top of page

არ შვენის ქალაქს!
14.07.2015

 

სტიქიის დროს ქრონიკულ პრუწსა და მილიონის ხის დარგვის ნაცვლად, არსებულის თავაწყვეტილ ჭრას, ვინ ჩივის?..

ჯერ იყო და, ხუბუტიას შეგროვილ-გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება შემოარბენინა.
აგერ ახლა კი, შიკრიკიც უფრენია მოსკოვში, ოლიმპიადაზე „მესამე რომის“ თავკაცი და მისი ამფსონები უნდა გნახოთ, უარს არ მივიღებ - არაფრის გაგონება არ მინდაო.
ანუ, მან უკვე არა მხოლოდ მიცემული სიტყვის არადჩაგდება იკადრა, არამედ ზნეობის კანონის ცინიკური დარღვევაც. 
„ეს უკანონობა, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ე.წ. “საზღვრის” გადმოწევის ბოლო ფაქტის ფონზეც.“ - წერს კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა და ის მართალია.
ერთი სიტყვით, ნარმანია უნდა წავიდეს.
მაგრამ არ წავა - არც თავად სურს თბილი სავარძლიდან ამოსკუპება და, რომც უნდოდეს, უფლებას არ მისცემენ.
საქმე თბილისელების გასაკეთებელია.
შეკრების ალაგად, დედაქალაქის სახელმოხვეჭილი მოურავის, გიორგი სააკაძის მოედანს გთავაზობთ.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page