top of page

პარანოია პუტინის გამო

 

ავტორი თვლის, რომ  აშშ-სა და NATO-ს ბერძული მეხუთე კოლონის ხელშეწყობით განხორციელებული რუსული აგრესიისადმი შიშს, მდიდარი წარმოსახვა უნერგავს

 

FORBES/დაგ ბენდოუ

28.07.2015


ყველა იმ პარანოიდულ ფანტაზიას შორის, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს, ერთ-ერთი ყველაზე სულელური, ეს საბერძნეთის მოჩვენებაა, რომელიც მოსკოვს შეეკრა, რათა ევროპა დაანგრიოს.ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ივარაუდა, რომ ათენს შეუძლია არა მხოლოდ ევროზონიდან, არამედ ევროკავშირიდან და NATO-დან გამოსვლაც კი, რაც გეოპოლიტიკურ კატასტროფამდე მიგვიყვანს. ვერაგი ბერძნები მტრის მხარეს გადაველენ, რათა სისხლმოყვარე პუტინისტებს ევროპის გაცამტვერებაში დაეხმარონ. ამიტომ, აშშ იძულებულია დაჟინებით მოითხოვის, რომ ევროპამ გადაუხადოს ბერძენ იუდებს, რათა მათ დასავლური ცივილიზაცია რუსულ ურდოებს არ შესწირონ მსხვერპლად.ეს შიში წარმოსახვის ჰიპერაქტიურ უნარზე ცხადყოფს. მოსკოვი არაა საქველმოქმედო ფონდი. ნავთობზე ფასების დაცემისა და მის საწინააღმდეგოდ დაწესებული სანქციების გამო, კრემლს არ აქვს ფაქტობრივად გაკოტრებული ბერძნული ეკონომიკის სპონსორობის თავი. ამიტომ, ის ათენს მხოლოდ ისეთ სესხს თუ მისცემდა, რომლის დაბრუნების გარანტიები ექნებოდა. გარანტიები კი, არ არსებობს. ორი წლის წინ, რუსეთმა ვერ შეძლო გადაერჩინა კვიპროსი, რომლის ბანკებიც რუსული კაპიტალისგან ლამის სკდებოდნენ.კონტინენტური მეზობლის დასახმარებლად გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ გაისარჯონ - მოსკოვს საამისო მოტივაცია არ აქვს.საერთოდ, ეს დისკუსია მსხვილ ბლეფს ჰგავს - ათენის მიერ, მარცხისთვის განწირულ თამაშში გაკეთებულ სასოწარკვეთილ ფსონს. დიმიტარ ბაჩევმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, ბრძულად გვირჩია, რომ ღრმა, დამამშვიდებელი ჩასუნთქვისთვის მიგვემართა. ბერლინის თავისუფალი უნვერსიტეტის დოქტორი, ტეოხარის გრიგორიადისის სიტყვებით, ციპრასი „არ აპირებს საბერძნეთი რუსეთის თანამგზავრად აქციოს. რუსებმა ეს იციან. გერმანელებმაც. ეს, უბრალოდ, სპექტაკლია, ბერძნული თამაში, და ვშიშობ, ის წააგავს პუდელის მცდელობას, შეაშინოს ლომი“.დავიწყოთ იმით, რომ ევროპისთვის რუსეთი რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს.
პრეზიდენტი პუტინი ფრიად არასასიამოვნო და ავტორიტარული ფიგურაა, მაგრამ ის არც ჰიტლერია და არც სტალინი. მან რუსეთი დააბრუნა 1914 წლის ვითარებაში, როდესაც „ველიკაია დერჟავა“-ს საკუთარი საზღვრების ურღვევობა და საერთაშორისო დონეზე პატივისცემაღა აღელვებს.საბერძნეთით თუ უსაბერძნეთოდ, აშშ-ისა და ევროპის სამხედრო ძლიერება მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთისას.უკრაინა ყოფილი საბჭოთა იმპერიის სიღრმეშია და „ახალი ევროპის“ მხოლოდ პერიფერიაზე. კიევის ორიენტაციას კონტინენტის უსაფრთხოებაზე გავლენა არასოდეს ჰქონია. და თუ კი რუსეთი უკრაინას დონბასს ოფიციალურად ჩამოაჭრის, ვაშინგტონსა და ბრიუსელზე ეს დიდად არ იმოქმედებს.საბერძნეთი კი ამ „ახალი ევროპის“ სიღრმეშია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნახევრადარშემდგარი საბერძნეთი მოსკოვს მიმართავს, რას შეიძენს ამით რუსეთი? უკიდურესად დამოუკიდებელ ათენს არაფრად სურს რუსული ოკუპაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთისათვის ბაზის დანარჩენ ევროპაზე თავდასახმელად შეთავაზებაზე. საბერძნეთს შეუძლია იყოს ევროპის კარი, მაგრამ როგორც კაპლანმა აღნიშნა, ეს მას „რუსული აგრესიის კარად ვერ აქცევს.რუსეთის ეკონომიკა კვალვაც სუსტი და განუვითარებელია. მისი არმია მხოლოდ სუსტ მეზობლებს უმკლავდება. 1999 წელს მოსკოვმა ვერ შეძლო სერბეთის NATO-სგან დაცვა. და თუ ევროპას საბერძნეთის გარეშე რუსეთთან ბალკანეთზე გამკლავება არ ძალუძს, პრობლემა მთელს ევროპას ჰქონია და არა ცალკე აღებულ საბერძნეთს.კაპლანმა ამერიკელებსა და ევროპელებს მოუწოდა დახმარებოდნენ საბერძნეთს, რათა „ბერძნულ პორტებში რუსული სამხედრო გემები არ გამოჩენილიყვნენ“. იქნებ ამის გაკეთება მართლაც სასურველია, მაგრამ ვეჭვობ აუცილებელი იყოს. ნუ, რა შეიძლება მოიმოქმედოს სუსტმა რუსულმა ფლოტმა? დალმათიის სანაპიროს დაესხმება თავს? დუბროვნიკის ოკუპაციას განახორციელებს? ვენეციას დაიპყრობს და, იმპერატორ პუტინის სახელისათვის, გიბრალტარს დაეუფლება?რუსეთმა კავშირი რამდენიმე საშინელ ოპოზიციურ პარტიასთან დაამყარა, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტი“, მარი ლე პენის ხელმძღვანელობით, მაგრამ მათგან ცოტა თუა ხელისუფლების სიახლოვეს. სანქციებისადმი უნდობლობა ზოგმა ხელისუფლებამაც გამოთვქვა, თუმცა უმეტესობა მათგანი მემარცხენეა - იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი, სლოვაკი პრემიერი რობერტ ფიცო, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომლის როლიც, მეტწილად რიტუალურია, ამათგან, რუსეთისთვის რაიმე არც ერთს გაუკეთებია. მათ შორის, ციპრასის მთავრობასაც. ისე კი, შემოთავაზებული ღერძიდან - ათენი-მოსკოვი, ცოტა რამ თუ გამოვიდა, თუ, ცხადია, რამდენიმე მეგობრულ შეხვედრას არ ჩავთვლით.ჩვენ შეგვიძლია ვიეჭვოთ, რომ მოსკოვს სურს კიდეც საბერძნეთის ევროპის მოუგვარებელ პრობლემად დარჩენა.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page