასე, პირველი ვარიანტი - არაბირთვული დაპირისპირება. დავუშვათ, მოწინააღმდეგე მხოლოდ თავის ტაქტიკურ შეიარაღებას იყენებს - ომობს ატომური იარაღის გარეშე. ამის უკეთ წარმოდგენისთვის, ცოტა უკან, 90-იანების დასაწყისში დავბრუნდეთ. „უდაბნოს ქარიშხალი“ - კოალიცია (დაახლოებით 400.000) ერაყის არმიის (650.000) წინააღმდეგ. იმ მომენტისთვის, ერაყის არმია რუსეთისაზე უარესად ნამდვილად არ იყო აღჭურვილი, რადგან ნავთობდოლარების ხარჯზე თანამედროვე შეიარაღებას იძენდა. ორკვირიანი ბრძოლების შედეგად, ერაყის არმია დამარცხდა, დანაკარგმა კი, ექსპერტთა შეფასებით, 100.000 მებრძოლი შეადგინა. ერაყის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, ფაქტობრივად, განადგურდა, ავიაციისა და ჯავშანმანქანათა ორი მესამედი უვარგის ჯართად იქცა. ამერიკის დანაკარგი კი... 298 დღუპული და მათ შორის, უშუალოდ სამხედრო მოქმედებისას 147. საგანგებო, ბეტონმგრეველი ბომბებით სრულიად განადგურდა სადამ ჰუსეინის პირადი ბუნკერი. ჩატარდა ერთი კონტინენტიდან მეორეზე სამხედრო ძალების უპრეცენდენტო გადასხმა. 2003 წლის ომი კიდევ უფრო სავალალო იყო. ჰუსეინის არმიამ, მთელმა ავიაციამ და ჯავშანტექნიკამ უბრალოდ შეწყვიტა არსებობა. ამერიკის დანაკარგი კი, მთელი პერიოდის მანძილზე, 187 სამხედრო მოსამსახურე გახლდათ. ერაყის არმიამ კი 21 დღეში 847 ტანკი, 777 ქვეითთა ჯავშანმანქანა და 10.000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამერიკული კამპანიების თარგის 2014 წელზე გადმოტანისას, რთული არ იქნება შევნიშნოთ, რომ თანამედროვე რუსეთი ეს 1990 წლის ერაყია. და 1.200.000 ბრძოლისუნარიანი რუსი სამხედრო, თავისი XX საუკუნის სტანდარტის ჯავშანტექნიკით, ალბათ ვერავითარ წინააღმდეგობას გაუწევს ამერიკის არმიას. აღარაფერს ვამბიობთ მთლიანად NATO-ზე. საქმე ის გახლავთ, რომ ცალკეულ შეიარაღებათა მხრივ, ვთვქათ ისეთის, როგორიცაა უპილოტო საფრენი აპარატები, ან ზესიზუსტის შეიარაღება, რომელიც „სტელს“-ის ტექნოლოგიას იყენებს, აშშ-ის არმიას, უბრალოდ, ტოტალური უპირატესობა აქვს. მაგალითად, რაკეტა AGM-158 JASSM 1000 კილომეტრზე მიფრინავს, რთულად შესანიშნია და მიზანს, მაქსიმუმ, 5 მეტრით აცდეს. ასეთი რაკეტა აშშ-ს დაახლოებით 5.000 აქვს. მოსკოვის ოლქის მთელი ანტისარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სრული განადგურებისათვის სულ რაღაც 500-600 ასეთი რაკეტაა საჭირო. ანდა, ტანკსაწინააღმდეგო AGM-114 Hellfire, რომელიც შტატებს 60.000-მდე აქვს, რაც რუსეთის ჯავშანტექნიკის სრულ რაოდენობაზე (საწყობებში მდგარი ტექნიკის ჩათვლით) სამჯერ მეტია. და იქნებ რუსეთს აქვს თანამედროვე თვითმფრინავები და შვეულმფრენები? - შესძახებენ პუტინოფილები. დიახ, აქვს, მაგრამ, დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე შტატებს. ასევა ფლოტის საქმეც. ჯერ კიდევ 1982-ში, სამხედრო სწავლებისას, აშშ-მა მოახდინეს საბჭოეთის უკიდურეს აღმოსავლეთში დესანტირების იმიტაცია. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელებმა იმდენად დააბნიეს წითელარმიელები, რომ „აგრესიული ნატოს“ ხომალდები, ფაქტობრივად, სავარაუდო დესანტირების ზონაში სრულიად შეუმჩნევლად აღმოჩნდნენ - სსრკ-ს ამერიკის მთელი სამხედრო ფლოტი გაეპარა. ხოლო იმის თაობაზე, თუ ამჟამად რა ხდება შორეული იაღმოსავლეთის ფლოტში, მიტოვებულ სამხედრო ბაზათა ფოტოების მიხედვითც შეგვიძლია მსჯელობა. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, სამხედრო ანალიტიკოსთა პროგნოზებით, ამერიკასა და რუსეთს შორის ტაქტიკური ომი მაქსიმუმ ორ კვირას გასტანს და რუსეთის მარცხით დასრულდება. ხოლო „მუხლიჩოქიდან“ წამომდგარის სამხედრო კომუნიკაცია და ინფრასტრუქტურა ათწლეულობით უვარგისი გახდება. მაშ კარგი, დაგვთანხმდება 84%, მაგრამ „რადიოაქტიური ფერფლი“-ც ხომ არსებობს? ოქეი, უპსუხებს „ბიძია სემი“, დავიძრათ: ბირთვული პარიტეტის პირობებში, ამერიკისათვის რეალურ საფრთეს მხოლოდ საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტები წარმოადგენენ. მიწისზედა კომპლექსები „Тополь“ ამ მომენტისთვის თანამგზავრთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, ხოლო ამერიკული რაკეტა Tridenti-ის საბრძოლო ელემენტების განცალკევების სისტემა, მიზანს ასმეტრიანი სიზუსტით ანადგურებს, რაც ყოველგვარ „Тополь“-ებს, ომის გამოცხადების მომენტიდან 15 წუთსაც არ აძლევს. ასეთივე შანსები აქვთ ე. წ. საშახტო ბაზირების ბირთვულ რაკეტებს. რატომ, იმიტომ, რომ Trident მიზნამდე მისაფრენად უფრო ცოტა დროს დახარჯავს, ვიდრე კრემლში გადაწყვეტილების მისაღებად ესაჭიროებათ. წყალქვეშა ხომალდებზე ან არაფრი ვთქვათ, ან საერთდო არაფერი (მოდით, გამოვტოვოთ ლეგენდა გიბრალტარში განთავსებულ წყალქვეშა ნავ „ტაიფუნზე“ - ერთი ასეთი უკვე დაძირეს ბერმუდის კუნძულებთან). სიღმისეული დაზვერვის ამერიკული სისტემები ერთი თავით სჯობს რუსულს და ისინი მუდმივად აკონტროლებენ „აკულებისა“ და „დელფინების“ ნებისმიერ გადაადგილებას. და გადაწყვეტილების მიღების შემთვევაში, რუსული ხომალდების 80% ამოყვინთვასაც ვერ მოასწრებს. დანარჩენს რაც შეეხება? ყველაფერი მარტივადაა - SM-3 რაკეტებით აღჭურვილ 32 ამერიკულ კრეისერს აქვს შესაძლებლობა გაანეიტრალოს უახლოს კოსმოსში მოძრავი ნებისმიერი მიზანი. სულ ასეთი 670 რაკეტაა და ისინი რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს გაანადგურებენ მანამდე, სანამ ისინი ქობინათა განცალკევების ბლოკებს აამუშავებენ. როგორც ჩანს, კისილიოვი შეცდა, როდსაც განაცხადა, რომ არსებობს ორი ქვეყანა, რომელსაც მოწინააღმდეგის „რადიოაქტიურ ფერფლად“ გადაქცევა ძალუძს. დღესდღეითობით, ასეთი ქვეყანა ერთია და ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. ასე რომ, ნებისმიერ შემთვევაში (ცხადია „სატელევიზიო ომის“ გარდა), აშშ-რუსეთის ომი ორ კვირაში და რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, სრული გაქრობით დასრულდება.
Comments