top of page

 ძირს ზედმეტი კილოგრამები - გაუმარჯოს  მილიარდერზე გათხოვებას! 

პრესა იუწყება, რომ მომღერალი მერაია ქერი თხოვდება და ამ მიზეზით, ინტენსიურად შეუტია ზედმეტ წონას, რომელმაც ლამის ბუშტს დაამსგავსა. მისი მომავალი მეუღლე ავსტრალიელი მილიარდერი, ჯეიმს პარკერია. როგორც TMZ იტყობინება, სასიძოს შემოსავალი 4.6 მილიარდი დოლარია.
ქერის ეს ძალისხმევა დიდ წვალებად დაუჯდა, თუმცა რამდენიმეთვიანმა რუდუნებამ შედეგი გამოიღო - ეს ცვლილება არავის გამორჩენია.
Radar Online-მა ინტერვიუ პლასტიკურ ქირურგს, ტონი იუნს ჩამოართვა და ჰკითხა, თუ როგორ მოახერხა მომღერალმა ამ შედეგის მიღწევა.

 

ტონი იუნი:
„არაა გამორიცხული, რომ კრიოლიპოსაქცია მას წელის ორიოდ სანტიმეტრით დავიწროვებასა და მეორე ნიკაპის, ანუ ღაბაბის მოშორებაში დაეხმარა. ეს მუცლის, მკლავების, თეძოებისა და სახის არეში „ცხიმის გაყინვის“ ძალიან პოპულარული მეთოდია. თვალშისაცემი რეზულტატის მიღება ამ პროცედურის ერთი სეანსითაც კი შესაძლებელია". 


თავად ქერი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებს და ქორიწილის თარიღთან დაკავშირებითც დუმს.
როგორც ცნობილია, მირაია ქერი ორი შვილის დედაა

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page