

სარკე
26.07.2015
ნუ, რა ვთქვა...
ის ფაქტი, რომ საქართველოს დედაქალაქი - ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანი..
და ჩემი ქვეყანა - ანტიკურობას ჯერ კიდევ ანტიკურობისას ნაზიარები ალაგი ასეთ ღონისძიებას მასპინძლობს, ცხადია, მახარებს.
ამდენად, „პასკვილად“ შესარაცხს არაფერს დავწერ, არც „ვიქილიკებ“ და ამით, მსუყე ლუკმას არ მივცემ სხვა და სხვა ზომის დორბლმორეულ ქოცს - მხოლოდ ზოგიერთი მომენტის ჩემეულ და, რაც მთავარია, ლაკონურ შეფასებას შემოგთავაზებთ.
მაშ ასე:
ფიოიერვერკი - ერთადერთი, რისი ცქერაც ამ ე. წ. გახსნაზე ღირდა.
სცენარი, კონკრეტული მიზანსცენები, მუსიკალური გაფორმება - პროვინციული დრამწრე.
ტელეოპერატორთა ნამუშევარი, ტელეწამყვანი - უეპითეტოდ!
მისასალმებელი ტექსტის ინგლისურენოვანი ნაწილი - ვაიმე, დედა!
ნახევრადცარიელი ტრიბუნები - სარკე, ანუ დაუნდობელი რეალობა
ბოლოს გაჩენილი ხანძარი - სიმპტომი!
P. S. ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ, ყველაფერი სერიოზული ინცინდენტების გარეშე ჩამთავრდება - სახურავები არ გაჟონავენ, ცხელი წყალი არ შეწყდება, დენი არ გაითიშება, ბათქაში და კაფელი არ ჩამოცვივა..
და სერბეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს არ აღიარებს