top of page

უკრაინაში წესების დაცვით შეჭრა

 

არსებობს რისკი, რომ დონბასი პრობლემურ ბავშვად იქცეს. ასეთ შემთხვევაში, თვით პუტინიც კი დათანხმდება იმგვარ ოპერაციას, როგორიც დასავლეთმა სერბეთსა და ხორვატიას შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად ჩაატარა

 

Project Syndicate/კარლ ბილდტი

14.07.2015


ცხადია, საბერძნეთის ხანგრძლივმა დრამამ ევროპასა და მსოფლიოს თავზარი დასცა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის საშინელი კრიზისი არსად წასულა. უკრაინა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ, ნაწილობრივ, კვლავაც ოკუპირებულია და, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკში მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად, პერიოდულად, ბრძოლები კვლავაც ახლდება.ეს არარეგულარული შეტაკებები ერთს ცხადყოფენ. თუ რუსეთი კონფლიქტიდან გამოსავლის ძიებაში სერიოზულადაა დაინტერესებული, ის უნდა შეეგუოს რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შეგზავნას, რომელიც სათავეს დაუდებს რეგიონის აღდგენას, შესაძლებლობას მისცემს დევნილებს, რათა თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ და დონბასის უკრაინაში რეინტეგრაციაის დაწყებასაც ხელს შეუწყობს.ჩვენ ამგვარი მიდგომის მაგალითი გაქვს. 20 წლის წინ საერთაშორისო საზოგადოება ბოსნიაში მშვიდობის უზრუნველყოფის ფინალურ სტადიაში შევიდა. მაგრამ კონფლიქტი კვლავაც გრძელდებოდა ხორვატიაში, განსაკუთრებით კი, სერბეთის სიახლოვეს მდებარე აღმოსავლეთ სლავონიაში.ხორვატი სამხედროების შეტევამ (ჯერ 1995 წლის მაისში, შემდეგ კი აგვისტოში) ხელი შეუწყო, რომ სერბი სეპარატისტებისათვის აერთვათ ოთხიდან სამი საექტორი, რომელთაც გაერო იცავდა, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვან, აღმოსავლეთ სექტორს, კვლავ სერბები აკონტროლებდნენ. მაშინ, სერბეთი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, ისევე, როგორც ახლა ვლადიმერ პუტინი, დაბეჯითებით აცხადებდა, რომ საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სეპარატისტებსა და ზაგრებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.ცხადია, სინამდვილეში, სეპარატისტები მთლიანად მილოშევიჩის პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე იყვნენ დამოკიდებულნი. მოგვიანებით ის დათანხმდა რეგიონში გაეროს სამშვიდობო მისიის შესვლას, რომლის ამოცანასაც დემილიტარიზაცია, რეგიონის ხორვატიის კონტრლოქვეშ დაბრუნება და იქ მცხოვრები სერბებისათვის მშვიდობიანი ცხოვრების გარანტიების შექმნა წარმოადგენდა.დღეს მისია პრაქტიკულად მივიწყებულია, თუმცა არა იმიტომ, რომ უშედეგო იყო - უფრო პირიქით. დიახ, ყველა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა, მაგრამ კონფქლიტი ამოწურულია და სერბეთსა და ხორვატიას აქვს შესაძლებლობა ააწყონ კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობები.
ეს მოდელი დონბასისათვისაც მისაღებია, საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად გულწრფელია კრემლი, როდესაც აცხადებს, რომ ცნობს უკრაინის სუვერენულ უფლებებს ამ რეგიონზე და სურს დასავლეთთან ურთიერთობათა ნორმალიზაცია.ახლა, მე ამაში ეჭვი მეპარება. რუსეთმა კონფლიქტის ესკალაციისათვის ყველაფერი გააკეთა, სეპარატისტული ანკლავების შექმნის ჩათვლით. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კრემლს სურს, რომ პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებამ მარცხი განიცადოს, დასავლეთში კი აზრთა სხვადასხვაობა დამკვირდდეს და საბოლოოდ, კონფლიქტის მოგვარებისადმი ყოველგვარი ინეტრესი დაიკარგოს. ასეთ შემთხვევაში, პუტინს შეეძლება დაძრას ძალები უკრაინის წინააღმდეგ იმის გარანტიის მისაღებად, რომ მოგვარება იქნება იმგვარი, როგორც აწყობს მას.მაგრამ თუ კი უკრაინა და დასავლეთი ერთიანობას შეინარჩუნებენ, ეს მიახვედრებს კრემლს, რომ სეპარატისტული ანკლ;ავები, პირველ რიგში საფრთხეს სწორედ რუსეთისათვის წარმოადგენენ.ბოლოს და ბოლოს, ამ ანკლავების ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაშია, ხოლო მოსახლეობა სულ უფრო ღრმად ეფლობა კრიმინალში. დონბასი რისკავს იქცეს პრობლემურ ბავშვად, რომლის გამოც პასუხისმგებლობის აღება არავის სურს. და თუ ეს ასეც მოხდა, რუსეთის ფედერაციის ლიდერებიც გაიხსენებენ გაეროს ზემოხსენებულ მისიას, რომელიც სერბულ-ხორვატულ კონფლიქტისას მოქმედებდა.მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ვარიანტი გამოირიცხება, რუსეთს მოუწევს ამაზე დათანხმება. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის დოქტრინა - “თუ კი თქვენ ეს გატეხეთ, მაშინ იგი თქვენია“, პუტინის უკრაინაში შეჭრას ეხება ისევე, როგორც ეხებოდა უმცროსი ბუშის შეჭრას ერაყში.ბუნებრივია, არის ერთობ რთული საკითხები, რომელთა გადაწყვეტა სამშვიდობო მისიის დონბასზე გაშვებამდე უნდა გადაიჭრას, კერძოდ კი - მისიის შემადგენლობა და მანდატი, მაგრამ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, პრობლემური მომენტები განხილვადია.ასეთი მისია უზრუნველყოფს იმ პოლიტიკური პუნქტების რეალურ იმპლემენტაციას, რომელსაც ადგენს მინსკი-2. თავისუფალი და პატიოსანი არჩევნები, შეუძლებელი იქნება საერთაშორისო ძალების საგრძნობიბი ყოფნის გარეშე.დღეს ამ იდეას შეიძლება ეწოდოს მკვდრადშობილი. ამასვე ფიქრობდნენ ბალკანურ მისიაზე მაშინ, როდესაც ჭიდილი აღმოსავლეთ სლავონიისთვის მიმდინარეობდა. მილოშევიჩის რეჟიმი მაშინ იქცეოდა ისევე, როგორც დღეს კრემლი იქცევა. მაგრამ ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება და ჩვენ გმართებს დავფიქრედეთ იმ მეთოდებზე, რომელიც არა მხოლოდ გაყინავს სიტუაციას, არამედ დაგვეხმარებიან ვიპოვნოთ გამოსავალი.ასეთი შეჭრა იმუშავებს მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ორივე მხარე კონფლიქტის დასრულებაში გულწრფელად იქნება დაინტერესებული. ჯერ ასეთი სურვილი არ ჩანს. მაგრამ თუ კი უკრაინა და დასავლეთი სიმტკიცეს გამოავლენენ და კრემლს რეგიონის დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემენ, ეს დღე მალე დადგება. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page