

newsader.com/ალექსანდ კუშნარი
24.11.2015
რუსული Су24-ის თურქეთის საჰაერო სივრცეში განადგურების მთავარი შედეგი გახლავთ ის, რომ დიმიტრი კისილიოვის მიერ ყოვლად გაუფრთხილებლად ნასროლი მუქარა, აშშ-ს ბირთვულ ფერფლად ვაქცევთო, ახლა გამოიყურება, როგორც უკბილო და უადგილო ხუმრობა, რადგან ზემოაღნიშნული ინციდენტიდან რამდენიმე საათშივე გაირკვა, რომ პუტინისეული მრავალთვიანი შანტაჟი, რაც გლობალური ომის დაწყებას უკავშირდებოდა, თავიდან ბოლომდე ბლეფი აღმოჩნდა.
სწორედ რომ დროა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავკაცის, სერგეი ივანოვის გამონათვამი გავიხსენოთ, როდესაც მან Financia Times-თან ინტერვიუში, რუსეთისა და NATO-ს შედარებისას გამოიყენა და რომელმაც გამოაშკარავა ის რეალური დამოკიდებულება, რომელიც კრემლში სუფევს: „სპილო და ქინქლა“, „ჰიპოპოტამი და სახლის კატა“.
შესაბამის დასკვნებამდე კრემლის მრავალრიცხოვანი ადეპტების რეაქციას მივყავართ. ის შეგვიძლია დავახასითოთ, როგორც მომხდარით გამოწვეული ღრმა დაბნეულობა, რადგან მოვლენათა ასეთი განვითარება, მომავლის ყველაზე ცუდ სცენარშიც არ ფიგურირებდა.
მთავარი სახასიათო დეტალი - ვლადიმერ პუტინის რამდენიმესაათიანი დუმილი. როგორც არა ერთხელ აღინიშნა, ასე კრემლის პატრონი იქცევა მაშინ, როდესაც ხდება ის, რისი პროგნოზიც მას არ გაუკეთებია. პარიზის ტერაქტებისგან განსხვავებით, როდესაც პუტინმა სულ რაღაც რამდენიმე წუთში გადმოაფრქვია ნიანგის ცრემლები, რუსული ავიაციის შელახულმა თავმოყვარეობამ, რამდენიმე ათასი ბირთვული ქობინის მფლობელი, კრემლის ერთ-ერთი კოშკის ბნელ და შორეულ კუთხეში მიამწყვდია. იქ ის ალბათ ნერვულად ფიქრობდა თუ როგორ ჩამოერეცხა ეს სირცხვილი საერთორუსული ალფამამრის რეპუტაციისთვის - იმისთის, ვინც სულ ახლხანს კარგად აღზრდილი ანგლოსაქსების წინაშე ამაყად იწონებდა თავს ბირთვული ჩემოდნით.
ჭეშმარიტად რთული არჩევანია: NATO--ზე თავდასხმა დამამცირებელ მარცხს უქადის; ყოველივეს უპასუხოდ დატოვება კი ქვესაუწყებო მოსახლეობისა და დაახლოებული მარიონეტების თვალში შერცხვენის ტოლფასია.
უკვე საღამოს, როდესაც მსოფლიოს მთავარმა გეოპოლიტიკურმა ხულიგანმა საზოგადოების წინაშე წარდგომა ინება, მან სხვა ვერაფერი მოახერხა გარდა იმისა, რომ კბილებიდან გამოცრა ფრაზა რაღაც „ზურგში დანის დატყმის“ თაობაზე, რომელიც რუსეთს „ტერორიზმის ხელშემწყობებმა“ მიაყენეს. ხოლო აზრი იმის შესახებ, რომ თავად მოსკოვი უკვე წელიწადნახევარია უკრაინაში ტერორისტულ ომს აწარმოებს, და რომ მოძალადეებსა და მკვლელებს მძიმე შეიარაღებასა აწვდის,, პუტინმა, როგორც ჩანს, სადღაც ქვეცნობიერის ღმა და ბნელ უფსკრულში გადამალა.
მუქარის მაგივრად, მას ჰქონდა ღიმილისმომგვრელი მცდელობები, რათა თურქეთის საჰაერო სივრცის დაღვევა გაესაღებინა „ტერორიზმთან ჩვეულებრივ ბრძოლად“, რომლის სუბიექტებადაც, როგორც ცნობილია, მოსკოველი დიქტატორი, სირიის ოპოზიციას აღიქვამს. ასევე, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც „შემთხვევითი“ რუსული ბომბების აფეთქებათა ადგილებიდან გარბიან.
პუტინი, რომელსაც, როგორც წესი თავი ბედ-იღბლის გადამწყვეტად მოაქვს, 24 ნოემბერს გამოიყურებოდა, როგორც აცვენილი უფროსკლასელი, რომელიც ფრიადოსან უმცროსკლასელებს ფულს ართმევს, თუმცა ერთ-ერთის უფროსი ძმისგან მსუყე ალიყური მიირთვა.
სისუსტის ტალღამ, რომელიც პუტინისგან ნიაღვარივით მოქროდა, გამოიარა ხელისუფლების მთელი პირამიდულ-იერარქიულ ვერტიკალი, რომლის ფუნქციონერებიც, ვითარცა ბელადის გაფითრებული ორეულები, ახდენენ წინასწარ დათქმული, დაკნინებული პარტიტურის ტრანსლირებას. გამუდმებით ისმის მოწყენილობასა და ამაოებაში ჩამგდები წინადადებები თურქეთთან ტურისტული ნაკადის შეწყვეტის, საჰაერო მიმოსვლის გაუქმებისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის მოშლის მოწოდებები, რომლებიც იმპერიული სიდიადის ნემსზე მსხდომ, ე. წ. „რუსული სამყაროს“ მომხრეთა შორის „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქრით“ ღრმა იმედგაცრუებას იწვევს, ვინაიდან ის, არც მეტი არც ნაკლები, გეოპოლიტიკური ოსტაპ ბენდერი აღმოჩნდა. შედეგად, რუსეთის სამხედრო უპირატესობა, რომლითც პროპაგანდა უხვად კვებავდა ხალხს (და მანქურთის მენტალურ ცხიმში ატივტივებდა მას), შეეჯახა მკაცრ რეალობას, რომელშიც NATO-ს რიგ წევრთა მოთმინება, ხანგრძლივი თავშეკავების შემდეგ, იწურება.
სრულიად განსხვავებული იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრთა რეაქცია.„ნებისმიერის მიმართ, ვინც დაარღვევს ჩვენს საჰაერო და სახმელეთო საზღვრებს, გამოყენებული იქნება შესაბამისი ზომები. ეს ჩვენი საერთაშორისო უფლება და ეროვნული მოვალეობაა“ - მოჭრა თურქეთის პრემიერმინისტრმა, აჰმედ დავიდოღლუმ.
„ეს ქმედებები განხორციელდა თურქეთის მხრიდან და, შესაბამისად, არ წარმოადგენენ ალიანსის საერთო ქმედებებს“ - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა და ცალსახად აღნიშნა, რომ რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, თავდაცვის ამგვარ ღონისძიებებზე არ ვრცელდება.
ანუ, უეცრად ირკვევა, რომ რიტორიკული თავშეკავება და ეთიკური სიმკაცრე, რომელიც პუტინის მრავალთვიანი გამოხდომებისას დასავლელ პოლიტიკოსთა მუდმივი მეგზური გახლდათ, უცვლელი დარჩა. ახლა ის გამოვლინდა როგორც სიძლიერე და არა როგორც სისუსტე, რომელშიც გამუდმებით ადანაშაულებდნენ ვაშინგტონისა და ბრიუსელის ტლანქ ჩინოვნიკებს. რუსული ისტებლიშმენტი კი, რომელმაც დიდება ჯიბეში „წითელი ღილაკის“ ტარებით მოიპოვა, გამოჩნდა როგორც ისტერიული ავადმყოფი, რომელმაც, აღელვებისას, თავი NATO-ს უდრეკობის კლდეს მიახეთქა.
დასავლურმა ბლოკმა აჩვენა, რომ სინამდვილეში არ ეშინია ჭკუიდან შეშლილი ჩრდილოელი ბარბაროსისა და მზადაა მიუჩინოს მას კუთვნილი ადგილი, ფსიქიატრიული საავადმყოფოს შორეულ პალატაში.
კრემლის „აკელას“ მორიგი აცდენის შედეგები ფრიად სავალალო იქნება მისთვის.
ქვეყნის შეგნით, მისი უახლოესი გარემოცვა მის მიმართ დამოკიდებულებაში უკვე აღარ იქნება ისე დარწმუნებული მის ყოვლისშემძლეობაში: ჩვეულებრივმა ადამიანურმა სისუსტემ, რომელიც პუტინმა გამოავლინა, გასაქცევი გზა გაუხსნა უკანასკნელ ვირთხებს, რომლებიც ხომალდზე შერჩნენ. და საუკეთესო, რაც მას უახლოეს მომავალში ელის, ესაა ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ლიდერობა, რომელიც ტახტზე მშიერი გლეხობისა და გაშლეგებული და ადამიანის სახედაკარგული სამხედრო „ელიტის“ გარემოცვაში ზის.
რაც შეეხება ამერიკასა და მის მოკავშირეებს, როგორც თავაზიან ინგლისელებს შეშვენის, ისინი არ შეიმჩნევენ სტუმრის შარვლის ტოტებს შორის მზარდ სველ ლაქას, თუმცა საბოლოოდ გააცნობიერებენ ორ რამეს: პირველ რიგში იმას, რომ ადამიანს შეკავების უნარი სრულებით მოშლილი აქვს, თუმცა მაინც მიიწევს მოკრივეთა რინგისკენ და მსოფლიო ჩემპიონს გატყეპით ემუქრება. და მეორე - ის ჯიუტად არ ატარებს საფენებს.
ერთი სიტყვით, მეფე არ მხოლოდ შიშველია, არამედ ის პისტოლეტიც კი, რომლითც ის ნებისმიერს ემუქრებოდა, არასოდეს ყოფილა დატენილი. გაცხადდა, რომ სინამდვილეში, პუტინი არასოდეს გეგმავდა დასავლეთთან შეტაკებას, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საჰაერო სივრცის მრავალრიცხოვანი დარღვევები, სხვა არაფერი იყო, გარდა იაფფასიანი პროვოკაციისა - მაღალი ფსონისა, რომელიც არასოდეს ყოფილა შესაბამისი ქულებით გამაგრებული.
იმ სიჯიუტეს, რომლითაც, მიუხედავად ოფიციალური ანკარას არა ერთი გაფრთხილებისა, მოსკოვი გამუდმებით არღვევდა თურქეთის საჰაერო სივრცეს და, ასევე, მოსკოვის ამ შოკსა და დაბნეულობას მივყავართ აზრამდე, რომ ის თავისი სითავხედის სისხლის ფასად დაჯდომას სულაც არ ვარაუდობდა.
და სამართლიანი იყო კი თურქეთის ქმედებები? ცალსახად - ის ხომ თავის საზღვრებს ბანდიტისგან იცავდა. იმსახურებენ კი სიბრალულს რუსი პილოტები, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, დაიღუპა? ცხადია, რადგან საქმე სიკვდილს ეხება - მასთან კი ყველა თანასწორია.
პუტინის ქედმაღლობასა და ადამიანის ბედისადმი გულგრილობას კი გამართლება არ აქვს.
კრემლის ბირთვული ბლეფი თურქული შეუდრეკელობის კლდეს მიემსხვრა. ანუ, ჩამოგდებული Су-24 და პუტინი საფენების გარეშე