top of page

 დედფალ ელისაბედს 105 კარატიან  „კოჰინორს“ ედავებიან 

საყოველთაოდ ცნობილი ბრილიანტის, „კოჰინორის“ ირგვლივ დიდ ბრიტანეთსა და აზიის რამდენიმე ქვეყანას შორის დავა გრძელდება. საოცარ ქვაზე, რომელიც 105 კარატს იწონის და რომლის ისტორიაც XIV საუკუნიდან (ზოგი ვერსიით, უფრო ადრეც) იწყება, პრეტენზიას გამოთქვამენ ინდოეთი, პაკისტანი, ირანი და ავღანეთი, თუმცა ლონდონი ყველას მკვახე უარით ისტუმრებს.
ამჟამად ბედის ცდა პაკისტანელმა ადვოკატმა ჯავიად იკბალა ჯაფრიმ ცადა. ის აპირებს საწადელს სასამართლოს გზით მიაღწიოს. სარჩელი მან ქალაქ ლახორაში, პაკისტანის უმაღლეს სასამართლოში შეიტანა. მისი აზრით მოპასუხე მხარე სწორედ ბრიტანეთის დედოფალი უნდა იყოს, რადგან აღნიშნული ქვა ამჟამად სწორედ მის სამეფო გვირგვინს ამშვენებს.
ადვოკატის თქმით, ქვა პაკისტანის პროვინცია ფენჯაბის საკუთრება იყო და მეცხრამეტე საუკუნეში, ინგლისელმა კოლონისტებმა ძალის გამოყენებით გაიტაცეს.
„მან უნდა დააბრუნოს „კოჰინორი“ (რაც ნიშნავს სინათლის მთას - რედ.). ეს დედოფალს ფრიად აამაღლებს საზოგადების თვალში“. - განაცხადა ადვიკატმა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით, დედოფლისა და პაკისტანის სახელისუფლო ორგანოიებისათვის უკვე რვაასამდე წერილი აქვს მიწერილი.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page