top of page

  ასაკი? სიყვარულმა არ იცის!  

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მეუღლეთა შორის იდეალური სხვაობა 3-5 წელია, თუმცა არსებობს შემთხვევებში, როდესაც ქმრები ცოლებს ბაბუებად თუ არა, მამებად ნამდვილად ერგებიან.
სიყვარულმა ასაკი არ იცის - ცნობილი აქსიომაა.

მაიკლ დუგლასსა და ქეთრინ ზეტა ჯონსზე საუბრისას, ნომეროლოგები ალბათ იტყვიან, რომ ამ წყვილს ერთდ ყოფნა იმთავითვე დაბედებული ჰქონდათ, რადგან ორივე 25 სექტემბერსაა დაბადებული, თუმცა 25 წლიანი სხვაობით.

2000 წელს, როდესაც 31 წლის ზეტა ჯონსი 56 წლის მაიკლს ცოლად გაჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წარმატებულ პროექტში მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდა, მას ბრიტანეთში უკეთ იცნობდნენ, ვიდრე ჰოლივუდში. ამან კი განაპირობა ის დამოკიდებულება, რომელიც თავიდან ჩამიყალიბდა - მისი გრძნობების გულწრფელობისა არავის სჯეროდა.

და მართლაც, მას შემდეგ, რაც ის დუგლასს გაჰყვა, მისი კარიერული სვლა კიდევ უფრო აღმატებული გახდა, მაგრამ მერკანტილური გათვლა აქ არაფერ შუაშია. ამის დასტურია ის აღიარება, რომელიც მის ნიჭს ხვდა და თუნდაც ის „ოსკარი“ რომელიც მან მუიზიკლ „ჩიკაგოში“ შესრულებული ქალის მეორეხარისხოვანი როლისათვის მიიღო.

დღეს მათ უკვე თხუთმეტწლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ და ისინი ერთად ცდილობენ გაუმკლავდნენ იმ უსიმავონებას, რომელიც 2001 წელს შეხვდათ - მაიკლს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, ხოლო ქეთრინმა აღიარა, რომ უკვე წლებია პიროვნების ბიპოლარული აშლილობით იტანჯება.

ახლა ორივე მათგანი რემისიის პროცეშია. ერთხელ, ქეთრინმა ესეც კი თქვა: „ეს სირთულეები გეხმარება გაიგო, თუ ვინ ხარ შენ სინამდვილეში და ვინა შენი მეუღლე.“

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page