

უკრაინა შესაძლოა დაანებონ, მაგრამ თავად უკრაინა არასოდეს დანებდება
უკრაინა სტალინს 1953 წლამდე ებრძოდა. ამდენ ხანს პუტინი ვერ გაქაჩავს. საფრანგეთმა და მისმა მოკავშირეებმა NATO-ში უნდა მიიღონ გამოწვევა და შეიჭრან „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე.
novaukraina.org/ანდრეი პიანტკოვსკი
15.11.2015
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთს ომი გამოუცხადეს. ასეთი სიტყვები სერიოზულ გაგრძელებას ითხოვენ. აგრესორი ცნობილია: ესაა დანაშაული კვაზისახელმწიფო „ისლამური ჰალიფატისა“, რომელიც გარკვეულ ტერიტორიას აკონტროლებს (ფაქტობრივად დაშლილი სირიისა და ერაყის ნაწილს).საფრანგეთმა და მისმა მოკავშირეებმა NATO-ში უნდა მიიღონ გამოწვევა, რომელიც არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი ცივილიზებული დასავლეთის მისამართით გაკეთდა და შეიჭრან „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე, გაანადგურონ მისი ინფრასტრუქტურა და საომარი მოქმედებებისას, უნდა მოახდინონ ტერორისტთა ლიდერების ან ლიკვიდაცია, ან დააპატიმრონ ისინი და სასამართლოს გადასცენ.ეს რთული გადაწყვეტილებაა. სახმელეთო ოპერაციისას აუცილებლად იქნება დანაკარგი სამხედრო მოსამსახურეთა შორის. ასევე, გარდაუვალია ე. წ. „ თანმდევი ზარალი“ (მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში). სავსებით მოსალოდნელია, რომ შედგეს სხვა ტერაქტებიც.„ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდაციის შემდეგ, ცხადია, ისლამური ტერორიზმის პრობლემა არ გაქრება. აღმამფრენი იდეა, რომელიც გახრწნილი დასავლური ცივილიზაციის ფიზიკურ განადგურებას ითვალისწინებს, ახლა სხვა ფანატიკოსებს აანთებს - ეს ასეა.მაგრამ თუ კი დასავლეთმა თავისი ეკონომიკური და სამხედრო ძლევამოსილების გამოყენებით ყოველივეს უპასუხოდ დატოვებს, ის უკვე დღესვე აღარ იქნება მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტი და მის ბედს, ამიერიდან სხვა მოთამაშეები გადაწყვეტენ.
ახლა კი პუტინის რუსეთის პოზიციის შესახებაც ვთქვათ.რომ იტყვიან, ტრაგედიიდან რამდენიმე საათს, გასვლა ზრდილობის გულისთისაც კი არ აცალეს - კრემლის პროპაგანდისტულმა მანქანამ ენთუზიაზმით აცნობა მსოფლიოს, თუ როგორ აპირებს რუსეთი ამ ამბის თავისი ინტერესების გასატარებლად გამოყენებას. ამის შესახებ, ყველაზე გულახდილად და გაშლილად სერგეი მარკოვმა მოგვითხრო.1. სასწრაფოდ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოება მოსკოვში2. რუსეთმა, აშშ-მა, საფრანგეთთან ერთად უნდა გასრისოს „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში, ერაყსა და ლიბიაში3.დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხის ირგვლივ დაპირისპირება სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. „ხუნტა“ უნდა შეიცვალოს ე. წ. ტექნიკური მთავრობით, შეიცვალოს კონსტიტუცია, ნეონაცისტები უნდა გაუჩინარდნენ და უნდა ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები. აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის ტერორისტეის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, ეს ე. წ. კიევური ხუნტა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.მაშ ასე, უკვე დღეს, დიდი ოცეულის შეხვედრაზე, სამყაროს ყველაზე გავლენიანი ადამიანი დასავლეთს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში „დახმარებას“ ერთგვარად „ანტიჰიტლერული კოალიციის“ ფორმატში შესთავაზებს. და საფასურსაც მოითხოვს - უკრაინის ძმურად გაყოფის ლიცენზია, პლუს „ლეგიტიმური“ ჯალათი ასადის ხელისუფლებაში დარჩენის გარანტია.დასავლეთის გადასაწყვეტია. თუმცა, მგონია, რომ აქ ვაჭრობა უადგილოა.პირველყოვლისა, უნდა ითქვას, რომ დასავლეთს ეს დახმარება სულაც არ ჭირდება - ის „ისლამურ სახელმწიფოს“ ყოველგვარი პუტინის გარეშეც გაართმევს თავს.გარდა ამისა, უკრაინის აგრესიული მეზობლისთის გადაცემა, დასავლეთის რეპუტაციისათვის, ტერორისტებთან კაპიტულაციაზე არნაკლებად ამორალურია.და მთავარი - უკრაინა შეიძლება დაანებო, მაგრამ თავად უკრაინა არასოდეს დანებდება. რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის გამო გამწვავებული დაპირისპირების შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ უკრაინის გამო უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შეჩერება არის შეუძლებელი.იქ ცხოვრობს ხალხი, რომელმაც ირწმუნა საკუთარი თავის. უკრაინა იბრძოლებს თავისი დამოუკიდებლობისათვის, ღირსებისთის, ევროპული მომავლისათვის.უკრაინა სტალინს 1953 წლამდე ებრძოდა.პუტინი ამდენს ვერ გაქაჩავსდიდება უკრაინას!