top of page

ლივ ტაილერმა

დეივ გარდნერის სტატუსი დააკონკრეტა

ამ რამდენიმე დღის წინ, 38 წლის მრიკელმა მსახიობმა და მოდელმა, ლივ ტაილერმა მასსა და დეივ გარდნერს შორის არსებულ ურთიერთობებს იდუმალების ფარდა ახადა.
სულ ახლახანს წყვილს ვაჟი, სეილორი შეეძინა და ყველა ელოდა, რომ ტაილერი და გარდნერი მოახლოვებული ქორწილის შესახებ განაცხადებდნენ.


თუმცა, The Jonathan Ross Show-ს ეთერში ტაილერმა განმარტა, თუ კონკრეტულად რა სტატუსი აქვს დეივს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წამყვანმა ხუმრობით პაემანზე დაპატიჟა და ჰკითხა, ქმართან ერთდ ხომ არ ხარო.

 

ლივ ტაილერი:

„ის მალე შემოგვიერთდება. და ის არ გახლავთ ჩემი ქმარი. ის ჩემი საქმროა. თუმცა მე უკვე დიდი ხანია, რაც მას ქმრადმოვიხსენიებ".

 

აქვე მან განაცხადა, რომ დევიდ ბეკჰემი, რომელიც ახალშობილის ნათლიაა, თავის მოვალეობებს თავს მშვენივრად ართმევს.


„ის ძალიან საყვარელია. ის უამრავ საჩუქარს გვჩუქნის და ნამდვილი ჯენტლმენია - ისაა ყველაფერში ელეგანტური და მომხიბვლელი. მას ძალიან მოსწონს როგორც თავისი შვილების მამის როლი, ასევე ჩვენი სეილორის ნათლიისაც".
 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page