

ჯენიფერ ლოურენსმა ბავშვობის ოცნება აისრულა
მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი, რომელმაც სახელი „მშიერ თამაშებში“ მონაწილეობით გაითქვა, რეჟისორობას გეგმავს. თურმე 25 წლის არტისტი ამაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა და აი, ახლა, კინომატოგრაფიაშიში მიღწეული წარმატების გამყარება მან საკუთარი კინოპროდუქტის შექმნით გადაწყვიტა: როგორც გაირკვა, ის გეგმავს იყოს რეჟისორი ფილმისა, რომლის სამუშაო სახელწოდებაცაა „ოპერაცია „დელირიუმი“.
ფილმს საფუძვლად უდევს ისტორია ჟურნალისტისა, რომელმაც საიდუმლო ქვედანაყოფის ირგვლივ, გამოძიება ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ლოურენსი ამ სახის ისტორიის კომედიურ ჟანრში გადმოცემას გეგმავს.
ფილმში მონაწილე მსახიობთა ვინაობა და ჩვენების სავარაუდო თარიღი ჯერ არაა ცნობილი.
როგორც ირკვევა, ჯენიფერ ლოურენსი ამ ოცნებას გულსა და გონებაში საკმაო ხანი ატარებდა. ასე რომ, მალე მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ მისი სარეჟისორო დებიუტი შევაფასოთ.
აღვნიშნავთ, რომ თავისი სამსახიობო საქმიანობის შედეგად, ჯენიფერმა საპატიო წოდება მიიღო - ის წლის მსახიობად აღიარეს.
სხვათა შორის, მისი ოჯახი მალე შევსებას ელის.
ჯენიფერ ლოურენსი:
„ამაზე 16 წლიდან ვოცნებობდი, მაგრამ მთელი ეს წლები, საამისოდ მზად არ გახლდიოთ. ყველაზე ნაკლებად, ცხადია, ჩავარდნა მსურდა. ახლა კი, ჩემი აზრით, დადგა მომენტი.“
თავად მსახიობმა და მომავალმა რეჟისორმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ეს ყველაფერი დაემსგავსება მჟავაზე ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომლის დროსაც ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო“.