top of page

მიღწევა 2024 წლამდე. ანუ, მეფე პუტინის მთავარი გეგმის შესახებ

 

ხელისუფლების სადავეთა პყრობას რუსეთის პრეზიდენტი განაგრძობს იმ დრომდე, სანამ არ ამოწურავს ყველა შესაძლო საკონსტიტუციო ვადას, რომ დარჩეს კრემლში

 

Новое Время/ნინა ხრიუშოვა

16.11.2015


სინამდვილეში, სირიული სცენარისათვის ცხად მზადებას რუსეთში ჯერ კიდევ ივლის-აგვისტოში შეუდგნენ. იმ მომენტისთვის, მოსკოვში შიშობდნენ, რომ ბაშარ ასადგს ჩამოაგდებდნენ, ვინაიდან ის ძალიან დასუსტებული გახლდათ. ასეთ შემთხვევაში, სირიაშიც დაიწყებოდა ის, რაც ერთ დროს ლიბიაში, პოლკოვნიკ კადაფის ჩამოგდებას მოჰყვა.ასე რომ, რუსები სირიაში ჩარევას გეგმავდნენ და, არსებითად, ჯარების მზადებას ტარტუსის ბაზაზე უკვე აგვისტოს ბოლოს შეუდგნენ. შესაბამისად, ამერიკელთა განცხადება, რომ ეს მათთვის მოულოდნელობა იყო, სხვა არაფერია, თუ არა მათი მორიგი მცდელობა განარიდონ პუტინი გარკვეულ ქმედებებს, თუმცა ის მათ აიგნორებს, რაც ამერიკელთათვის ყოველ ჯერზე სიურპრიზია.პუტინის უარი თანამშრომლობაზე, ძალიან აბრაზებს ამერიკის ხელმძღვანელობას.წლებია ვაცხადებ, რომ მისი იზლოცაიის ნებისმიერ მცდელობის საპასუხოდ, პუტინი ეცდება დამტკიცოს, რომ შეუცვლელია, რომ „რუსეთი - ეს არ არის რეგიონალური ფაქტორი“, როგორც ეს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ობამამ განაცხადა. ის ახდენს დემონსტრირებას, რომ მნიშვნელოვანია და სერიოზულად უნდა აღიქვან.ცხადია, პუტინის КГБ-სთან დაკავშირებული წარსული მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ეს მისი წარსულია ის, რაც მის აზროვნების ფორმებს განსაზღვრავს და აიძულებს იყოს ერთგვარად ჩაკეტილი, იდუმალი.მე ყოველთვის მაოცებდა პუტინში ის, რომ იგი ახერხებს იყოს მტკიცეც და ფარულიც. და ეს არა ერთ ადამიანში გაოცებას იწვევს, რადგან პუტინი, ერთდროულად, ტყულისაკენ მიდრეკილია, მაგრამ ხშირად, პირდაპირ და დაუფარავად აცხადებს იმას, თუ რას მოიქმოქმედებს.
პუტინის ქმედება და რიტორიკა ფრიად ურთიერთდამოკიდებულნი გახლავან და ამიტომ, არ უნდა იქცნენ სიურპრიზად. მიუხედავად ამისა, დასავლეთი შემთხვევიდან შემთხვევამდე ავლენს მოუმზადებლობას.პუტინი - პოლიტიკური მოთამაშეა. და დროა შევიგნოთ, რომ ის მართლაც მზადაა გასწიოს დიდი რისკი - რუსეთის პრეზიდენტი სულაც არ მიეკუთვნება იმათ რიცხვს, ვინც ფრთხილად მოქმედებს.გარდა ამისა, რუსეთი ბიუროკრატიული და იერარქიული პოლიტიკური წარმონაქმნია.როდესაც პუტინს ახალ მეფეს ვუწოდებთ, ეს დაგვიანებული რეაქციაა, რადგან თუ კი ის ასეთად მისი აღმასვლის დასაწყისიდან, ანუ 2000 წლიდან არ გვევლინება, 2004 წლიდან, როდესაც მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა დაიწყო, დანამდვილებით ამ როლშია.დიმიტრი მედვედევი, რომელიც ამჟამად პრემიერია, 2008-2012 წლებში პურტინს, რომელიც ამ დროს პრემიერმინისტრი იყო, საპრეზიდენტო სავარძელს თბილად უნახავდა. არსებითად, ისინი ცვლიდნენ ადგილებს.ამ თუ იმ ხარისხში, პუტინი რუსეთს 15 წლის მანძილზე უწყვეტად მართავდა და, ამდენად, ახალი მეფე, პრინციპში, არც ისე ახალია.პუტინის იდეა ისაა, რომ რუსეთი დიადია და მას ძალუძს გააკეთოს ის, რაც მოესურვება, რათა მსოფლიოში თავისი დიდი პოზიცია დაამკვიდროს. იდეოლოგური თვალსაზრისით, პუტინმა რუსები საომარ ბილიკზე ძალზედ გამათულად შეაყენა. თუ კი მათ მიმართავენ თხოვნით, რომ მოიკლონ კეთილდღეობის რაღაც ნაწილი, ისინი ამას დათანხმდებიან, თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ ამისთვის მათ საკმაო ხანი ამზადებდნენ.რუსი, როგორც ნაცია, მზადაა ბევრი გაიღოს იმისთის, რომ შინარჩუნონ რუსეთის „სიდიადე“, პუტინი კი მეფედ, რადგან საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ მის გარეშე, საქმე კიდევ უფრო ცუდად წავა.არ მგონია, რომ ეს დიდ ხანს გაგრძელდეს, მაგრამ რაღაც პერიოდი ეს ვითარება შენარჩუნდება.უტინი უკიდურესად დაინტერესებულია, რომ ეს ასე იყოს 2024 წლამდე - ანუ იმ დრომდე, როდესაც მას ტექნიკურად ამოეწურება ყველა საკონსტიტუციო საშუალება საიმისოდ, რომ კრემლში დარჩეს.ეს საშინელებაა, მაგრამ საინტერესო ფენომენია - პუტინი, არსებითად, დაიკავებს ადგილს სტალინს (რომელიც ქვეყანას 30 წლი მართავდა) და ბრეჯნევს (მისი მმართველობა 20 წელს გაგრძელდა) შორის.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page