top of page


„სამეფო კარის თამაშების“ მეექვსე სეზონი ახლოვდება
ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა ამ ძალიან პოპულარული სერიალის მეექვსე სეზონის პირველი ტიზერი. როგორც საიტი Winter Is Coming იტყობინება, ტიზერში ვერ ნახავთ ახალი სეზონის კადრებს, თუმცა მაყურებლისთის ერთგვარი გამოცანა თუ მინიშნება აშკარად იკითხება. სამაგიეროდ, იქ ნაჩვენებია ჯონ სნოუს მკვლელობა, ნედ სტარკისთის თავის მოკვეთის სცენა, არიას დაბრმავება და წინა სერიათა სხვა მომენტები.
ვიდეოში სამთვალა ყორანი ამბობს: „ ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ. ჩვენ ვისმენთ და ვიმახსოვრებთ. წარსული უკვე დაწერილია. მელანი გაშრა".
მეექვსე სეზონის ჩვენება მომდევნო წლის აპრილში იგეგმება. შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა თქმით, გამოვა კიდევ მინიმუმ ორი, მეშვიდე და მერვე სეზონები.
Game of Thrones Season 6: Tease
bottom of page