top of page

აშშ იძულებული იქნება მიიღოს ხისტი გადაწყვეტილებები, თუ კი რუსეთი და ირანი ბაშარ ასადის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ. ამის შესახებ გუშინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ ვაშინგტონში მიმდინარე, ამერიკა-ისრაელის ფორუმზე განაცხადა.
„თუ კი რუსეთი და ირანი ბლოკის სახით იმოქმედებენ, ასადს პროცესის ჩაშლის შესაძლებლობას მისცემენ და სირიაში პოლიტიკური ხელისუფლების გადაცემა არ მოხდება, მაშინ ჩვენი სამოქმედო ვარიანტების არჩევანი შეიზღუდება და რამდენიმე ხისტი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს".
სახელმწიფო მდივნის თქმით, „აშშ ვერავის მისცემს უფლებას“, რომ სირიაში ამგვარი ვითარება გაგრძელდეს. „ეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ყოველი ევროპული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ევროპისთვის, ეს საშიში არა მხოლოდ პარიზში ან სადმე სხვაგან განვითარებული მოვლენების ჭრილშია. ეს საშიშია იმიტომაც, რომ ამ მიგრაციას (ახლოაღმოსავლეთს ქვეყნებიდან - რედ.) შეუძლია ევროპის პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ შეცვალოს". - განმარტა სახელმწიფო მდივანმა.

 

ჯონ ქერი: „რამდენიმე ხისტი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“.

06.12.2015

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page