top of page

ერაყის პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე, ჰაკიმ ალ-ზამილი თურქეთს, ერაყის ტერიტორიაზე სამხედროთა შეჭრის გამო, საომარი მოქმედებებით დაემუქრა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა 130 სამხედრო ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ მოსულის შემოაგრენში გაგზავნა, რათა მათ მხარი დაუჭირონ ადგილობრივ ქურთულ ფორმირებას - „პეშმერგს“ და, ასევე, გაწრთვნას მისი მებრძოლები.
ალ-ზამილის თმით, ერაყის ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი თურქი სამხედრო, ათობით ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა იმყოფება. მან ხაზიგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის ეს ქმედება არა ერაყის ხელისუფლებასთან, არამედ „პეშმერგთან“ შეთანხმდა.
ოდნავ ადრე, ერაყის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის ჯარების მოქმედება განხილული იქნება, როგორც სუვერენიტეტის დარვევა და მოითხოვა ქვეყნიდან მათი დაუყოვნებლივ გაყვანა.
მედიის ცნობით, ერაყში თურქული ჯარების გაგზავნა ამერიკის ხელმძღვანელობით მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენს.

 

ერაყი ტურქული ჯარების მის ტერიტორიაზე ყოფნას აპროტესტებს და საომარი მოქმედებების დაწყებით იმუქრება

 

06.12.2015

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page