top of page


Red Hot Chili Peppers
კიევში ახალი ალბომით
ჩადის
„ჩვენ დავბრუნდებით!“ - ეს პირობა უკრაინელ ფანებს „წიწაკებმა“ ჯერ კიდევ 2012 წელს გამართული კონცერტის შემდეგ მისცეს და შეასრულეს კიდეც - კიევში ჯგუფი ახალი ალბომით ჩადის.
კონცერტი მომდევნო წლის ივნისში, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება. ორგანიზატორთა თმით, ლეგენდარულ როკჯგუფთან ერთდ, ღონისძიებაში სხვა და სხვა უკრაინელი ჯგუფებიც მიიღებენ მონაწილეობას და, მათ შორის, The Hardkiss. ადგილობრივ მონაწილეთა სრული სია ზუსტდება და მოგვიანებით გამოქვეყნდება.
„წიწაკებმა“ ახალ ალბომზე მუშაობა ახლახანს დაასრულეს - მასში 30 ახალი კომპოზიცია შედის. ამ პროექტის პროდიუსერობა კვლავაც საყოველთაოდ ცნობილმა რიკ რუბინმა ითავა - ის ჯგუფთან ჯერ კიდევ 1989 წლიდან ნაყოფიერად თანამშრომლობს.
bottom of page