

პარიზის დაცემა
პოლიტოლოგი ანდრეი პიანტკოვსკი მიიჩნევს, რომ თურქთთან დაკავშირებულ ინცინდენტს პუტინი გამოიყენებს როგორც საფუძველს, რათა „ტელემოსახლეობას“ აუხსნას, რომ ახლა რუსეთი უკვე არა მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“, არამედ უკვე ძლევამოსილ NATO-საც ებრძვის. ეს კი „ოკეანიასთნ“ უსასრულო ომის შესანიშნავი გამართლებაა და პუტინის რეჟმს ფსევდოლეგიტიმაციას სძენს
newsader.com/ ალექსანდრ კუშნარი
29.11.2015
ანდრეი ანდრეევიჩ, პირველი კითხვა: თურქეთთან ომი მოსალოდნელია?
სავსებით ლეგიტიმური შეკითვაა და განსაკუთრებით პუტინის პრესმდივნის გუშინდელი განცხადების შმედეგ: „პრეზიდენტი მობილიზებულია, მაქსიმალურადაა მობილიზებული. მობილიზებულია იმ დონემდე, რასაც გარემოებები ითხოვენ. გარემოებანი კი უპრეცედენტოა. რუსეთი უპრეცედენტოდ გამოიწვიეს. და, აქედან გამომდინარე, რეაქციაც ამ საფრთხეს შეესაბამება“.მაგრამ შეშლილი პრეზიდენტის შეშლილი მდივნის შეშლილი სიტყვები პონტი არაა - ეს ჩაშლილი პონტის გამო გაშმაგება გახლავთ. რუსეთსა და თურქეთშ შორის ომი არ იქნება, მაგრამ ურთიერთობათა მკვეთრ გამწვავებას ადგილი ექნება. პუტინისთვის, დემონებთან მისი ბრძოლის საერთო სურათისათვის, ეს ფასდაუდებელი წვლილია. ის პიარ-სამყაროში ცხოვრობს - ვირტუალური ომის სამყაროში, რომელიც ტელევიზიით უნდა აჩვენონ. განსაკუთრებით მას მერე, რაც მან უკრაინაში ჰიბრიდული ომი წააგო და პროპაგანდის მიერ გაბერილი „რუსული სამყაროს“ კონცეფცია დაიფუშა.პუტინისთის, როგორც დიქტატორისთვის, ერთობ რთული ვითარება შეიქმნა, რადგან, როგორც წესი, დიქტატორები მიდიან ხოლმე საგარეო-პოლიტიკური მარცხის შემდეგ. სწორედ ამის გამო შეცვალა კრემლმა დღის წესრიგი და ახლო აღმოსავლეთში შეეტენა, რათა თავის ტელეღიპუცებს სირიაში მიღეული საგარეო-პოლიტიკური გამარჯვების ილუზია მიასაღოს. მაგრამ იქ გამარჯვება იმთავითვე გამორიცხულია. სუნიტური უმრავლესობის შურისძიებისგან არც თუ დიდი ალავისტური ანკლავის დაცვა და „მმეორე ლუგანდონიის“ შექმნა - ესაა მასიმუმი, რაც იქ „ჰესბოლას“ და სხვა ამგვართა დახმარებით შეიძლება მოხდეს.ახლა პუტინს ტელევიზორში ჭირდება ორუელისეული ევრაზია, რომელიც სხვა იმპერიასთან - ოკეანიასა და ოსტაზიასთან მუდმივ ბრძოლაში იქნება ჩართული. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ნოვოროსიის დამორჩილების რომანტიულ დროებაში გვინმარტავდნენ, რომ უკრაინა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიაა, რომელზეც რუსეთი დასავლურ ცივილიზაციასთან მეოთხე მსოფლიო ომს აწარმოებს. ამ თვალსაზრისით, თურქეთი კარგად გათამაშდა პუტინის პიარკამპანიაში.
მოსკოვისათის კარგი ის არის, რომ ძალიან რთული ორთაბრძოლა ესახება, ვინაიდან ასეთ მტერთან, სწრაფი გამარჯვების იმედი არ უნდა გქონდეს. შედეგად სირიაში „ტერორისტებთან“, სამთვიანი დაპირებული ბრძოლის ნაცვლად, შეგვიძლია რეგიონში ხანგრძლივი კონფლიქტის იმედი გვქონდეს და ეს, პუტინის რეჟიმს ფსევდოლეგიტიმაციით საგულდაგულოდ უზრუნველჰყოფს.
ახლა ორუელისეულმა მოდელმა დასრულებული სახე მიიღო: თუ კი ადრე მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს ვებრძოდით, ახლა უკვე NATO-საც ვებრძვით - ასეთია თურქეთთან გამწვავების ძირითდი რეზულტატი.
როგორ გგონიათ, რატომ წავიდა თრქეთი რეგიონში ვითარების გამწვავებაზე?
აღვნიშნავ, რომ თურქეთი, რომ აღარაფერი ვთვათ NATO-ზე, კონვენციონალურ დონეზე რუსეთის არმიაზე ძლიერია, ხოლო ბირთვული იარაღი თურქეთს ტერიტორიაზეცაა განთავსებული, თუმცაღა ე. წ. „ორმაგი გასაღებით“, რომლის ერთ ნაწილსაც აშშ-ს ფლობს. თუმცა, გასაგებია, რომ მხოლოდ და მხოლოდ საჰაერო სივრცის დარღვევისთის, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური მიზეზი სახეზეა, თვითმფრინავებს არ აგდებენ. ბოლო წლებში რუსეთმა ამგვარი შეფრენები მთელს მსოფლიოში არა ერთხელ განახორციელა და, მათ შორის, აშშ-სა და ბრიტანეთის ტერიტორიებზეც.
სინამდვილეში, თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსეთის მხრიდან თურქთათვის ეთნიკურად ახლობელი თურქმენების გამუდმებული დაბომბვის პასუხად. მათ „ისლამურ საელმწიფოსთან“ არაფერი აკავშირებით. მათი ერთადერთი დანაშაული ის გახლავთ, რომ ისინი, ისევე, როგორც სირიელი ხალხის უმრავლესობა, აჯანყდნენ ბაშარ ასადის წინააღმდეგ. ამის საპასუხოდ, მოსკოვი მათ უმოწყალოდ ბომბავს, რასაც ერდოღანი ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდა. დააყენეთ თავი მის ადგილას. დაუშვა ეთნიკური თურქების მკველობა - თურქი პოლიტიკოსისათვის ეს სასიკვდილო განაჩენზე ხელმოწერაა. სხვათა შორის, პუტინს ეს ძალიან კარგად ესმის. ხომ ცნობილია, რომ ის არ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“. პირიქით, ის ანადგურებს ოპოზიციას, რომელიც ტერორისტებთან კავშირში არაა. და ამას აკეთებს იმიტომ, რომ დასავლეთი დააყენოს არჩევანის წინაშე: ქვეყანაში დარჩა ორი ძალა - ასადი და „ისლამური სახელმწიფო“ - საიდანაც ნაკლები ბოროტების არჩევა უნდა მოხდეს.
ასე რომ, როდესაც ერდოღანი და პუტინი პარიზში სულელური დათბობისადმი მიძღვნილ სულელურ კონფერენციაზე გადაიკვეთებიან, საუბრის თემა იქნება ის, განაგრძობს თუ არა პუტინი თურქმანების დაბომბვას.
ასეა თუ ისე, ბომბდამშენის განადგურებამ მოსკოვი დაამცირა. ჯერ არაა ნათელი,თუ როგორ გეგმავს კრემლი ტელემოსახლეობის თვალში რეპუტაციის აღდგენას.
საქმე ის გახლავთ, რომ თქვენგან განსხვავებით, მე იმ ვირტუალურ სივრცეში ვარ მოქცეული, რომელიც ამ ტელეღიპუცებისათვის იქმნება და ამ კუთხით, პუტინთან დაკავშირებით, დიდად არ განვიცდი. უკვე შექმნილია უამრავი სიმულაციები. დამპალი ვაშლები, ჭიანი ბანანები, თურქული ექსპორტის შეზღუდვა, სამშენებლო კომპანიების გარიყვა, საელჩოსთან თურქული დროშების დაწვა. ერთი სიტყვით, იქმნება მკაცრი პასუხის ილუზია, რომელიც კომპენსაციის ფუნქციას ატარებს.
როგორ გგონიათ, NATO-ში გააცნობიერეს, რომ მას შმედეგ, რაც სამხედრო პასუხზე უარი ითვა, რუსული სამხედრო მანქანა ქაღალდის ვეფხვი აღმოჩნდა?
NATO თავად ახდენს თავისი თავის, როგორც ქაღალდის ვეფხვის პოზიციონირებას, რათა არ გააბრაზოს მეორე ქაღალდის ვეფხვი. და თუ კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე ჩინოვნიკის თავში მაინც დაიბადება რაიმე ბრუტალური აზრები, ისინი თავადვე განიშორებენ მათ.
რომელი NATO? შეხედეთ ამ საცოდავ ოლანდს. რატომ ჩადის ის მოსკოვში პუტინის ხელის საამბოროდ, თითქოს ის სამყაროს მამამარჩენალი იყოს? ერთი მარტივი მიზეზის გამო: მას შეეშინდა. გახსოვთ რას აკეთებდა რუსული პროპაგანდა ტერაქტიდან პირველივე საათებში? გაიხსენეთ მარკოვის, კისილიოვის, სოლოვიოვისა და მედვედევის ცინიკური განცხადებები იმის შესახებ, რომ ფრანგებს უსიამოვნებები კვლავაც ელით და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ისინი არ შეიგნებენ, რომ მოსკოვთან უნდა შეთანხმდნენ და ჩააბარონ უკრაინა, რომელსაც, როგორც ცნობილია, მართავს „უკრაინული ნეონაცისტური ხუნტა“, რომელიც „ანტიჰიტლერული კოალიციის“ მთავარი დამაბრკოლებელია.
მსურს ჩემი პოზიცია განვმარტო: მე სულაც არ ვამტკიცებ, რომ პირადად პუტინმა მოახდინა საფრანგეთის აფეთქებათა ორგანიზება. მაგრამ მას აქვს კოლოსალური ბერკეტები „ისლამურ სახელმწიფოზე“ ზემოქმედებისა, რომლის ბირთვს სადამის ის ოფიცრები შეადგენენ, რომლებიც მანამდე რუსეთში იწრთვნებოდნენ. ცნობილი ფაქტია, და ამაზე „ნოვაია გაზეტაც“ წერდა, რომ ჩრდილოთ კავკასიიდან ჯიხადისტების მასიურ შეგზავნა ФСБ-ს პირდაპირი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. ახლო აღმოსავლეთზე თავისი გავლენა ძველმა ჩეკისტურმა აგენტურამაც შეინარჩუნა. ფატორი, რომელზეც მე - და მგონი მხოლოდ მე ამ ქვეყანაში - ბოლო დროს ვსაუბრობ, და რომელიც სანდო წყარებს ეფუძნება, ეს ასადის მიერ „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ნავთობის მოსკოვის მფარველობით შეძენაა. ფაქტობრივად, ერთგვარი სამთა კავშირი შეიკრა: ასადი-პუტინი -„ისლამური სახელმწიფო“.
ფრანგებმა იციან ამ ურთიერთკავშირის შესახებ და ამიტომ თავს იზღვევენ, რათა მოსკოვთან პირდაპირ დაპირისპირებაში არ აღმოჩდნენ. და უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ოლანდი არაა, ვინც რუსეთთან კავშირს ემხრობა. მოსკოვში ის საფრანგეთის მთელმა პოლიტიკურმა კლასმა მარსელიოზას ჰანგებით გააცილა - დაწყებული ტროცკისტი მალანშონიდან, ფაშისტი ლე პენით დასრულებული - ყველა ერთხმად მოუწოდებდნენ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გაუქმებასა და უკრაინის დავიწყებას. ამასვე გაჰკიოდა ქვეყნის ექსპრეზიდენტი და მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი სარკოზი და, მასთან ერთად, ყოფილი პრემიერების მთელი დასტა.
უნდა ითქვას, რომ ეს სავსებით ჯდება ფრანგული ელიტის ტრადიციებში: მეორე მსოფლიო ომის დროს, ისინი თავის ებრაელ მოქალაქეებს გესტაპოს უგდებდნენ ხელში. და რატომ არ უღალატონ დღეს უკრაინელებს?
მეორე საკითხია, რომ ეს შესანიშნავი ფრანგული აღტკინება, მიუხედავად ოლანდის პირადი სურვილისა და ფრანგული ელიტის სიმხდალისა, ჯერ არც ვაშინგტონში, არც ლონდონსა და ბერლინში გაიზიარეს.
რას იტყვით ბელკოვსკის ვერსიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი პარიზულ ტერაქტებთან უშუალო კავშირშია?
მოდით, ასე ვთვათ: მე ინფორმაციის უფრო საიმედო წყარო მაქვს - ალექსეი ვენედიქტოვი. მას, თავისი სულელობისა და კრემლში კონტაქტების ქონის წარმოჩენის პატივმოყვარე სურვილის მიზეზით, „ეხო მოსკვისთვის “ მიცემულ ამასწინდელ ინტერვიუში წამოცდა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ნავთობით უშუალოდ კრემლის შუამავლობით ვაჭრობს. მისი ბანკები შესაბამისი სავაჭრო ოპერაციებისგახორციელებას უზრუნველყოფენ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტორო, ტერორისტებს დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს - ჩვენი შესანიშნავი რიბენტროპი, ბოლო დრომდე ხელს უშლიდა ფრანგებს, რომ მათ სირიის ნავთობწარმოებისათვის არ დაერტყათ. და რა თმა უნდა, ის აქ „საერთაშორისო სამართლას“ ეყრდნობოდა. ცხადია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ პუტინი იღებს ყურმილს და პირადად იძლევა ტერაქტის ჩატარების ბრძანებას. მაგრამ ფაქტია, რომ ტერაქტები მოხდა სწორედ იმის კვალდაკვალ, რაც ფრანგებმა „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებადი სანავთობო იმფრასტრუქტურა დაბომბეს. საფრანგეთძე პროპაგანდისტური და პოლიტიკური ზეწოლის თვალსაზრისით, კრემლმა ეს ყველაფერი შესანიშნავად გამოიყენა.