top of page

რუსეთ-ირანის შეთანხმებას თავისი საღვარი აქვს

 

რუსეთის პრეზიდენტის ირანში ვიზიტი, რომელიც ამ ორშაბათს შედგა, ხაზს უსვამს, რომ ამ ქვეყნებს რიგი საერთო ინტერესები აქვთ, მაგრამ ამ დრომდე გაურკვეველი რჩება - მივა თუ არა ესფლირტი ხანგრძლივ „ქორწინებამდე“

 

USA Today/ორენ დორელლი

24.11.2015


Brookings Institution-ის ანალიტიკოსი, სიუზან მელონი აღნიშნავს: როდესაც საქმე ნავთობს ეხება, მათი ინტერესები სულაც არ ემთხვევა ერთმანეთს. მხოლოდ ის, რომ ორივე ასადს თავდაცვაში ეხმარება, სულაც არ ნიშნავს, რომ მათი მიზნები იდენტურია და რომ ადგილზე მიმდინარე მოვლენები თანაბრად მომგებიანია მათთვის“.რუსეთი ცდილობს ირანს გამდიდრებული ბირთვული საწვავი და ტექნოლოგიები მიჰყიდოს, მაგრამ იმ მრავალწლიანმა საწარმოო პრობლემებმა და ცვალებადი წარმატებებმა, რომლებიც რუსეთის მიერ ბეშერში აგებულ ატომურ ელექტროსადგურს უკავშირდებიან, იძულებულს ხდის ირანს დახმარება ევროპაში ეძებოს.სანავთობო ბაზარზეც მათ განსხვავებული მიზნები აქვთ, როგორც SVD energy Interntional-ის ენერგეტიკულ საკითხთა ანალიტიკოსი, სარა ბახშური აღნიშნავს, ირანი ნავთობის მოპოვების ზრდას გეგმავს, რუსეთი კი მასზე ფასის ზრდაშია დაინტერესებული.რუსეთსა და ირანს მიზნად აქვთ, რომ სადამდეც ეს შესაძლებელია,გაახანგრძლივონ ბაშარ ასადის ხელისუფლებაში ყოფნა, მაგრამ ასეთი სურვილისათვის მათ დიამეტრალურად გასხვავებული მიზეზები აქვთ - თვლის ფრედ ჰოფი, რომელიც, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებამდე, ობამას ადმინისტრაციაში სირიასა და ისრაელს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ორგანიზებას კურირებდა.„ირანელები, თხუთმეტწლიანი დაკვირვების შედეგად გამოტანილ დასკვნებზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ „ჰესბოლას“ მხარდაჭერის შენარჩუნებაში, ბაშარ ასადი გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჰესბოლას სარაკეტო არსენალი ათობით ათას რაკეტას შეიცავს და ისინი ისრაელზეა დამიზნებული. ეს კი ირანს აძლევს ბერკეტებს, რათა ებრაულ სახელმწიფოზე ზეგავლენა იქონიოს“ - განმარტავს დიპლომატი და დასძენს: „პუტინის მიზანია მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ რუსეთი მეგობრებს კვლავაც მხარს უჭერს და დაუღალავად ცდილობს მოარღვიოს ის, რასაც იგი ახლო აღმოსავლეთსა და მთელს მსოფლიოში დემოკრატიზაციისა და რეჟიმების ცვლილების ამერიკულ სტრატეგიას უწოდებს.“ჰოფის აზრით, რუსებსა და ირანელებს განსხვავებული მიდგომები აქვთ. შესაძლოა ისინი ყველაფერთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ერთში დანამდვილებით ერთიანნი არიან - ბაშარ ასადი უნდა დარჩეს. რუსების აზრით ის უნდა დაჩეს, რათა წინ აღუდგეს „ისლამურ სახელმწიფოს“. ირანელთა გათვლით კი, ის იმ დრომდე უნდა იყოს ხელისუფლებაში, სანამ მათ ჭირდებათ „ჰესბოლა“, რათა იზრაელზე ზეწოლა ახორციელონ.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page