top of page

რუსების палочка-выручалочка

 

ევროპასა და, პირველ რიგში, ბალტიისპირეთში მათი მიმართულებით რუსეთის მხრიდან სრულიად მოსალოდნელ საფრთხეზე, დიდი ხანია საუბრობენ. ამ ლიტვურ გამოცემაში, კრემლის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს კონტექსტშია განხილული. კერძოდ კი ჰაიდი ტალიავინი საყოველთაოდ ცნობილ იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც, საბოლოოდ, რუსეთის ინტერესებს მოემსახურა.
გთავაზობთ რამდენიმე საკვანძო მომენტს

 

delfi.lt/რამუნას ბოგდანას

29.07.2015


მისმა (ტალიავინის - რედ.) დასკვნამ, რუსეთს მისცა შესაძლებლობა გამიჯვნოდა იმას, რაც დღესავით ნათელია - საერთაშორისო კანონების დარღვევა და სუვერენული სახელმწიფოს წინაღმდეგ მიმართული აგრესია.რუსი სამხედრო ექსპერტი, პაველ ფელგენგაუერი: „რუსეთს სურდა, რომ მისი 2008 წლის ავანტიურა, თბილისის მხრიდან ცხინვალისა და რუსი სამშვიდობო ბატალიონის წინააღმდეგ გამოვლენილ აგრესიაზე გაცემულ მის პასუხად გასაღებულიყო“.კომისიას დათქმულ ვადებში წარმოადგინა ზუსტად ის, რაც მოსკოვს სურდა - არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ რეგიონში რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები 2008 წლის 8 აგვისტოს ღამემდე იმყოფებოდნენ, არ არსებობსო, ვკითხულობთ დასკვნაში.თავის სამხედრო მოქმედებებს, რუსეთი ამართლებდა მცდელობით, შეეჩერებინა თბილისის მიერ წარმოებული ცხინვალელთა გენოციდი. ის გაჰყვიროდა 2000 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შესახებ, მაგრამ კომისიამ, მხოლოდ 162 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი დააფიქსირა და ვერაფერი გააწყო კიდევ ერთი რუსული პროპაგანდისტული ხრიკის დასადასტურებლად.ტალიავინის დასკვნა გახლდათ აგრესორის ქმედებებზე დანაშაულებრივი წაყრუება. და აქ უკვე არ აქვს მნიშვენლობა დამოუკიდებელი კომისია დამოუკიდებლად მოქმედებდა, თუ ვინმეს შეკვეთით. ფაქტია, აგრესორს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ აქვს უფლება ჩაატაროს ნებისმიერი აქტი და ის დაუსჯელი დარჩება.ერთი სიტყვით, დასავლეთისთვის კბილის მოსინჯვის განზრახვა წარმატებული აღმოჩნდა. ეს კი კომისიის წევრებსა და თავჯდომარეს აკისრებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებათა გამო, რომელსა პუტინი ეწეოდა მაშინ და ახლა, უკვე უკრაინაში ეწევა.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page