top of page

 ლეონარდო დი კაპრიოს „ოსკარის“ მიღების შანსი აქვს  

 

კრიტიკოსები და ბუკმეიქერები მიიჩნევენ, რომ 2016 წლის „ოსკარის“ ნომინანტთა სიაში უთუოდ მოხვდება ლეონარდო დი კაპრიოც. კერძოდ კი როლისთვის, რომელიც მან შეასრულა ფილმში „გადარჩენილი“.
როგორც ცნობილია, პრეტენდენტთა ოფიციალური სია მხოლოდ 2016 წლის აინვარში გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ მსახიობს აღნიშნულ ფილმში მუშაობა ძალიან გაუჭირდა. „ამ პროექტზე მუშაობა იყო ყველაზე რთული რამ, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია“ - აღნიშნა თავად დი კაპრიომ.
იმედია, რომ სპეციალისტები არ ცდებიან და ალეხანდრო გონსალეს იანიარრიტუს ეს ფილმი, მართლაც მოხვდება „ოსკაროსანთა“ შორის.
შეგახსენებთ, რომ თავისი საკმაოდ ხანგრძლივი სამსახიობო კარიერის მანძილზე, მიუხედავად არა ერთი ბრწყინვალედ შესრულებული როლისა, ლეონარდო დი კაპრიოს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არასოდეს მიუღია

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page