

ვინ მართავს პარიზულ ტერაქტებს
ამ შეკითხვას სვავს პუბლიცისტი ბეიდულა მანაფოვი ჩანაწერში „Кто ты - кукловод парижских террактов“?
SpektrNews/ბაიდულა მანაფოვი
14.11.2015
შეგიძლიათ ზედმეტი ფანტაზიორობა დამწამოთ, მაგრამ ალბათ მაინც ვერ შეძლებთ გადამარწმუნოთ: პარიზული ტერაქტების მმართველი კრემლში ზის. და ამის დასტურად უამრავი არგუმენტი მაქვს.
უდანაშაულო პარიზელთა ბარბაროსული დახოცვა მსოფლიო ლიდერთა კარსმომდგარ შეხვედრას უკავშირდება - ის 15 ნოემბერს თურქეთში უნდა შედგეს. პუტინი ბოლომდე არ კარგავდა იმედს, რომ 20-ეულის სამიტზე მას მიიღებდნენ, როგორც სირიის კონფლიქტში გამარჯვებულს, მაგრამ არც ერთმა წონადმა ლიდერმა, მასთან ერთი ერთზე შეხვედრა, მასპინძლის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გარდა, არ მოინდომა (აქ კი არაფერია განსაკუთრებული, რადგან ეს სამიტის პროტოკოლური ნაწილია და სამიტის ყველა მონაწილეე ვრცლდება).
მეტიც, დაზვერვის ბოლო მონაცემთა მიხედვით, პუტინს მორიგი დიპლომატიური „ცივი შხაპი“ ელის.
პარიზი სულაც არ შეირჩა შემთხვევით. ჯერ ერთი გულღრძო პიტერელ ბიჭუნას ახსოვს, თუ როგორ გადააგდო იგი ოლანდმა „მისტრალის“ საქმეში. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ არ დაამციროს პუტინი - ე. წ. „ოთხეულის“ შეხვედრებზე, რომლებიც მინსკის შეთანხმებებს უკავშირდება - მთელი მსოფლიო მოიარა ფოტომ, სადაც რუსეთის პრეზიდენტი დაცემულია, ხოლო ოლანდი აშკარად უპირობო გამარჯვებულის პოზაშია.და ბოლოს პუტინის კარიკატურა ეგვიპტის ცაში აფეთქებულ ეაერობუსზე, რამაც დუმაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ის თუ რა ცეცხლი ტრიალებდა ვლადიმერ „გროზნის“ გულში, ძნელი წარმოსადგენი არ არის.
ვფიქრობ 2-3 კვირაც და მსოფლიო პრესა მოსკოვის ამ პირველყოფილი ომის ახალ სახეობაში მონაწილეობის დამადასტურებელ მყარ არგუმენტებს მიიღებს. თუმცა, ვშიშობ, რომ პუტინი ამაზე არ გაჩერდება და თუ მსოფლიო თანამეგობრობამ საშიში პოლიტიკური შიზოფრენიკის მოსათვინიერებლად გადამჭრელ და ეფექტური გზას ვერ მიაკვლია, ჩვენ უკვე „ბინძური“ ბირთვული ან ქიმიური შეტევების მოწმენი გავხდებით.
პუტინმა მიუსამძიმრა საფრანგეთს, მაგრამ ამან, ჩემთვის, გაიჟღერა, როგორც შავმა იუმორმა.