top of page

  ბოლო-ბოლო, ერთიანდება თუ არა

 Spice Girls?  

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის ხელახალი გაერთიანების შესახებ ხმები პერმანენტულად მუსირებს, თუმცა ამჯერად ყველაფერი საიუბილეო თარიღს უკავშირდება - Spice Girls-ის პირველი სიმღერა 20 წლის გახდა.
გაერთიანების მორიგი მცდელობის შესახებ ჟურნალ Billboard-ს ჯგუფის ერთ-ერთმა მონაწილემ, მელ ბიმ (სასცენო ფსევდონიმით Scary Spice) განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად მონაწილეთა შორის ერთობლივი მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„პოტენციურად, ეს ასეც იქნება. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვცდილობთ გავერკვეთ ყველა აქედან გამომდინარე საკითხში.“
მელანის თქმით, ამას მისგან ითხოვენ მისი შვილებიც, რომლებიც სიამოვნებით ასრულებენ ჯგუფის სიმღერებს.
ჯგუფის გულშემატკივრებს მათი ერთობლივი გამოსვლის ხილვა უკვე მომავალი წლის დასაწყისშივე შეეძლებათ - კონცერტი მათი პირველი სიმღერის (Wannabe) 20 წლის იუბილეს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა, რომლის დაშლაც 2000 წელს გამოცხადდა, არსებობის მანძილზე სამი ალბომის გამოშვება მოასწრო.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page