

ობამასთან დამცირებას რუსები პუტინს არ აპატიებენ
გუშინ, როგორც იქნა, „სამყაროს მბრძანებლის“ რეიტინგი შეირყა. მას შემდეგ, რაც მან უკრაინისათვის ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ განაცხადა, „ვატა“ ფრიად აღელდა
novoukraina.org/ლიზა ბოგუცკაია
17.11.2015
მათ, უეცრად, გაახსენდათ, რომ რუსეთში საბიუჯეტო ხელფასი და პენსია დაბალია, რომ ცხოვრების დონე გადარჩენის ზღვარზეა და რომ ისინი მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთებითღა არიან მაძღარნი. და ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ მეფე მათ დაპირდა, ყველას მოვუგებო.
უბრალო ხალხთანაც ადრე არასოდეს სხდებოდნენ ერთად მაგიდასთან...
ოლიმპიადაც ისეთი ჩაატარა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.
ერთჯერადი ოლიმპიური სოჭი - ეს რუსული კაპიტალდაბანდების შედევრია.
მრავალსვლიანი კომბინაციები, დევიზით „პაპები იბრძოდნენ“ უკანა ხედზე გადავიდა უმალ, როგორც კი რუსეთმა შეიტყო, რომ სამყაროს მბრძანებელი სახალხოდ იმდენად დაეცა, რომ უკრაინას ვალის გადახდა სამი წლით გაუხანგრძლივა.
რუსეთმა იხილა, თუ რიგში როგორ სოლივით გაერჭო სუპერგმირი იმისთვის, რომ ობამასთვის ხელი ჩამოერთმია.
და ამ დამცირების პუტინისთვის პატიება მათ აღარ სურთ.
არადა, მათ სწამდათ რაინდის - ლომგულის.. მან კი მათ უღალატა.
ის „კეთილი“ გახდა. ეს კი არაფრით ეწერება კონცეფციაში „დავაჩოქოთ მსოფლიო“.
მე ერთი მანდილოსნის კომენტარმა გამახალისა: „სიკეთე, ეს ჩვენი აქილევსის ქუსლია!“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი - ვიცინო თუ ვიტირო.ისე კი, მაინც რაზე ისაუბრეს ობამამ და პუტინმა?ვფიქრობ, ყოველივე ძალიან მარტივად იყო. ჩემი აზრით, ობამამ გააფრთხილა გველის წიწილი და განუცხადა, რომ ევროპაში უკვე აიღეს ტერაქტებთან რუსეთის შესაძლო კავშირის კვალი და შესთავაზა ყველაფერი ჩეჩნეთისკენ გადაამისამართოს.კადიროვი კი დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ ბოსელში.ასევე ობამამ პუტინს შეახსენა, რომ ნაქურდალი (ყირიმი და დონბასი) უნდა დააბრუნოს. მანვე გაუმხილა CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) მასალები, რომელთა მიხედვითაც, დროა ასადი პენსიაზე გავიდეს, ხოლო „ისლამური სახელმწიფოს“ სპონსორები, მხოლოდ ამერიკისთვის არაა ცნობილი. მიანიშნა, რომ აშშ სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და რომ ევროპისგანაც მიიღო შეტყობინება - ისინიც მზად არიან ჩააძაღლონ ტერორისტები, თავის სპონსორებიანად.პუტინი თანხმობის ნიშნად თავს აქნევდა - ალბათ ნერვული სპაზმი იყო.ახლა, როდესაც მეზობლის ქცევა შესწავლილია, დაზუსტებით შეიძლება ითქვას: „რაშა“ შეტევაზე გადავა და თანაც, თავისი „უხლესი“ შეიარაღებით. ამერიკას ვერაფრით გააოცებ და ამიტომ, პუტინი მსოფლიოს აჩვენებს იმას, რაზეც ამდენ ხანს საუბრობდა კისილიოვი.იდეაში, ეს არტისტის ბოლო გასტროლი უნდა იყოს.პასუხი იქნება ელვისებური.პენტაგონში, განსხვავებით ევროკავშირის სამხედრო უწყებათაგან, დიდი ხანია შეისწავლეს მეტოქის ფსიქოტიპი და ყველაფრისთვის მზად არიან.და კიდევ..ამასწინად წავიკითე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რელიგია ისლამია. მე კი მგონია, რომ მათი რწმენა, ესაა გასამხედროებული მართლმადიდებლობა, რომელმაც სამყაროს ჯიჰადი გამოუცხადა.დღეს 17 ნოემბერია. 2016 წლის 17 ნოემბრამდე 2 თვე დარჩა. ვიყიდოთ ნაძვის ხეები და თვალყური ვადევნით მოვლენებს - საკმაოდ იქნება.
მანამდე კი...
ევროპის კარი იხურება!
და..
სირია ჯერ არ დაცემულა.