top of page


ვერეს ხეობის „მანჰეტენიზაციას“ - არა!
28.06.2015
დღეს თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილი საზოგადოება ვერეს ხეობისა და ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზე დაანონსებული მშენებლობების წინააღმდეგ გაერთიანდა.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ როდესაც საპროტესტო აქციაზე დასწრების შესახებ თანხმობას (სოციალური ქსელით) 8.000-ზე მეტი მოქალაქე განაცხადებს, ხოლო, რეალურად, 2-3 ასეული მივა, სამწუხაროა.
თუ ასე გავაგრძელეთ, ვერეს ხეობაშიც იმას მივიღებთ, რაც ე. წ. „აკადემიურ ქალაქში“ (სპორტის სასახლის უკან) გვაქვს.
მეტი კონსოლიდაცია გვამრთებს! ეს ქალაქი ამ ქვეყნის მოსახლეობისაა და არა ცალკეული პიროვნებებისა თუ ინტერესჯგუფების.
უნდა იყოს ის, რაც სურს ხალხს და ბასტა!
ხალხს სურს „სოლიდარობის პარკი“!
bottom of page