top of page

ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიგორო კანოს სახელობის ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონია. ის მეორე ქართველია, ვინც ამ ძალიან პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა. მანამდე, 1982 წელს, ტოკიოში დავით ბოდაველმა იმარჯვა.

მას შემდეგ,  ქართველთაგან მისი მოგება ვეღარავინ მოახერხა. ფინალისტი კი სამჯერ გვყავდა - 1981-82 წლებში ბოდაველმა ზედიზედ იჭიდავა, შარშან კი ლევან მატიაშვილიც მივიდა ფინალამდე.
ჭრიკიშვილმა ტოკიოში ტექნიკური ჭიდაობა გვაჩვენა და პირველივე შეხვედრაში, საშიში მეტოქე, გამოცდილი იაპონელი - კეიტა ნაგაშიმა ვაზარით დაამარცხა. .
შემდეგ, ჰოლანდიელი ფრენკ დე უაიტი დასცა იპონთ,

ბერძენების სახელით მოჭიდავე ქართველი, ახალგარდებში მსოფლიოს ჩემპიონი რომან მასტოპულოსი კი პირდაპირ ბეჭებზე დააგდო.
ნახევარფინალში გაფრთხილებებით მოუგო კორეელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიადის გამარჯვებულ კი ჩუნ ვანს.

ფინალში კი მისი თანამემამულე, სეუნსუ ლი მიყოლა. 
ამ გამარჯვებით, ავთანდილ ჭრიკიშვილმა რეიტინგის ლიდერობა შეინარჩუნა და მეტიც - მნიშვნელოვნადაც გაიმყარა იგი.

 

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ტოკიოს „გრან-სლემი“ მოიგო

05.12.2015

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page