top of page
ექსპერტთა აზრით, „გაზპრომი“ კრიზისის პროვოცირებას ცდილობს

უკრაინის მთავრობა და „ნეფტოგაზი“ ირწმუნებიან, რომ უკრაინას რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვისთვის საჭირო თანხები აქვს, მაგრამ ევროპაში ახლა უფრო ხელსაყრელი ფასებია და მიწისქვეშა საცავებშიც, მარაგი საკმარისია.

ასეა თუ არა ეს?

Deutsche Welle/ნატალი მეჰედი
26.11.2015

 

უკრაინისათვის გაზის რუსეთში ახლა შესყიდვა ხელსაყრელი არაა, რადგან ის ევროპაში ბევრად იაფია - დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გააკეთეს „ნეფტოგაზ უკრაინა“-ს და უკრაინის ხელისუფების წარმომადგენლება 25 ნოემბერს. ის გახმოვანდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსულმა მონოპოლისტმა - „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ვინაიდან არ განხორციელებულა გადახდა და ოფიციალური კიევისგან არც განაცხადი გაკეთებულა, ის წყვეტს უკრაინისთვის „ცისფერი საწვავის“ მიწოდებას.
უკრაინის ხელისუფლებამ და „ნეფტოგაზ“-მა ამას მომენტალურად უპასუხეს. არსენი იაცენუკის თქმით, „მათ აურიეს. ეს ჩვენ აღარ ვყიდულობთ მათგან გაზს“.

ანუ, საქმე სახსრების უქონლობაში სულაც არ არისო.

„ნეფტოგაზ უკრაინა“-ის თავკაცის მოადგილემ, ანდრეი პასიშნიკმა კი განმარტა, რომ თანხები არის, უბრალოდ ახლა საცავებში იმაზე გაცილებით მეტი მარაგი გვაქვს, ვიდრე შარშანო. თანაც, მისივე თქმით, „ახლა უკრაინაში მოხმარება გაცილებით ნაკლებია. ევროპაში აირის ფასი „გაზპრომის“ ფასზე დაბალია და ძვირადღირებული გაზის რუსეთის ფედერაციისგან შესყიდვა, ყოველგვარ ეკონომიკურ აზრს მოკლებულია.“

 

„ნეფტოგაზს“ ეკონომიის გაკეთება სურს?

 

მიწისქვეშა საცავებში ბუნებრივი აირი ახლა მართლაც უფრო ბევრია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში იყო. მიწისქვეშა გაზსაცავების ოპერატორთა ევროპული ასოციაციის მონაცემთა მიხედვით, 24 ნოემბრის მდგომარეობით, მარაგი შეადგენს 16 481.11 მლნ. კუბური მეტრს, რაც 12.5%-ით მეტია, ვიდრე 2014 წლის ნოემბრის ბოლოსთვის. და აირის ევროპული ფასებიც, უკრაინისათვის მართლაც უფრო მომგებიანია.
უკრაინის სტატისტიკის სამსახურის მონაცემით, ბოლო 8 თვის მანძილზე „გაზპრომის“ საიმპორტო ფასი კუბურ მეტრზე, საშუალოდ, 302.3 აშშ დოლარი გახლდათ და ეს მაშინ, როდესაც ევროპული აირი 282.9$ ღირს.
„ამ კონტექსტში, იმპორტის შეწყვეტა აბსოლუტურად საფუძვლიანი გადაწყვეტილებაა და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წლის პირველ კვარტალში გაზის ფასი, ნავთობზე ფასის ვარდნის გამო, კიდევ უფრო დაეცემა.“ - აცხადებს მიხეილ გონჩარი, რაზუმკოვის ცენტრის ენერგეტიკულ საკითხთა ექსპერტი. მისი აზრით, „ნეფტოგაზი“, რომელსაც ზედმეტი სახსრები არ გააჩნია, ცდილობს ჯერ ძვირად შეძენილი და საცავებში შენახული გაზი გახარჯოს, ხოლო შემდეგ, შედარებით იაფფფასიანი შეიძინოს - თუ კი „გაზპრომი“ უფრო მისაღებ ფასს შესთავაზებს.

უკრაინის მხრიდან რუსულ გაზის შესყიდვაზე უარს ევროკომისია მშვიდად შეხვდა. „კომისია, ამის გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას არ გამოხატავს“ - ნათვამია გავრცელებულ განცხადებაში.

იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსული გაზის გარეშეც შეძლებს გამოზამთრებას, ამასწინად „ნეფტოგაზის“ მმართველობის თავჯდომარემ, ანდრეი კობოლევმაც განაცხადა.

ამავე დროს, ენერგეტიკის საკითხთა დამოუკიდებელი ექსპერტი, ვლადიმირ საპრიკინი თვლის, რომ რუსული გაზის შესყიდვაზე უარი სახსრების უქონლობით აიხსნება. „ნეფტოგაზის“ რეფორმირება არ დასრულებულა და შედეგად, მსოფლიო ბანკს გაზის შესაძენი სახსრები არ გამოუყვია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა საცავებში ზამთრისთვის საჭირო მარაგი არ არის, უკრაინა იძულებული გახდა უარი ეთქვა აირის რუსეთის ფედერაციისგან შესყიდვაზე.“ - განმარტავს იგი.

 

„გაზპრომის“ სპეკულაცია

 

მიუხედავად ამისა, ესპერტები უკრაინელებს ურჩევენ ძალიან არ იდარდონ, ვინაიდან რუსეთიდან გაზის მიწოდებაში ხანგრძლივი, ნახევარწლიანი წყვეტა მანამდეც ყოფილა, თუმცა ამას კოლაფსი არ გამოუწვევია. ევროპული გაზის შესყიდვისას, ერთადერთი რისკი ისაა, რომ ჩვეულებრივზე მკაცრი ზამთრის პირობებში, მოსალოდნელია როგორც მოხმარების ზრდა, ასევე ე. წ. წინასწარ ბაზრებზე ფასების მატებაც. თუმცა ბოლო წლებში, ევროპული ზამთარი განსაკუთრებული სიცივით არ გამოირჩეოდა.
მიხეილ გონჩარის აზრით, „გაზპრომის“ ხმამაღალი განცხადებები „აბსოლუტურად პროპაგანდისტულია“. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გაზსაცავებში გაზის მარაგის კლებასთან დაკავშირებული გამონათვამები აბსურდულია, რადგან მათი ფუნქციაც სწორედ ისაა, რომ ზამთარში მომარაგებული აირის ხარჯვა მოხდეს.

„გაზპრომი იმ მითის ექსპლოატაციას ეწევა, რომლის მიხედვითაც, უკრაინას მოხმარების კოლოსალური მოცულობები აქვს.“ სინამდვილეში კი, ბოლო ათი წლის მანძილზე უკრაინამ თითქმის გაანახევრა გაზის მოხმარება და თუ კი 2005 წელს ის 76.4 მლრდ. კუბურ მეტრს შეადგენდა, მიმდინარე წლის მონაცემი 36.6 მლრდ. კუბური მეტრია.
გონჩარის აზრით, „გაზპრომი“ ახალი საგაზო კრიზისის პროვოცირებაშია დაინტერესებული და ეს პირდაპირ კავშირშია „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობასთან. ამ პროექტს, გერმანიის გარდა, პოზიტიურად არსად უყურებენ. მასთან დაკავშირებით სკეპტიციზმს ავლენენ არა მხოლოდ წმინდად ეკონომიკური თვალსაზრისის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის ეწინააღმდეგება წყაროთა დივერსიფიკაციის ფუნდამენტურ ევროპულ პრინციპს. ამიტომაც, „გაზპრომს“ სურს დაამტკიცოს, რომ უკრაინა არაა სანდო პარტნიორი.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page