

მათი შეხვედრა ხაზანოვის 70-ე იუბილეს მიეძღვნა და სატირიკოსმა ორდენიც მიიღო საჩუქრად, მაგრამ „მსოფლიო გენიასთან “ ხელცარიელი ხომ არ მივიდოდა?
ჰოდა, რუსეთის საიმპერატორო გვირგვინის ზუსტი ასლი დაადგა თავზე!
ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს, თოფი მეთოფეს და მეთოფე სოფელსო - ამ პრინციპით.
ანუ, იმპერატორი შენ ხარ და ბარემ გვირგვინიც მომირთევიაო..
პუტინმა დაიმორცხვა, რას ბრძანებთ, რას ბრძანებთო და თავად მას ჩამოამხო თავზე.
„მძიმეა“ - ამოილუღლუღა ხაზანოვმა და ამით აგრძნობინა, კარგად ვხდები შენი მისიის სიმძიმესა და სირთულესო.
პუტინს ისღა დარჩენოდა, ამოეხვნეშა, მზერა სივრცეში მიეპყრო და მთელი არსით შეეგრძნო ის სიმძაფრე, რომელსაც მსოფლიო ბოროტებასთან დაგეგმილი მისი გადამწყვეტი შეტაკება ჰპირდებოდა.
სადღაც, ფონად, ალბათ „გაზაფხულის 17 გაელვების“ საუნდტრეკი ისიებდა გულს.
მეფე და მასხარა
04.12.2015