

პიარ რიშარი:
„ღვინოს სამი წლიდან ვსვავ“
ამასწინად, უკრაინის დედაქალაქს ცნობილი ფრანგი კომიკოსი, პიერ რიშარი ეწვია. ის სატელევიზიო შოუს (საღამოს კიევი“ - "Вечерний Киев") ჩაწერაში მონაწილეობდა. გადაღებებს შორის, შესვენებაზე, მან საკუთარი წარმოების ღვინის დეგუსტაციის მოწყობაც მოასწრო.პ
უბლიკა მსახიობს თბილად შეხვდა - გადაღების მიმდინარეობისას, აპლოდისმენტები პრაქტიკულად არ წყდებოდა. ღვინის დეგუსტაციის ფარგლებში, მსახიობმა ღვინის დაგემოვნების მასტერკლასი ჩაატარა. მანსპინძლებმა კი, თავისმხრივ, რიშარს არყის სწორად დალევა შეასწავლეს და ბოლოს, მცირე ზომის არყის სახდელიც აჩუქეს.
იქვე, რიშარმა ერთი საიდუმლოც გაამხილა: „გამოგიტყდებით, როდესაც ვენახი შევიძინე, პროფესიონალი მევენახის დაქირავება დამჭირდა, რადგან ამ საქმეში ბევრი არა გამეგებოდა რა. ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა - არა ერთ შეცდომას გადავრჩი და ღვინის პროფესიონალურად დაჭაშნიკებაც ვისწავლე. საინტერესო კი ისაა, რომ როდესაც ღვინოს გემო პირველად გავუსინჯე, არც მისი გამეგებოდა რამე და არც სხვა რამისა, რადგან სამი წლის გახლდით. ერთხელ სახლში სტუმრიანობა გქვონდა. რაღაც მომენტში სტუმრები წამოიშალნენ და გვერდით ოთახში გადაინაცვლეს, მე კი მარტო დავრჩი. მივუახლოვდი მაგიდას, ავიღე ბოკალი და მოვსვი. როგორც მერე აღმოჩნდა, დედაჩემი კინოაპარატით მალულად მიღებდა. ნაცვლად იმისა, რომ ბოკალი გამოერთმია და დავესაჯე, ის სიცილსა და გადაღებას განაგრძობდა.“