top of page

იმპერიული აზროვნების ზოგიერთი თავისებურება

  • იან ვალეტოვი
  • 4 июл. 2015 г.
  • 1 мин. чтения

ანეგდოტით დავიწყებ.

ივან-სულელი ტყის ბილიკს მიუყვება. მოსწყურდა. დაინახა პატარა ტბა. ცხადია, ტბისკენ დაეშვა. ხედავს, რომ სანაპიროზე „ზმეი-გორინიჩი“ წევს, ცხენის ბარკალს შეექცევა და ნესტოებიდან ბოლს აფრქვევს.

- უხ შენი! - შესძახა ივან-სულელმა, იშიშვლა ხმალი და დაუწყო თავებს ჭრა, მაგრამ ურჩხულს, ერთი მოჭრილი თავის ნაცვლად, ორი ამოსდიოდა.

მოსაღამოვდა და სამთავიანი ურჩხული უკვე ასთავიანად იქცა.

- მოიცა, ივან! - დაიგუგუნა ურჩხულმა. - მოიცა, შენ აქ, ტბასთან საერთოდ რატომ მოხვედი?

- წყლის დალევა მსურდა - უპასუხა ივანმა და ოფლიანი შუბლი გადაიწმინდა

- და მერე? - გულწრფელი ინტერესით იკითხა „გორინიჩმა“ - მე დაგიშალე?

საითკენ მიმყავს?

მე ყოველ დღე ვეკითხები რუს პატრიოტებს: რა არ გყოფნიდათ რეგვენებო? სად იდექით დაჩოქილები? რად ვერ აიტანეთ ყველასთან ნორმალური, მეგობრულ ურთიერთობა? ვინ იყო ის, ვინც თქვენ - ივან-სულელებს წყლის სმას გიშლიდათ?

ნავთობი 100$ ღირდა..

მშვიდობა-მეგობრობა-„ჟუაჩკა“; არავითარი სანქციები; ოლიმპიადა; სპორტი - მშვიდობა!

მთელს მსოფლიოში შეძახილები - „ტაგიიილ!“ და “გელენჯიიიიიკ!“

ყოველ 9 მაისს, ყველა კურორტზე ამარცხებდით გერმანელებს, იყო ხელის ჩამორთმევა და ათასგვარი კონფერენცია, სამიტი, თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტები და სამხედრო პროგრამებიც კი..

ცუდად იყავით?

ერთმა 74 წლის მიხრწნილმა, ასე მომწერა პიტერიდან:

„დიახ, ცუდად ვიყავით. დიახ მუხლებზე ვიდექით. მაგრამ შენი ჭკუა ამას ვერ გაიგებს“.

როგორც მივხვდი, შეგნებული ხალხი ვერასოდეს მიხვდება, თუ როგორ შეიძლება მოიგონო მტერი და საფრთხეეები, დაიწყო ომი, საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყო მთელი ცივილიზებული კაცობრიობა, კახპასავით იხმარო საკუთარი კეთილდღეობა, ზრდა აქციო შეუქცევად კლებად, შეილახო რეპუტაცია, იქცე გარიყულად დ საკუთარი ქვეყანა ომისა და დაშლის რისკის ქვეშ დააყენო.

რისთვის? რაშია დიადი ჩანაფიქრი?

ვინ გიშლიდათ რეგვენებო?

გესვათ!

 
 
 

Comments


MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page