top of page

  Twittwer-მა კიმ კარდაშიანს უპასუხა  

მომღერალმა და მსახიობმა, კიმ კარდაშიანმა ტვიტერს თხოვნა-რეკომენდაციით მიმართა - ხომ არ აჯობებდა, მომხმარებლისთვის იმის შესაძლებლობა მიგეცათ, რომ რედაქტირების ფუნქციით ისარგებლოს, რათა გამოქვეყნებისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, წაშლა კი არ უწევდეს, არამედ შესწორება შეძლოსო.

ამ ადამიანს ტვიტერზე 30.000.000 ფოლოურეი ჰყავს და ბუნებრივია, უპასუხოდ არავინ დატოვებდა. მეტიც, მას თვით ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ უპასუხა:

„მშვენიერი იდეაა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ შესაძლებლობას, რომ ტვიტერი გახდეს უფრო სწრაფი და მოსახერხებელი.“

საქმე ის გახლავთ, რომ როგორც NBCNews იტყობინება, კარდაშიანი მთელს სოციალურ ქსელში თავისი ორთოგრაფიული შეცდომებითაა ცნობილი და ეს არა ერთხელ გამხდარა განხილვის და, ხშირად, ღადაობის თემაც.

მაგალითად, ამასწინად მან ჯორჯო არმანის სახელი აურ-დაურია:

„რატომ შეწყვიტა Georgio Armani-მ ჩემი საყვარელი ტონალური ნელსაცხებლის გამოშვება? უკვე ბოლო ქილა მითავდება. ყველა ჩემი ნაცნობიც სწორედ მას ხმარობს და გთხოვთ, განაახლეთ ამ საშუალების წარმოება!“

არმანის ოფიციალურ ტვიტერზე კარდაშიანს უპასუხეს: „ძვირფასო კიმ, გვაცნობეთ, რომელი საშუალება გჭირდებათ და ჩვენ მას გამოგიგზავნით. ისე კი, მისტერ არმანის სახელია Giorgio.“

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page