

MilitaryTimes
25.11.2015
თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ჩამოგდებულმა რუსულმა თვითმფრინავმა, ფაქტობრივად, დაასამარა პარიზის გეოპოლიტიკური გეგმები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინაღმდეგ ფართო კოალიციის შექმნას უკავშირდებოდა. ასეთ მოსაზრებას MilitaryTimes აქვეყნებს და იქვე, ამის დასტურად. არა ერთი არგუმენტი მოჰყავს.
გამოცემა გვახსენებს, რომ სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტი გახლდათ ის, ვინც პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, რომლებზე პასუხისმგბელობა ამ ტერორისტულმა ორგანიზაციამ აიღო, დასავლეთისა და რუსეთის მონაწილეობით დიდი სამხედრო ალიანსის შექმნის ყველაზე აქტიური ლობისტად იქცა. ფორმალურად, ეს არც ისე რთული მისაღევი გახლდათ, რადგან დასავლეთიცა და რუსეთიც გამუდმებით ახდენდნენ იმის დეკლარირებას, რომ მათ ქმედებათა მიზანი სწორედ ტერორისტულ დაჯგუფებათა განადგურება გახლდათ, თუმცა, რუსეთი მხოლოდ დეკლარირებას ახდენდა - არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბოლო დრომდე, მოსკოვი უტევდა მხოლოდ იმ ტერიტორიებს, რომელთაც სირიის გაერთიანებული ოპოზიცია აკონტროლებდა და არა „ისლამური სახელმწიფო“. ანუ, პირველ რიგში, ის ებრძოდა სირიელი დიქტატორის, ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთ, რომელთც მხარს დასავლეთი უჭერს.
კოალიციაში რუსეთის ჩართვის საკითხში, ოლანდს პირველ რიგში აშშ-ის პრეზიდენტის ეიმედებოდა. სწორედ ამ დღეებში ის შეხვდა ბარაქ ობამას და მისი ვიზიტის შემდეგი პუნქტი მოსკოვი გახლდათ, მაგრამ თურქეთის საჰაერო სივრცეში მომხდარმა ინციდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტის სტრატეგიული გეგმები აშკარად ჩაშალა..
პრინციპში, ფართო კოალიციის იდეას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისპრეს ატაშეს, მარკ თონერის სიტყვებიც ასამარებს. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ეს „ნაწილია იმისა, რაც ხდება მასინ, როდესაც ერთ სივრცეში ჩნდება სხვა ძალა და ახორციელებს ავიადარტყმებს მაშინ, როდესაც კოალიცია იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ეს სხვა ძალა კი ბომბავს გაერთიანებული ოპოზიციის ძალებს“.
ეს ნიშნავს, რომ მოსკოვის ოფიციალური განცხადებისა, რომლის თანახმადაც ის „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, არავის ჯერა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის მოკავშირის (თურქეთი) მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინვის ჩამოგდება ცხადყოფს, თუ რამდენად შორსაა ოლანდი მიზნისგან, რათა ალიანსში მოსკოვიც ჩართოს.
თურქებმა ფრანგულ-რუსული ალიანსი „ჩამოაგდეს“