

საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დარჩა, თუმცა საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია. უფრო რომ დავაზუსტოთ, „ნაცინალებმა“ ის უკვე დაიწყეს, ხოლო ხელისუფლება, ძალაუნებურად, აჰყვა.
ოპოზიციამ, თავიდან, დაბალი ტემპითა და ინტენსივობით დასტარტაю აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ანტიკორუფციული საბჭო (თუ რაღაც ამგვარი). ასევე, სიტყვის თავისუფლებისათვის სახალხო ფრონტის ორგანიზება, თუმცა უკვე თითქმის თვეა, რაც ტემპი მზარდია და ამის პირველი სიმპტომი პენსიათა ზრდის სავსებით რეალისტური ინიციატივა გახლდათ. კი ფშიკა ფეხები „ოცნებამ“, გვინდა, მაგრამ ვერაო, მაგრამ მერე ჭკუაში დაუჯდა. თუმცა 50 ლარის ნაცვლად, ოცდაათლარიანი მატება გამოაცხადა (რაც ძალიან სიმპტომატურია). ხოლო ის ფაქტი, რომ მატება ზაფხულის შუაწელს გახორციელდება, ზუსტი მაჩვენებელია იმისა, რომ გათვლა არჩევნების მოახლოებაზეა.
უნდა ითქვას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კამპანიების წარმოების გამოცდილებაც ბევრად დიდი აქვს და, ზოგადად, პოლიტიკური ცხოვრებისაც. ამის თვალსაჩინო მაგალითი ის განცხადებაა, რომელიც პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „ტაბულას“ ეთერში (გადაცემა „თეორემა“) გააკეთა:„..ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა არის ეკონომიკური დანაშაულის საერთოდ დეკრიმინალიზაცია, წინასწარი პატიმრობის გაუქმება ეკონომიკურ დანაშაულზე და მსუბუქ დანაშაულებზეც კი. ასევე დიდი ოდენობების ქვემოთ, ვთქვათ, 500 000-ზე ნაკლებზე და, საერთოდ, სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმა.“
ძალიან ნიშანდობლივი განცხადებაა და, პირველ რიგში, სწორედ კამპანიის კონტექსტში. ეს პირდაპირი მესიჯია და ის საკმაოდ დიდი აუდიტორიისათვის გახლავთ განკუთვნილი. ახლა რთულია იმის თმა, თუ რა ეფეტს იქონიებს იგი ამ „კატოგორიაში“ მოქცეულ ამომრჩეველზე პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე, მაგრამ „ნაციონალების“ საარჩევნო პროგრამის კონტურები უკვე იკვეთება და სავარაუდოა, რომ ამ თემის აქსელერაციაც მალე დაიწყება. თანაც, ამჟამინდელ ხელისუფლებას რომ ვაკვირდები, სწორედ ის შეუწყობს ხელს საკითხის პედალირებას და, პირველ რიგში სრულიად უაზრო წინააღმდეგობის გაწევით.
ისე კი, თუ ბოლო ტენდენციებს დავაკვირდებით, არაა გამორიცხული, რომ „ოცნებამ“ ინიციატივის ხელში ჩაგდება მოინდომოს, საკითხს კოსმეტიკური „რემონტი“ ჩაუტაროს და, როგორც ჩვევია, უტიფრად გაასაღოს თავის წამოწყებად.
ვნახოთ.
საარჩევნო კამპანია - START!
22.11.2015