top of page

ეს მაინც მოხდა!
22.11.2015

იმის შესახებ, რომ საქვეყნოდ ცნობილი ქართველი არტისტი, პაატა ბურჭულაძე საოპერო სცენიდან პოლიტიკურ სცენაზე გადაინაცვლებდა, ჯერ კიდევ ორიოდ თვის წინ შევიტყეთ. ზოგი აღაფრთოვანა ამ იდეამ, ზოგს კი სინანულის გრძნობა დაგვეუფლა, რადგან მაღალი რეპუტაციისა და საყოველთაო სიყვარულის მატარებელი ამ ქველმოქმედის ბინძურ თამაშებში ხილვა არ გვსურდა.როგორც კი ამ ამბავმა ქართული მედია სივრცე და სოციალური ქსელები მოიცვა, სადღაც „იქ“, შესაძლოა, მიხვდნენ, რომ ასე ერთი დარტყმით სტატუსის ცვლილება ,არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს. მათ კი სწორედაც რომ ცალსახა დამოკიდებულება სურდათ - დადებითი. ამიტომაც, მიზნისკენ სვლა გრძელი გზით დაიწყეს - ჯერ ამბავი გააყუჩეს, მიგვავიწყეს და ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა:ყველაფერს ჯერ ფონდი დაერქვა, თუმცა პოლიტიკურ ფიგურებთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს (ალასანია, ივანიშვილი.. აქვე, ამბობენ, სააკაშვილიცო). თავად მომღერლის კომენტარიც, არც ჰო და არც არაო, ფაქტობრივად ჰო-ს ნიშნავს და ეს ცხადზე ცხადია.ღმერთმა ყველა კაი კაცს ხელი მოუმართოს, მაგრამ მომკალით და ეს კაცი პოლიტიკისთვის არ მემეტება. და თანაც საქართველოში, სადაც ჯერ ყველა შენი დამლოცავი იქნება, მეორე წელს ნახევარი საქართველო შენს მაგინებელთა შორის აღმოჩნდება და ბოლოს, მთელი ქვეყნისთვის საზარელი გახდები.მართალია ბატონი თორნიკე შარაშენიძე: „მათ („ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - კ. ნ..) არ აწყობთ ძლიერი პოლიტიკური ძალის გამოჩენა წინასაარჩევნოდ“. იქვე, ექსპერტი შეკითხვასაც სვამს: „რამდენად ეყოფა ახალ ფონდს ადამიანური და ფულადი რესურსი გარდაიქმნას სერიოზულ პოლიტიკურ ძალად“?აი მთავარიც - ადამიანურ რესურს იპოვნის - აქვს არჩევანი და თუ ეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ არ არიან (ეს ცალსახაა), არჩევანი ამით არ ამოწურულა - ალასანიას პარტიაა, ეს ახალი გაერთიანება „გირჩი"..საარჩევნო წელს ორივე ძალას ფრიად აწყობს ასეთი წონისა და რეპუტაციის ადამიანის გვერდით ყოფნა.ფული?ფულიც იქნება - მთავარია რუსული ფული არ იყოს. ამის შანსი კი ნამდვილად არის.და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავად ბურჭულაძე, უკანასკნელ ინტერვიუში, რომელიც მან „რუსთავი 2„-ს მისცა, ცალსახად გაემიჯნა სახსრების ამ წარმომავლობას.იქვე, იმავე ინტერვიუში, მან ცალსახად პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა, რუსეთი ოკუპანტად მოიხსენია და მთავარი - ამ ვითარებაში, რუსული მხარის გარდა, საქართველოც დაადანაშაულა.ბუნებრივია, ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა. მომდევნო დღეს, ბურჭულაძის მიერ გაკეთებული განმარტებები კი, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია.ერთი სიტყვით, არტისტმა პოლიტიკაში უხეში შეცდომით შემოაბიჯა, რაც კარგს არაფერს უქადის.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page