top of page

Independent/ლიზი დიერდენი
25.11.2015


როგორც თურქეთში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანმა ელჩმა, ანდრეი კარლოვმა განაცხადა, „რუსეთი კვლავაც მზადაა გაერთიანდეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ ახალ საერთაშორისო კოალიციაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი ეს თურქ სამხედროებთან თანამშრომლობას ნიშნავს“
რუსული თვითმფრინავი ოლანდისა და ობამას შეხვედრამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოაგდეს. არადა, საფრანგეთის პრეზიდენტი თავის ამერიკელი კოლეგასთან რუსეთის საერთაშორისო კოალიციაში ჩართვის საკითხის დაყენებას, სწორედ ამ შეხვედრაზე აპირებდა.
ამავე დროს, საფრანგეთში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრ ორლოვმა განაცხადა, რომ კრემლი გაერთიანებული სამეთაურო ცენტრის აშშ-ის, საფრანგეთისა, თურქეთისა და სხვა ქვეყნების მონაწილეობით შექმნისათვის, მზადაა.
„რამდენიმე სახეობის კოალიცია არსებობს - აღნიშნა მან - პირველი, ესაა გაერთიანება, სადაც მოქმედებათა კოორდინაცი ხდება, რაც გარდაუვალი აუცილებლობაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ უფრო შორსაც წავიდეთ და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული დარტყმების ერთობლივ დაგეგმვაშიც ჩავერთოთ.“
კითვაზე, დათანმხმდება თუ არა მოსკოვი ბოლო მოვლენათა და თურქეთთან სამხედრო კავშირის გაწყვეტის ფონზე ამგვარ გაერთიანებაში მონაწილეობაზე, ორლოვმა უპასუხა: „თუ კი ისინი ამას მოისურვებე, ცხადია, ჩვენ მადლობლები დავრჩებით.“
არსებობდა საშიშროება, რომ რუსეთი შურისძიების გზით წავიდოდა და თურქეთისათვის ბუნებრივი აირის საფასურს გაზრდიდა, თუმცა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისათის საფრთხეს არ წარმოადგენს და აირის მიწოდებაში, შეფერხებები მოსალოდნელი არაა.
ორ ქვეყანას შორის ახალი კონფლიქტის საშიშროებამ NATO-ს ვითარების დეესკალაციისათვის ღონისძიებათა გატარება აიძულა, თუმცა ეს განცხადებები, ასეთ საშიშროებას საგრძნობლად ამცირებენ.

 

თურქეთთან კოალიციაში გასაერთიანებლად, რუსეთი კვლავაც მზადაა

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page