დამარცხებული საბერძნეთი სიხარულს ვერ მალავს, რუსეთი - არ მალავს!
- კოტე ნიშნიანიძე
- 6 июл. 2015 г.
- 2 мин. чтения

ევროზონიდან გაძევების პირველი კანდიდატიც იქ იშვა, სადაც ოდესღაც დემოკრატია. საბერძნეთში გუშინ გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები ცნობილია - გამოკითხულთა უმეტესობამ (დაახლებით 61%) „არა“ შემოხაზა და ამით ევროკრედიტორების მიერ შეთავაზაბეულ პირობებს, უარი სტკიცა. ეს საბერძნეთის ეკონომიკისთვის ისეთი დარტყმა იქნება, რომ წელში ათწლეულს ვერ გაიმართება. მაშ, რაღა დარჩება, მას თუ არა რუსეთის გაპუტულ ფრთებს ქვეშ მოკალათება?
ჰოდა, ათენზე არანაკლებად, მოსკოვში ზეიმობენ - თავისუფალ ნაციათა ერთობის (ევროკავშირი) ნებისმიერი მარცხი, დამონებულ ხალხთა საპყრობილეში (რუსეთი) გამარჯვებად აღიქმება. ცხადია, ახალი და ლამის სასურველზე სუსტი სატელიტის შოვნაც რიგიანი საქმეა. ჰოდა, ზეიმობენ. და რა ჰქნას საბერძნეთმა? რა გააცოცხლებს მუმიას, რომელსაც ოდესღაც დრაჰმა ერქვა? „ქვეყანას მოუწევს სხვა ვალუტის შემოღება.“ - განაცხადა ევროპარლამენტის თავჯდომარემ,, მარტინ შულცმა და აქ დრაჰმა ერთადერთი ვარინტია. რა შანსები აქვს დაბალი საწარმოო საშუალებებისა და სასარგებლო წიაღისეულთა მწირი მარაგის მქონე ქვეყანას, რომელსაც ტურმიზიდან მიღებული კოლოსალური შემოსავალიც კი უკვე 15%-ით შეუმცირდა? თითქმის არანაერი. მოსკოვი, მოსკოვი... ეს თოხთამიშის შთამომავალთა საბუდარი. საბერძნეთს ევრაზიულ კავშირში ალბათ მაინც ვერ შეათრევენ, მაგრამ წლის ბოლომდე, სალაპარაკო ნაღდად მიეცათ. რა გავლენას იქონიებს ეს ევროკავშირზე? ეკონომიკის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ თუ სწორად მესმის, ერთი მუდამ მშიერი და არაფრისმაქნისი ოჯახის წევრის გამოკლება ნაღდად ამოასუნთქებს. დანარჩენს, ეს უზარმაზარი საბაზრო ეკონომიკა კომბაინივით გადაამუშავებს, მაქსიმუმ 1-2 წელიწადში... და ევროც იევროებს. ჩვენ კი, საუკეთესო შემთხვევაში, სავალუტო სარკმელებზე დრაჰმის კურსსაც ავიციმციმებთ და გზავნილების თემაც დალაგდება, მჯერა. მაგრამ ვიმეორებ - ეს საუკეთესო შემთხვევაში. სამშობლოში დაბრნებულ თანამემამულეს რა ჯობს, მაგრამ ახლა? ამ მომენტში? ეს უარესი შემთხვევაა. ეს ხომ არა მხოლოდ საბერძნეთში საშოვარზე გადახვეწილ ათეულობით ათას ქართველს დატოვებს მშიერს, არამედ მათი ოჯახის იმ წევრებსაც, რომელთაც სწორედ იმ გზავნილებით ედგათ სული.. არ მითხრათ ახლა, სამუშაო ადგილებს შეთავაზებენო! ჰო, რა.. თავზესაყრელია - ქარხნები გუგუნებს, მილიონი ხეც დასარგავია... რა ჩამოთვლის?.. ვაი დედასა?! ასოცირების ხელშეკრულება; თავისუფალი ბაზარი; 500 მილიონი ჯიბე! აბა? არ, არა... განა არ ვიცი, ან არ მჯერა, რომ არის.. უბრალოდ, არ ჩანს, იცით? და..
Comments