top of page

ახალი საქართველო
15.06.2015

 

ბოლო დღეთა ამბებით შეძრულს, თქმა არაფრისა შემეძლო. ბევრ საუბარს არც ახლა ვაპირებ - ყველაფერზე ფოტოები მეტყველებენ თავად - ყველამ ვნახეთ.

ეს დიდი ერია!
ეს ახალი სახელმწიფოა!
დიახ, დიდი ერი, რადგან დიადი წარსულის შემდგომ, ნათელი მომავლის შენება მხოლოდ ასეთებს ხელეწიფებათ. დიახ, სწორედაც დიდი ერი და, ცხადია, ეს სიდიადე მისი რაოდენობით არ განისაზღვრება.დიახ, ახალი სახელმწიფო, თუმცა ამის ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა თუ ინდივიდებზე მიწერა ამაოა - თავისი ახალი სახელმწიფო ქართველმა ხალხმა შექმნა და მის შემდგომ განვითარებასაც სწორედ ეს ხალხი გააგრძელებს!გააგრძელებს იმის მიუხედავად, თუ რა აქვთ ჩაფიქრებული გვამის თაყვანისმცემელთა ურდოებსა თუ მათ ემისრებს, რომლებიც გვებრძოდნენ და გვებრძვიან ყოვლად ბინძურად;ყოველგვარი ღირსების გარეშე;სიცრუითა და გესლის ღვრით; წაკიდებითა და ათასი მითის ტყვეობაში ჩაყრით.
მაგრამ აჰა და, დაიმხსვრა მითი იმის შესახებ, რომ ჩვენ ერთად დგომა არ ძალგვიძს!
დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ თბილისი მხოლოდ თბილისელებს უყვართ!
გაცხადდა მიზეზი იმისა, თუ რა ძალით გამოვაღწიეთ ბობოქარ ათასწლეულებს!
და ისიც, თუ რაა ის, რაც უძლეველს გვხდის.
საქართველო დაუმარცხებელია!

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page