top of page

სამწუხაროდ, პუტინს ხალხი მართლაც მხარს უჭერს

 

2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (ლიტერატურის დარგში), ბელორუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების შესახებ წერს

 

Tagesspiegel/პაულ ფლიუკიგერი

19.11.2015


გარდა ამისა, გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ალექსიევიჩი განმარტავს იმ მიზეზებს, რითაც პუტინის შედაპოლიტიკური წარმატება აიხსნება.ის მიიჩნევს, რომ დონბასზე საომარი მოქმედებები ყოველ წამს შეიძლება განახლდეს. " არ დაგავიწყდეთ, რომ უკრაინული კონფლიქტი რამდენადმე კი ჩაცხრა, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა და ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება განახლდეს“.იმ ფაქტს, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიას რუსეთში არავინ აპროტესტებს, ალექსეევიჩი ხსნის რუსული ინტელიგენციის შოკური მდგომარეობითა და იმით, რომ მათ, უბრალოდ, არ ესმით რა ხდება. „ხალხი კი, სამწუხაროდ, მართლაც უჭერს პუტინს მხარს და უბრალოდ ბედნიერია იმით, რომ რუსეთი კვლავაც ძლევამოსილი იმპერიაა, რომლისაც მსოფლიოს ეშინია“.„ვშიშობ, რომ ეს ძალადობის ახალი სპირალის საფუძველი გახდება. „ამასწინად, უკრაინაში გახლდით და იქ შევხვდი დვნილებს, რომლებმაც საკუთარი სახლები მიატოვეს, ახლა კი დაბრუნდნენ დონბასზე, რათა ეომონ რუსეთს. ვერავინ იტყვის თუ რით დასრულდება ყოველივე“.ალექსეევიჩის აზრით, ეკონომიკური სანქციები ერთგვარი გამოსავალია, თუმცა სანქციათა გარდა ის სხვა გზას ვერ ხედავს, ვინაიდან თუ კი დასავლეთი სამხედრო დაპირისპირებაზე წავა, კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომს მიიღებს.„მაგრამ სანქციები ნაკლებეფექტური რამ გახლავთ“ - თვლის მწერალი და ამას ხსნის ისტორიული მაგალითებით, რომელთა მიხედვითაც, რუსები მზად არიან იშიმშილონ და მეტიც - მოკვდნენ საკუთარ იდეათა გამო. „ ეს კი ტვინის გამორეცხვის პირდაპირი შედეგია“.„იმპერიაზე ოცნება ყოველ რუს ადამიანში ცოცხლობს. და გადამწყვეტი ფაქტორი აქ ე. წ. „წითელი ადამიანია“. 90-იან წლებში, ჩვენ, აქტივისტი დემოკრატები მივიჩნევდით, რომ კომუნიზმი დასრულდა, მაგრამ ეს მცდარი დასკვნა გახლდათ. ამ „წითელ ადამიანს“ სწამს იდეალებისა და ახალი ცხოვრების. დემოკრატიულ დროებაში კი რუსეთში არ არსებობდა არვითარი ინტელექტუალური ზედნაშენი. პუტინის ეპოქაში კი ის კვლავ გამოჩნდა. და ის მუდმივად ფიგურირებს ტელევიზორში. ტელევიზია აჩვენებს თუ რა და რატომ გააკეთა პუტინმა. ის ხალხისთვი სამყაროს შესახებ თავის შეხედულებებს განმრტავს. ჩვენ, დემოკრატები, ამას არ ვაკეთებდით“.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page