top of page

თურქეთი რუსეთს იწვევს. ჩვენ ომის პირას ვართ

 

კონფლიქტი, შესაძლოა, დაიწყოს საჰაერო ორთაბრძოლების სახით, რომლებიც საზღვაო შეტაკებებში გადაიზრდება და აიძულებს NATO-ს, რომ ჩაერიოს

 

Новое Время/პაველ ფელგენგაუერი

24.11.2015


ჩვენ ევროპასა და, შესაძლოა, მთელს მსოფლიოში დიდი ომის გაჩაღების წინაშე ვდგავართ. და ეს თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის, СУ-24-ის ჩამოგდებას უკავშირდება.

ყველაფერი საკმაოდ სერიოზულადაა. თურქებმა, ფაქტობრივად, თურქმენთა დასაცავად ჩრდილოეთ სირიის ცაში არასაფრენი ზონის დამკვიდრება დაიწყეს და მიმაჩნია, რომ რუსული მოიერიეს ჩამოგდება პირველი, თუმცა არც თუ უკანასკნელი ინციდენტია.

შესაბამისად, ესკალაცია სავსებით დასაშვებია.
თავიდან რუსულ და თურქულ სამხედრო თვითმფრინავებს შორის საჰაერო ბრძოლები გაჩაღდება. შემდგომში, ეს დაპირისპირება, შესაძლოა, ზღვაზეც გავრცელდეს, რაც ბოსფორის სრუტის ჩაკეტვასა და NATO-ს სხვა ქვეყნების ჩარევას გამოიწვევს.

ახლა, მოსკოვში უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბება, რათა გადაწყდეს თუ როგორი იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯები.

პესკოვმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, პუტინი ამ სკითხს სოჭში, იორდანიის მეფესთან შეხვედრაზე წამოწევს, მაგრამ ეს ახლა არაა დიდი მნიშვნელობის მატარებელი - იორდანიის მეფე აქ არსებით როლს ვერ ითამაშებს - ის არ გახლავთ თურქეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელი - ერდოღანს თავისი დღის წესრიგი აქვს და, როგორც ჩანს, მისთვის რუსეთთან სერიოზული კონფრონტაცია მისაღებია. და ეტყობა თურქი სამხედროებისთვისაც.

ამიტომაც, ჩვენ ევროპაში სრულფასოვანი ომი გველის.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page