top of page


ტომ კრუზს 9 წლის ქალიშვილთან ურთიერთობა აეკრძალა
ყველაფრის თავში რწმენა დგას, რაც ჯერ კრუზისა და კეტი ჰოლმსის დაშორების მიზეზი გახდა, ახლა კი კრუზისთვის ქალიშვილთან ურთიერთობის აკრძალვის საბაბიც.
ქალიშვილთან ურთიერთობა სამი „ოქროს გლობუსის“ მფლობელსა და „ოსკარზე“ სამჯერ ნომინირებულ 53 წლის ტომ კრუზს საენტოლოგიური სექტის მოძღვრებმა აუკრძალეს. ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს, რაც ტომ კრუზის ყოფილმა მეუღლემ, კეტი ჰოლმსმა ქალიშვილის ამ მოძღვრების მოთხოვნათა შესაბამისად აღზრდაზე, მტკიცე უარი განაცხადა.
როგორც ამერიკული ტაბლოიდები იტყობინებიან, ეს უკვე მეორე წელია გრძელდება - კრუზი არ მონაწილეობს მის ცხოვრებაში და შედეგად, გოგონას უკვე აღარც ახსოვს მამა. ერთადერთი, სადაც ის მას ხედავს, ეს ტელეეკრანია.
ყოფილი წყვილის საერთო ნაცნობი:
„ის საერთოდ არ ინტერესდება იმით, თუ როგორ ცხოვრობს და იზრდება მისი ქალიშვილი. კეტი მცდელობას არ აკლებს, რომ მათი ქალიშვილისთვის სამაგალითო დედა იყოს, მაგრამ ამით მას მამას ვერ შეუცვლის. ტომს სური უკვე თითქმის ორი წელია არ უნახავს. ეს კი ბავშვის განვლილი ცხოვრების მეხუთედია“
bottom of page